ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთი ლელოსთვის ემზადება

ლანჩხუთი ლელოსთვის ემზადება
12-04-2017, 00:00

სოფელი შუხუთი ორად იყოფა - ქვემო და ზემოშუხუთელები ერთმანეთს ძალაში ეჯიბრებიან. ვის მხარესაც ერთფუთიანი (16 კილოგრამი) ბურთი წავა, გამარჯვებულიც ის არის. დღემდე ზუსტად არავინ იცის, ვინ იგებს; თუმცა ის, რომ ლელო მათი მთავარი ტრადიცია, დღესასწაული და ცხოვრების წესია, ამაში ყველა შუხუთელი თანხმდება. მთელი წელი სოფელში სიმშვიდეა, ერთი წლის თავზე კი, ლელოს თამაშის დღეს, რამდენიმე საათით შუხუთი გურიაში, და არა მარტო გურიაში, ყველაზე ხმაურიან ადგილად იქცევა. ლელო უკვე სოფლის სიმბოლოა, სოფლის გერბია. შუხუთი და ლელო ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. ლელო დიდი ხანია გაცდა შუხუთის ფარგლებს და მთელი ლანჩხუთის სიმბოლოდაც იქცა. გურულები უკვე ემზადებიან ლელოს სათამაშოდ. ისევ იქნება მტვრის ბუღი, შეძახილი, გაჩაღებული ბრძოლა ბურთის დასაუფლებლად და შემდგომ სოფლის გამორჩეული მკვიდრის საფლავზე შესანდობარის შესმა. ყოველწლიურად იზრდება ლელოს მაყურებელთა რიცხვი. გასულ წელს უცხოელი ტურისტებიც სტუმრობდნენ `ბრძოლის ველს~. ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხშირად არიან ლელოზე. მაღალი თანამდებობის პირები დიდი ოვაციით უყურებენ რამდენიმე საათით გადაკეტილ ცენტრალურ მაგისტრალს და გულშემატკივრობენ ხან ზემოურებს, ხან ქვემოურებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იმ ღონისძიებების გრაფიკს აქვეყნებს, რომელიც 16 აპრილს არის დაგეგმილი: 12:00 სთ. - ფეხბურთი; 14:00 სთ. - ჭიდაობა, ნარდი, ბაგირის გადაქაჩვა, მკლავჭიდი, ჭადრაკი, საჩვენებელი კარატე, გირების აზიდვა; 14:00 სთ.-16:30 სთ. - მოეწყობა სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა; 14:00 სთ. - ლელოს სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა-გაცნობა; 15:00 სთ. - ფოლკლორული ანსამბლების მუსიკალური ნომრები; 17:00 სთ. - გაიმართება ტრადიციული ლელო.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
2020-ის ოქტომბერი იქნება ბრძოლა იმისათვის, რომ „ქართული ოცნება” რუსი ოლიგარქის მეთაურობით ჩამოვაშოროთ ქვეყნის მმართველობას 2020-ის ოქტომბერი იქნება ბრძოლა იმისათვის, რომ „ქართული ოცნება” რუსი ოლიგარქის მეთაურობით ჩამოვაშოროთ ქვეყნის მმართველობას
2020-ის ოქტომბერი იქნება ბრძოლა იმისათვის, რომ „ქართული ოცნება” რუსი ოლიგარქის მეთაურობით ჩამოვაშოროთ ქვეყნის მმართველობას
30-07-2020, 17:22
ვრცლად
როგორც მთელს მუნიციპალიტეტში, ასევე შუხუთშიც, მოსახლეობა შიშ-კანკალით ელოდება ზამთრის დადგომას როგორც მთელს მუნიციპალიტეტში, ასევე შუხუთშიც, მოსახლეობა შიშ-კანკალით ელოდება ზამთრის დადგომას
როგორც მთელს მუნიციპალიტეტში, ასევე შუხუთშიც, მოსახლეობა შიშ-კანკალით ელოდება ზამთრის დადგომას
20-11-2017, 08:27
ვრცლად
გიგა აფხაძე: ,,ისინი კი არიან კასკადიორები, მაგრამ ჩვენ, შუხუთლები, მათი გადმოსახედიდან, გლადიატორები ვიყავით” გიგა აფხაძე: ,,ისინი კი არიან კასკადიორები, მაგრამ ჩვენ, შუხუთლები, მათი გადმოსახედიდან, გლადიატორები ვიყავით”
გიგა აფხაძე: ,,ისინი კი არიან კასკადიორები, მაგრამ ჩვენ, შუხუთლები, მათი გადმოსახედიდან, გლადიატორები ვიყავით”
30-05-2022, 12:04
ვრცლად
როდის დაიწყება სოფელ აკეთის ცენტრალური  გზის შენება?! როდის დაიწყება სოფელ აკეთის ცენტრალური  გზის შენება?!
როდის დაიწყება სოფელ აკეთის ცენტრალური გზის შენება?!
28-01-2022, 16:57
ვრცლად
გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს - მოვუწოდებ „ლელოს“ მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენ!
გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს - მოვუწოდებ „ლელოს“ მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენ!
26-10-2020, 13:33
რეკლამა