ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ბესიკის ქუჩის მაცხოვრებელთა გასაჭირი

ბესიკის ქუჩის მაცხოვრებელთა გასაჭირი
25-03-2017, 00:00

: - `ვითხოვთ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაჯაროვდეს ამ ქუჩის სარემონტო სამუშაოს შესრულების პროექტი, სამუშაოს შესრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტები, თუკი ასეთი არსებობს, სადაც იქნება დამოწმებული ამ სამარცხვინოდ შესრულებული გზის ვარგისიანობა და ხარისხი. კატეგორიულად ვითხოვთ, ჯეროვან ყურადღებას, საკითხის საფუძვლიან შესწავლას ადგილზე დათვალიერებით, საქმეში დარგის სპეციალისტების ჩართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ, მივმართოთ ცხელ ხაზს და ზემდგომ ორგანოს საქმიანი დახმარებისთვის~. აღნიშნული განცხადება `ჰო და არამ~ 22 მარტის ნომერში უცვლელად გამოაქვეყნა სათაურით: `რას სწერენ ბესიკის ქუჩის მაცხოვრებლები ზაზა ურუშაძეს, ნინო წილოსანს, გოგი ხელაძეს...~ მართლაც, ბესიკის ქუჩის მაცხოვრებლებთა გასაჭირზე დიდი ხანია ცნობილია. რამდენიმე თვის წინ `ჰო და არა~ ადგილზე იმყოფებოდა და დაათვალიერა იქ მიმდინარე სამუშაოები. მაშინ ქუჩის მცხოვრებნი იმედს გამოთქვამდნენ, რომ სამუშაოების დასრულება ნორმალურად მოხდება და არსებული ხარვეზები აღმოიფხვრებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა. `ჰო და არას~ ინფორმაციით, გაზეთში გამოქვეყნებული კოლექტიური განცხადების შემდეგ ადილზე გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე და ქალაქში გამგებლის წარმომადგენელი ლადო ნანაძე იმყოფებოდნენ. მათ მოსახლეობისგან ის პრეტენზიები მოისმინეს, რომელზეც განცხადებაში გახლდათ საუბარი. ჩვენი ინფორმაციით მოსახლეობა იმ პირების მისვლას მოითხოვდა ადგილზე, რომლებზეც კოლექტიურ წერილში იყო საუბარი. ბოლო ცნობით, განცხადებაში დასახელებული პირებიდან მოსახლეობას ამ ეტაპზე მხოლოდ გოგი ხელაძე შეხვდა. ხელაძის ვიზიტს ბესიკის ქუჩაზე საკრებულოს `ფეისბუქის~ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაც ადასტურებს, სადაც ვკითხულობთ: `ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, მოადგილე - ბესიკ ტაბიძე და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძე ბესიკის ქუჩაზე იმყოფებოდნენ. აღნიშნული ქუჩის მოსახლეობამ საკრებულოს განცხადებით მიმართა. მათი თქმით, ბესიკის ქუჩაზე გასულ წელს მოეწყო სანიაღვრე არხები, თუმცა სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, გზის საფარი დაზიანებულია და საჭიროებს მოხრეშვას. განსაკუთრებით პრობლემები უამინდობის დროს იჩენს თავს. საკრებულოს წევრები ქუჩის მცხოვრებლებს გაესაუბრნენ და აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დახმარება აღუთქვეს.~ საკრებულოს ეთიკის კომისიის თავკაცი რომან ბიწაძე ერთ-ერთია ვინც ბესიკის ქუჩის მკვიდრებს შეხვდა. ბატონი რომანი ამბობს, რომ გაუგებრობა მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის არქონამ გამოიწვია: `მთავარი მიზეზი არის ის, რომ კომუნიკაცია არ არსებობს მოსახლეობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. საქმე იმაშია, რომ ადგილობრივებს ჰქონდათ სულ სხვა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით და რეალურად სულ სხვა სურათია. ანუ რა მაქვს მხედველობაში _ აქ თავის დროზე წყალშემკრეფი არხების გაკეთება იგეგმებოდა. როგორც ჩანს წინასაარჩევნოდ ამ ადამიანებთან მივიდა ინფორმაცია, რომ აქ გაკეთდება კვლები, დაიგება ასფალტის საფარი. ამ ხალხს ჰგონია, რომ ეს სამუშაოები დასრულდა და ასფალტი მათთვის არავის დაუგია. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს გამეორება, რომ კომუნიკაციის არქონამ გამოიწვია ეს გაუგებრობა. ქალაქს ხომ ყავს წარმომადგენლობა, ეს ხალხი უნდა იყოს ამ მოქალაქეებთან კომუნიკაციაში. ამ ხალხთან რომ ახლო ურთიერთობა ყოფილიყო, არ ექნებოდათ მოთხოვნა, სად არის ასფალტის საფარიო. ამ ტერიტორიაზე არც ხრეშიც შეტანა იყო გათვალისწინებული, მაგრამ წინასაარჩევნოდ როგორც ჩანს მშენებლებთან იყო მოთხოვნა რომ ტერიტორიაზე შეეტანათ ინერტული მასალა. ასეც მოხდა.~ კომისიის თავკაცი აღმსასრულებელი ხელისუფლებას ადანაშაულებს: `ყველაზე მთავარი ალბათ მაინც ის არის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ აქვს წინასწარ კარგად დაგეგმილი რისი გაკეთებაც უნდა. მოქალაქეს ბუნებრივია უჩნდება სამართლიანი კითხვა, გაკეთდა კვალი, დასრულდა, მაგრამ არ ჩანს ასფალტი. უშუალოდ მშენებელის ბრალეულობა, რომ ის არ აგებს ასფალტს ნაკლებად ჩანს. იქ არის რამდენიმე პრობლემა. ჩაწყობილია ე.წ. ლატოკები, რომელიც რამდენიმე ადგილას დაზიანდა. როცა მშენებელი ამას აკეთებს, მას 3 წლიანი გარანტია უნდა მოჰყვეს. ბუნებრივია, ის დაზიანებულ ადგილებს შეცვლის.~ `იმის გამო, რომ არჩევნებია, ამიტომ ყველაფრის ერთად გაკეთება არასწორია. კარგია, როცა მთელი უბნის კეთება იწყება, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბოლომდე საქმე არ არის მიყვანილი. როცა საინაღვრე არხები გაკეთდა, შემდეგ მთელს უბანს გაუჩნდა განცდა, რომ ასფალტი დაიგებოდა. სანიაღვრე არხების კეთებას სხვა თანხა სჭირდება, ხოლო ასფალტის საფარის დაგება უფრო ძვირი სიამოვნებაა. ჩემი აზრით, უფრო უმჯობესია დავიწყოთ მხოლოდ ერთი ქუჩა და ის მივიყვანოთ ბოლომდე~, _ დასძინა საკრებულოს წევრმა `ჰო და არასთან~ საუბარში.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
გაწბილებული და აბუჩად აგდებული ჩვენ, ბესიკის ქუჩის მცხოვრებნი მოგმართავთ თხოვნით, რომ იქნებ თქვენი გაზეთის საშუალებით ხმა მიაწვდინოთ ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობას ჩვენს ქუჩაზე არსებული მდგომარეობის შესახებ გაწბილებული და აბუჩად აგდებული ჩვენ, ბესიკის ქუჩის მცხოვრებნი მოგმართავთ თხოვნით, რომ იქნებ თქვენი გაზეთის საშუალებით ხმა მიაწვდინოთ ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობას ჩვენს ქუჩაზე არსებული მდგომარეობის შესახებ
გაწბილებული და აბუჩად აგდებული ჩვენ, ბესიკის ქუჩის მცხოვრებნი მოგმართავთ თხოვნით, რომ იქნებ თქვენი გაზეთის საშუალებით ხმა მიაწვდინოთ ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობას ჩვენს ქუჩაზე არსებული მდგომარეობის შესახებ
17-05-2017, 00:00
ვრცლად
`ჰო და არაში~ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ ბესიკის ქუჩის მაცხოვრებლებს გამგებელი შეხვდა `ჰო და არაში~ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ ბესიკის ქუჩის მაცხოვრებლებს გამგებელი შეხვდა
`ჰო და არაში~ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ ბესიკის ქუჩის მაცხოვრებლებს გამგებელი შეხვდა
18-05-2017, 00:00
ვრცლად
ბესიკის ქუჩის მაცხოვრებელთა ვარამი - ნაგავში ცხოვრება და მოუწესრიგებელი გზა ბესიკის ქუჩის მაცხოვრებელთა ვარამი - ნაგავში ცხოვრება და მოუწესრიგებელი გზა
ბესიკის ქუჩის მაცხოვრებელთა ვარამი - ნაგავში ცხოვრება და მოუწესრიგებელი გზა
26-04-2016, 00:00
ვრცლად
`გურიით~ ყაზახი ბიზნესმენი დაინტერესდა? `გურიით~ ყაზახი ბიზნესმენი დაინტერესდა?
`გურიით~ ყაზახი ბიზნესმენი დაინტერესდა?
17-08-2015, 00:00
ვრცლად
ბოლო ცნობები: როგორი მდგომარეობაა ლანჩხუთის სოფლებში დიდთოვლობის შემდეგ ბოლო ცნობები: როგორი მდგომარეობაა ლანჩხუთის სოფლებში დიდთოვლობის შემდეგ
ბოლო ცნობები: როგორი მდგომარეობაა ლანჩხუთის სოფლებში დიდთოვლობის შემდეგ
29-01-2016, 00:00
რეკლამა