ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვინაა მასპინძელი და ვინ - სტუმარი?

ვინაა მასპინძელი და ვინ - სტუმარი?
21-03-2017, 00:00

ხოლო უახლოეს ხანში დავწერთ ჩვენს რაიონში მცხოვრებ და „მოღვაწე“ ჩინელებზე. არაოფიციალური ცნობებით, ჩინელების რაოდენობა საქართველოში 50 000 აღწევს, თუმცა ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათი რიცხვი გაცილებით ნაკლებია. ფაქტია, ისინი დღეს ყველგან გვხვდებიან. ჩინეთის ფართობი საქართველოსაზე გაცილებით დიდია და იქნებ იკითხოთ, აბა, რაღას მოაწყდნენ ამ ერთ ბეწო ქვეყანასო. არახალია, ჩინელებს სურთ, მთელ მსოფლიოს მოედონ... თუმცა არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც ჩინეთის მთავრობა გარკვეულ თანხას საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანებს აძლევს, უცხო ქვეყანაში წასასვლელად და იქ ინვესტიციის განსახორციელებლად. ჩვენს ქვეყანაში მყოფი ჩინელები ნამდვილად არ გამოირჩევიან დახვეწილი მანერებით და ინტელექტით, აწყობენ დებოშებს, არაადამიანურად ექცევიან თავიანთ ფაბრიკაში, საწარმოსა თუ კომპანიაში დასაქმებულ ქართველებს, გამოირჩევიან აგრესიით, იხდიან მიზერულ ხელფასებს. მოგეხსენებათ, ჩინური მაფია ერთ-ერთი უძლიერესია დღეს მსოფლიოში, ალბათ, ცდილობენ საქართველოშიც გაიდგან ფესვი. წლებია, რაც დაიწყო მათზე მიწების მიყიდვა სიმბოლურ ფასად, ტენდერებში გამარჯვება ჩვეულებრივად იქცა, აქვთ დიდი მხარდაჭერა სამართალდამცავების მხრიდან. თითქმის ყველგან და ყველაფერში ტყუიან. ჩინური მასაჟი სინამდვილეში ჩინური ბორდელია, ჩინური მაღაზია _ წყალში გადაყრილი ფული, ჩინური კომპანია თაღლითების ბუდე. ქართველ ხალხს შეიძლება ყველაფერი დააბრალო, მაგრამ ვერ დააბრალებ სტუმართმოძულეობას, სწორედ ამით ისარგებლა ბევრმა. გახსოვთ, ალბათ, თბილისში მაწანწალა ძაღლების ამბავი, იტაცებდნენ და ჭამდნენ სავარაუდოდ, თუმცა ამის გამო არავინ დასჯილა. ხარაგაულის რაიონში არმატურებით შეიარაღებული 50 ჩინელი თავს დაესხა 8 ადგილობრივს, როგორც შემდეგ დაზარალებულებმა აღნიშნეს, მათი მოკვლა ჰქონდათ განზრახული, საბედნიეროდ, მოახერხეს კლდეზე აძრომა და გაქცევა. ამ დროს რას აკეთებს სახელმწიფო? სანამ ქვეყანა არ შეიძრა, ყურიც კი არ გაუბარტყუნებიათ ამ ხალხის დასაცავად, ხოლო ,,ექიმებმა~ ხელი არ მოკიდეს ნაცემ მუშებს, რადგან სამკურნალო ფული არ გააჩნდათ. რა გამოდის? თურქი, ინდოელი, ჩინელი აუცილებლად უნდა იყოს დაცული, აკეთონ, რაც უნდათ და როგორც უნდათ, ხოლო ქართველი იყოს მონა თავისივე სამშობლოში? არ გამოვა ეს საქმე, ბატონებო. საინტერესოა რა ხდება თავად ჩინეთში? იქ გასტროლებზე ხშირად დადიან ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. აი, რას ჰყვება ანსამბლ ,,სამაიას~ მოცეკვავე გიორგი აბულაშვილი ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში: ,,უამრავი ქვეყანა მაქვს მოვლილი, ჩინური კულტურის მიმართ კი, განსაკუთრებული ინტერესი მქონდა. იქ ჩასულებს განსხვავებული გარემო დაგვხვდა. საერთოდ, ჩინეთი ცივილიზებული სამყაროსგან განცალკავებულია _ მთელ ჩინეთში ვერ იპოვით სოციალურ ქსელს, ანუ ყველა სასტუმროში, რესტორანში დაბლოკილია ფეისბუქი, იუთუბი, ამერიკული და ევროპული საიტები. განსაკუთრებული არქიტექტურისა და ლამაზი შენობების მიუხედავად, მთელ ქვეყანაში რაღაცნაირი სუნი დგას, სიბინძურეც თვალში საცემია, შედარებით სუფთაა ცენტრალური ქუჩები. უცხოელებს ისე გვიყურებდნენ, როგორც სამუზეუმო ექსპონატებს. ადგილობრივებს ურთიერთობის პრობლემა არ აქვთ, თუმცა ეტყობათ, რომ ჩაკეტილები არიან. ტროტუარზე ადამიანების საცობებია, კიდევ ერთი უცნაურობა, რაც თვალშისაცემია. ყველა: ქალი, კაცი, ბავშვი, მოხუცი იფურთხება. ამ უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაში, ყოფითი კულტურით ნამდვილად ვერ მოვიხიბლე. მხოლოდ ჩხირებით ჭამა ხომ არაა? სხვათა შორის, მოწევა ყველგან დაშვებულია. ,,საუცხოო~ იყო ბაზარში გასაყიდად გამზადებული, გატყავებული ძაღლების ხილვა... ისე,ხანგრძლივ აპლოდისმენტებს მიჩვეული მოცეკვავეებისთვის, ცოტა უცხო იყო ჩინელი მაყურებელის შედარებით მოკრძალებული ოვაცია, თუმცა როგორც მივხვდი, ეს ერი დიდი ემოციით არ გამოირჩევა.~ აი, ეს ხალხი, მეგობრებო, დღეს თავზე გვაზის, გვასაღებინებს პროდუქციას, იტაცებს მიწებს, სცემს ჩვენსავე ქვეყანაში ჩვენს მოქალაქეს და პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე აცილებული აქვს. ლოგიკას იქით მივყავართ, რომ ეს სიტუაცია ვიღაცას აწყობს (ან თვალს ხუჭავს, გარიგების გამო). ცნობილია, რომ ჩინეთის მთავრობა განვითარებად ქვეყნებს ფულს უხდის, რათა ამ ქვეყნებში სამუდამო დამკვიდრებისთვის პრობლემა არ შეექმნათ ჩინელებს. დამკვიდრდნენ, ბატონო, მაგრამ არა საქართველოში და არა ასეთი ფორმით. ისე, ჩინელები მთელს მსოფლიოში ცნობილები არიან თავიანთი შრომისმოყვარეობით და დისციპლინით, სწორედ ამიტომ მოიკიდეს ყველგან ფეხი, ამით გვაჯობეს ჩვენც. ის, რაც ჩვენთვის ,,წარმოუდგენლად რთულია~, რეალობად აქციეს. ხსნიან რესტორნებს, მაღაზიებს, ფაბრიკებს, საწარმოებს, ამუშავებენ გროშებად ნაშოვნ მიწას და ცდილობენ (გამოსდით კიდეც) მონებად გვაქციონ. ხალხნო, ნუ დაგვავიწყდება ,,ვისი გორისა ვართ~, ნუ გავცვლით ჩინურ ზიზილ-პიპილოებზე ჩვენს ღირსებას. ნუ ვაცემინებთ და ვაგინებინეთ თავს ვიგინდარებს. ჩვენ არ გვეშლება სტუმარ-მასპინძლობა, თუმცა როცა სტუმარს უნდა მასპინძლობა, იქ სისუსტე არ გვმართებს... თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა