ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა პროექტის განხორციელება იწყება ლანჩხუთში 3 სოფელში

რა პროექტის განხორციელება იწყება ლანჩხუთში 3 სოფელში
10-12-2016, 00:00

რომელიც სამ სოფელში: გრიგოლეთში, ორაგვესა და ეწერზე განხორციელდება. სწორედ ამ პროექტის პრეზენტაცია შედგა გუშინ ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრში~. პრეზენტაციას სუფსის, მაჩხვარეთისა და ჯურუყვეთის (სწორედ აღნიშნულ თემებში შედის ზემოთ თქმული სოფლები) მაჟორიტარი დეპუტატები: ჯუმბერ ბლაგიძე, გურამ კერესელიძე და ალეკო მახათაძე ესწრებოდნენ. პროექტის შესახებ ამირან გიგინეიშვილმა ისაუბრა. პროექტის სახელწოდებაა „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა~. მას აფინანსებს „ევროპის ფონდი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური სახსრებით. პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე (2016 წლის დეკემბერი, 2017 წლის ივლისი) ამირან გიგინეიშვილი: პროექტის არსი შემდეგში მდგომარეობს _ დასახლების საერთო კრება წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმას (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 85.3) და უზრუნველყოფს დასახლებაში (სოფელში) რეგისტრირებული ამომრჩევლების ქმედით ჩართულობას ამ დასახლების (სოფლის) მნიშვნელოვანი თემების განხილვის, გადაწყვეტის, მუნიციპალიტეტის წინაშე ინიცირების პროცესში. კრება უფლებამოსილია იმსჯელოს სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე მათ ბიუჯეტში ასახვამდე, განიხილოს შესრულებული ან მიმდინარე პროექტები და წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები, წარადგინოს პეტიცია. მუნიციპალიტეტი ვალდებული გახდა განიხილოს საერთო კრების გადაწყვეტილება და დასაბუთებული პასუხი აცნობოს კრების წევრებს ან კრების რჩეულს. მუნიციპალიტეტი ასევე ვალდებული გახდა ამ დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები განსახილველად წარუდგინოს კრებას, შეათანხმოს დასახლების საზღვრების შეცვლის საკითხი. შესაძლებელია კრება მოწვეული იქნას, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე საინიციატივო ჯგუფის მიერ. კრებას უნდა ესწრებოდეს ამომრჩეველთა 20%, რომ იგი ლეგიტიმურად ჩაითვალოს, რაც ძალიან რთულად მიღწევადია, რადგან, როგორც წესი, ადგილზე რეგისტრირებული ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი მუდმივად გასულია სამუშაოს საძიებლად.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ სოფელში საერთო კრება შედგა, რჩეული აირჩა, კოდექსის თანახმად გამგებელი ვალდებული ხდება წელიწადში ორჯერ საკუთარი ინიციატივით მოიწვიოს ამ სოფლის საერთო კრება. ცხადია, ეს სულაც არ არის კომფორტული ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაშინ, როცა სოფლების რაოდენობა ბევრია, გამგებელი ერთი. დასახლების საერთო კრების მოწვევას, ჩატარებას და მუნიციპალურ რეესტრში რეგისტრაციას საკმაო დრო და ძალისხმევა სჭირდება, მოსახლეობის რეალური ჩართულობის ეს მეთოდი არსად არ გამოყენებულა. პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ ლანხუთის მუნივიპალიტეტის სოფლების გრიგოლეთის, ეწრისა და ორაგვეს დაახლოებით 1000 ამომრჩეველი, ზოგადად, ამ სოფლების ყველა მცხოვრები და გარკვეული ქონების მქონე პირები სულ მცირე 1500 ადამიანი.~ ბატონო ამირანმა ისიც დეტალურად ახსნა თუ როგორ უნდა მოხდეს კრების რჩეულის არჩევა: მოხდება 3–3 ადამიანის არჩევა, რომლებსაც ჩაუტარდებათ ტრეინინგები და მიეცემათ შესაბამისი ფურცლები. შემდეგ ეს ადამიანები ჩამოიარებენ სოფელში. შეხვდებიან ადამიანებს და მოხდება მათი ხელწერების დაფიქსირება, რომ ისინი ითხოვენ სოფლის კრების ჩატარებას. ამის შემდეგ მივლენ გამგეობაში და განცხადების ფორმას დაარეგისტირებენ. შემდეგ იწყება მეორე ეტაპი, სადაც უფრო მეტი ადამიანის ჩართულობაა საჭირო. შემდეგ ხდება კრების მოწყობა და სოფელი განსაზღვრაბს იმ პრიორიტებს თუ პრობლემას, რომლის გადაჭრა უფრო აქტუალურია.~ როგორც პრეზენტაციაზე ითქვა პროექტის მიზანია დასახლების საერთო კრების ამოქმედებით ხელი შეეწყოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მნიშვნელოვნად ამაღლებას. პროექტით გათვალისწინებული საქმიანობა :ამოცანა 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების შერჩევა მათში დასახლების საერთო კრების ინსტიტუციონალიზაციის მიზნით, ლიდერების იდინტიფიცირება და საინიციატივო ჯგუფების ფორმირება, ჯგუფებისთვის ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება. ამოცანა 2. მოსახლეობის ინფორმირების, ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება დასახლების საერთო კრების საკითხზე და სოფლებში საერთო კრებების ჩატარება. ამოცანა 3. საერთო კრებების ინიციატივების მხარდაჭერა და ლობირებაში მაჟორიტარი საკრებულოს წევრების ჩართვა.რა კრიტერიუმით შეირჩა გრიგოლეთი, ეწერი და ორაგვე. ამის შესახებ ბატონმა ამირანმა გვითხრა: ყოველივეს თავისი პროცედურა აქვს. გრიგოლეთი იმიტომ, რომ ქალაქიდან ყველაზე მეტად დაშორებული სოფელია. ორაგვე რაიონში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფელია, ხოლო ეწერი საშუალო დაშორებით არის ქალაქიდან სხვა სოფლებთან შედარებით.~ გურამ კერესელიძე, მაჩხვარეთის მაჟორიტარი: ორაგვე მართლაც გამორჩეული სოფელია ჩვენს თემში. პრობლემები მრავლად არის, მაგრამ მათგან რამდენიმეს გამორჩევა შეიძლება. კარგი იქნება ამ პროექტით სოფელში წყლის პრობლემა თუ გადაწყდება. შეიძლება ვისაუბროთ გაზიფიცირებაზეც. თუ ეს საკითხი გადაწყდება სოფელში ტყე შენარჩუნდება და ამით სხვა დამატებითი პრობლემების აცილების მოხდება.~ ჯუმბერ ბლაგიძე, სუფსის მაჟორიტარი: გრიგოლეთი დღეის მდგომარეობით სოფლის სტატუსს ფლობს. განიხილება მისი კურორტად გამოცხადება, მაგრამ ეს მომავლის საქმეა. გრიგოლეთში პრობლემები მრავლად არის. ალბათ, მოსახლეობა გადაწყვეტს თუ რომელი საკითხის მოგვარება სჯობია. ჩემი აზრით, ერთ–ერთი დიდი პრობლემა ბუნებრივი აირის საკითხია. საბედნიეროდ, გრიგოლეთში უკვე შემოვიდა ბუნებრივი აირი, მაგრამ მხოლოდ 2 ოჯახს აქვს. მართალია, არსებობს 25 ლარიანი განვადება, მაგრამ მოსახლეობას იმდენად უჭირს, რომ ამ თანხის გადახდასაც ვერ ახერხებს. თუ ამ კუთხით მოხდება რაიმე შეღავათის გაკეთება ძალიან კარგი იქნება.~ ალეკო მახათაძე, ჯურუყვეთის მაჟორიტარი: სოფელში რამდენიმე საკითხის გამოწოფა შეიძლება. ჩემი აზრით, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი არის უფრო პრიორიტეტული. მე ჩემს წინადადებას მივაწოდებ და თუ გაითვალისწინებენ ეს მათი გადასაწყვეტია. კარგია ასეთი პროექტის დაწყება. ეს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში აქტიურ ჩართულობას იწვევს.~ ამირან გიგინეიშვილის თქმით, _ თითოეულ სოფელში ამ პროექტის ფარგლებში რამდენიმე პრობლემის მოგვარება მოხდება და ეს სხვა თემებსაც ხელს შეუწყობს უკეთ განვითარებაში. მსგავსი ტიპის პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. როცა ევროპის ფონდს (ადრე ევრაზიის ფონდი ჰქვიოდა) ამის შესახებ ვესაუბრეთ და ვუთხარით, რომ სოფლებში 3–3 პრობლების მოწესრიგებას მაინც შევძლებდით. ძალიან მოეწონათ იდეა და მოგვცეს დაფინანსება.~ როგორც პრეზენტაციის დასასრულს ითქვა, _ მომდევნო კვირიდან დაიწყება ტრეინინგების ჩატარება და ჯგუფების მომზადება.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები