გამოფენა Agro/Food/Drink/Tech 2016 საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის პროგრამის ENAPRD (ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) მხარდაჭერით ჩატარდა. სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა წარმოადგენს საქართველოსში აგრო მიმართულების ერთადერთ მასშტაბურ ღონისძიებას, სადაც წარმოდგენილია სფეროში არსებული უახლესი ტექნოლოგიები, მიმდინარე ტენდენციები, მანქანა-დანადგარები და მომსახურება. ყოველწლიურად იზრდება როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიების, ასევე გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს ბიზნესის განვითარების და ახალი კონტაქტების დამყარების კარგ შესაძლებლობას. სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–16 საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. ,,ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში მაღალი სტანდარტის, ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. ყოველივე ეს კი წარმოუდგენელია შესაბამისი ცოდნის, ახალ ტექნიკასა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გარეშე. აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს აგრობიზნესის განვითარებისა და ახალი კონტაქტების დამყარების კარგ შესაძლებლობას. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე მეორე წელია გამოფენაში ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები იღებენ მონაწილეობას. მისასალმებელია, რომ წელს მათი ჩართულობა უფრო მასშტაბურია. გამოფენაში მონაწილეობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი პროდუქცია გააცნონ მომხმარებელს, დაუკავშირდნენ კვების მრეწველობის პროფესიონალებს, ასევე მოიძიონ გასაღების ბაზრები, გაეცნონ და გაიზიარონ წარმატებული გამოცდილება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია არის ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ევროკავშირი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამით (ENPARD) ძალიან აქტიურად ეხმარება საქართველოს როგორც ფინანსურად, ასევე თანამედროვე განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლობას, ასევე გამოფენის ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს. სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოს დაუმა, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი და ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი ესწრებოდნენ. Agro/Food/Drink/Tech 2016-ის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ევროკავშირის პროგრამის ENAPRD-ის მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. წელს, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯია“ მე-6 პავილიონში 40-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან) საკუთარ პროდუქციას - თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, ჩაი, თხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ყველი, მწვანილი, ბოსტნეული, ხილი - წარმოადგენდა. სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაში 18 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი, იტალია, უნგრეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, გერმანია, ლიტვა, თურქეთი და სხვა) 150-მდე კომპანია მონაწილეობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ასევე სასმელები და კვების პროდუქტები. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ,,ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით, გასული წლების მსგავსად, გამოფენას ესწრებოდნენ მცირე ფერმერები საქართველოს ყველა რეგიონიდან. გამოფენაზე კოოპერატივ ჩიბათის~ მიერ წარმოებული პროდქცია იყო გამოფენილი. სოფელ ჩიბათში დამზადებულ ცაის დიდი მოწონება ხვდა წილად. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დააგემოვნა ჩვენთან დამზადებული პროდუქცია და კმაყოფილება გამოთქვა. კოოპერატივ ჩიბათის~ მიერ დამზადებული პროდუქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ.გვერდზე გამოქვეყნდა. გამოფენას ესწრებოდა ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორი გელა ზოიძე, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მართლაც მაღალ დონეზე იყო ყველაფერი ორგანიზებული. მწარმოებლებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი პროდუქცია უცხოელი დამთვალიერებლებისთვისაც ეჩვენებინათ და ასევე მათ საშუალება ჰქონდათ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მეწარმეებთან, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს. საერთოდ ჩვენი სამსახური აქტიურადაა ჩართული ასეთი ტიპის გამოფენებში და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში. ჩვენ მუდამ მზად ვართ აქაურ პროდუქციას გავუწიოთ რეკლამირება და ამით გარკვეული ინვესტიციები შემოვიტანოთ ლანჩხუთში. კოოპერატივ ჩიბათის~ და ჩვენი სამსახურის წამომადგენლებს საუბარი ჰქონდათ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, რომელმაც ჩვენთან წარმოებული პროდუქცია დააგემოვნა და მოეწონა. ბევრი ქვეყანა მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში, რაც ძალიან კარგია. 50–მდე ყველაზე წარმატებული კოოპერატივია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის ჩიბათი~, რომელიც უკვე ტრადიციულად იღებს მონაწილეობას მსგავსი ტიპის გამოფენებში. ჩვენ გვქონდა საუბარი რამდენიმე ჯგუფთან. დაინტერესდნენ ჩიბათის ჩაით. გამოითქვა მისი შეძენის სურვილი. ასევე ვესაუბრეთ ტურისტული კომპანიების წარმომადგენებს, რომლებიც არიან უკრაინიდან. მათ გვითხრეს, რომ ჩამოსული ტურისტები ჩაის ადგილზე დააგემოვნებენ და მის მომზადებას დაესწრებიან. ეს ჩვენი მხარის ტურისტული პოტენციალის გაზრდასთან ერთად დამატებითი შემოსავლების გაჩენას შეუწყობს ხელს. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ წარმატებული გამოფენა გამოვიდა. გასულ წელსაც შედგა მსგავსი ტიპის გამოფენა, მაგრამ წელს მეტი საკითხებია დახვეწილი, მეტი მრავალფეროვნებაა.~ _ გვითხრა გელა ზოიძემ.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0