რომ ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა, რაც ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან~. მოსახლეობის ნაწილის კმაყოფილება მოჰყვა აღნიშნულ ინიციატივას. ნაწილმა განაცხადა, რომ ამით კიდევ გაიზრდება უმუშევართა რიცხვი: მართალია, ჩვენს ქვეყანაში ხალხი ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო ამ ონლაინ–სესხებმა, მაგრამ არავინ არავის აძალებს. არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ფული და მიმართავენ ამ ორგანიზაციებს. მათი მსესხებლების რიცხვი იმიტომ არის დიდი, რომ ხალხს სჭირდება ფული, რათა მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა. როცა ეს სერვისი აიკრძალება, მაშინ იქ დასაქმებული ადამიანები უმუშევრები დარჩებიან და იმ მრავალრიცხოვან ადამიანებს შეუერთდებიან, რომლებიც სამსახურის მაძიებელთა რიგებში დგანან~. პრემიერის განცხადებიდან მეორე დღესვე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ონლაინ–სესხებზე მომუშავე კომპანიებმა: საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:“ასოციაცია ეხმაურება საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის 29 ნოემბრის ინიციატივას ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირების შესახებ და ამასთან დაკავშირებით ონლაინ სესხების გამცემი მსხვილი კომპანიების სახელით აცხადებს, რომ: 1. ჩვენთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დარგის დარეგულირების შესახებ; 2. მთავრობას მივმართავთ თხოვნით – საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაგვიწიოს შუამდგომლობა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დროში დაჩქარების მიზნით; 3. ბაზრის ჯანსაღი მოთამაშეების ინტერესებში შედის, რომ ისინი ბაზარზე წარმოდგენილნი იყვნენ ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ და მომხმარებელს საფინანსო პროდუქტებს აწვდიდნენ შესაბამისი სტანდარტით; 4. მიგვაჩნია, რომ მთვარობის ინიციატივა ონლაინ სესხების ბაზრის შემდგომი განვითარების და სტრუქტურული ინვესტიციების განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს; 5. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირება არამარტო მომხმარებლის ინტერესებში შედის, არამედ თავად ამ ბიზნესის წარმომადგენლების – ეს ხელს შეუწყობს მათი რეპუტაციის და ნდობის ხარისხის გაზრდას.” _ განცხადებას ხელს აწერენ ასოციაციის წევრები: vivus.ge; netcredit.ge; ccloan.ge; crediton.ge; moneyman.ge; emmascredit.ge; masesxe.ge; minicredit.ge; mozo.ge; mon.ge; პრემიერის განცხადების შემდომ კომენტარი ფინასთა მინისტრმა გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ არაფრის აკრძალვა არ არის დაგეგმილი: განვმარტავ, რომ არავინ აპირებს აკრძალოს სესხის შეთავაზება ინტერნეტში. ჩვენ ონლაინ სესხები დავარქვით ისეთ ბიზნესმოდელს, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 200-დან 1000%-მდე. საბოლოო ჯამში გუნდში ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ბიზნესმოდელი ქვეყანაში არ ქმნის იმდენ დამატებით ღირებულებას, რამდენიც მოაქვს უარყოფითი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელთა უფლებების დაცვაც არის სახელმწიფოს ვალდებულება. სწორედაც რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ვიხელმძღვანელებთ და დიდი ალბათობით მოხდება ამ მიმართულებით პაკეტის შეთავაზება. ანუ საუბარია, რომ ბიზნესმოდელში უნდა არსებობდეს გონივრული ზღვარი, რომელიც უნდა იყოს დადგენილი". ლეიბორისტული პარტიის გენერალური საბჭოს წევრი, ტარიელ კალანდარიშვილი ჰო და არასთან~ საუბარში ამბობს, რომ ის და მისი პარტია დიდი ხანია აღნიშნული საკითხის მოგვარებას ითხოვს: `ონლაინ სესხებისა და მათი გამცემი ორგანიზაციების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება საქვეყნოდ ცნობილია. ხელისუფლების განცხადებას ონლაინ სესხების აკრძალვასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა მივესალმებით და ამაში ჩვენს წვლილსაც ვხედავთ თუ მათი ეს განცხადება არ არის მიმართული იმისკენ, რომ ქვეყანაში საზოგადოების უკმაყოფილებით გამოწვეული ზრდადი პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა შეაჩერონ, მოსახლეობის ყურადღება სხვადასხვა თემებზე გადაიტანონ ან შეიძლება ონლაინ სესხების გამცემ მაფიასთან (მათ სხვა სახელს ვერ ვუწოდებ) - ახალი გარიგების დადება სურთ, ამას მომავალი გვიჩვენებს. ისე, ნორმალურ ქვეყანაში სესხის გამცემი ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა ემსახურებოდეს: წარმოების ამუშავებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, მოსახლეობის დახმარებას, რათა მათ ახალი უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინონ, გამოჯანმრთელდნენ, ისწავლონ, იმოგზაურონ, ოჯახები შექმნან, გამრავლდნენ და ა. შ. ჩვენთან კი ჯერჯერობით ყველაფერი უკუღმაა და მანამ, სანამ ქვეყანას გამდიდრების სურვილის ზედა ზღვარის არ მქონე, საყდრისის ამფეთქებელი ოლიგარქი მართავს-ბევრი ვერაფერი გვეშველება. ამიტომ მოსახლეობა კარგად უნდა დაფიქრდეს კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, რადგან რა სიკეთეს უნდა ველოდოთ იმ მთავრობისაგან, რომელიც წარმოების ამუშავების ნაცვლად ბიუჯეტის შევსებას საწვავზე აქციზის განაკვეთის მომატებით ფიქრობს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ფასების მატებას ენერგომატარებლებსა და შესაბამისად პირველადი მოთხოვნილების საქონელზე. სიგარეტზეც აქციზს უმატებს და თავს გვამადლის - თქვენს ჯანმრთელობაზე ასე ვზრუნავთო და არაფერს ამბობს საბაჟო კოდექსის ცვლილებაზე იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებით, რომელმაც წალეკა ქართული ბაზარი. კარგად დავფიქრდეთ მეგობრებო! ~
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0