ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა გვჭირს, რატომ გვჭირს, რა გვეშველება

რა გვჭირს, რატომ გვჭირს, რა გვეშველება
12-10-2016, 00:00

ჩვენი ისტორიული ხვედრიც ყოველთვის ყოფნა-არყოფნაზე იყო, მაგრამ ამ ისტორულ ორომტრიალშიც ვახერხებდით თავის გადარჩენას და ჩვენი მისიის შესრულებას. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ძალზე გაგვირთულდა და გაგვიგრძელდა სრულყოფილი და დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესი. საბჭოთა კავშირის დანგრევა რომ დიდი კატასტროფა აღმოჩნდა, არა მარტო ჩვენთვის, ეს ისტორიამაც დაადასტურა. ამ პროცესების შედეგია განვითარებული ის მოვლენები, რომლებმაც ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა. არადა, ჩვენი ქვეყანა ასე თუ ისე სასათბურე პირობებში იყო, ყველა უცხოელი სტუმარი ჩვენთან ჩამოჰყავდათ, ეცნობოდნენ ჩვენი ქვეყნის სილამაზეს, მის კულტურას, ტრადიციას და აღფრთოვანებული იყვნენ, თუმცა დღესაც უამრავი სტუმარი ჩამოდის, მაგრამ აღფრთოვანების რა მოგახსენოთ მარტო ჭამა-სმითა და დაპირებებით კმაყოფილდებიან. თითქმის ყველაფერი დავანგრიეთ სამწუხაროდ, მათ შორის ეროვნული ფასეულობები _ ზნეობა, სულიერება, თვითმყოფადობა და ყოველივე ეს ხდება იმ ფონზე, როცა მსოფლიოში მიმდინარეობს მეტად შემაშფოთებელი კატაკლიზმები და რომლის მიზეზიც ადამიანებია და ეს ხდება არა მარტო მათი შრომითი და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობით, არამედ მათი გრძნობათა ერთობლიობითაც. სწორედ ადამიანის და პლანეტის ქვეცნობიერება ქმნის ერთგვარ არხს, რომელიც დედამიწას აძლევს საშუალებას რეაგირება მოახდინოს მის ზედაპირზე მცხოვრებ ადამიანებზე. ამ დროს ადამიანთა ემოციური ველი მაქსიმალურად დაძაბულია. ადამიანის მასების გრძნობები და სურვილები არის ტალღა, რომელიც ზემოქმედებს არა მხოლოდ უშუალოდ მასზე, არამედ გარემოზე _ ჩვენს პლანეტაზე ისინი ორი სახისაა: დამანგრეველი და აღმშენებითი. თუკი ხალხის მასების ქვეცნობიერება მიმართულია სიკეთისაკენ, აღმშენებლობისკენ, მაშინ ხალხის ეს გენერირებული ენერგია დედამიწაზე ახდენს სტაბილურ, კეთილგანწყობილ, დადებით გავლენას, ხოლო სხვანაირად მოქმედებს ჩვენს პლანეტაზე დამანგრეველი გრძნობები და სურვილები, ამის შედეგია ატმოსფეროს ციებ-ცხელება, ციკლონები, მიწისძვრები, ვულკანების ამოფრქვევა, წყალდიდობები და სხვა. კაცობრიობისათვის კიდევ უფრო სახიფათოა, როცა სახელმწიფოს სათავეში მოდიან ადამიანები, რომელთაც მიზანია გაანადგურონ დადებითი მუხტი არა მხოლოდ ცნობიერებაში, არამედ ქვეცნობიერებაში. ამ დროს მთელი ერის სულში იბუდებს სიძულვილი და ყოველგვარი პრობლემის გადაჭრა ომის მეშვეობით ხდება, რომლის შედეგები სწრაფად აისახება პლანეტაზე, მის კლიმატზე, ირღვევა პლანეტის ჰარმონიული განვითარება. სამწუხაროდ, მსოფლიოში მიმდინარეობს ბრძოლა მისი ხელახალი გადანაწილებისათვის. ქვეყნის სათავეში მოექცნენ ინტელექტუალურად დაბალი და სახელმწიფოებრივად მოუმზადებელი პიროვნებები ამის შედეგია გაჩაღებული სისხლისმღვრელი ომები, უამრავი ლტოლვილი. მიმდინარეობს ნაციონალური და რელიგიური კონფლიქტები, რომელიც მოიცავს ადამიანთა უზარმაზარ მასებს. რადგანაც საზოგადოების სოციალური კატაკლიზმების კავშირი სტიქიურ უბედურებასთან ადამიანთა ემოციების აფეთქებაა, ამიტომაც აუცილებელია შეიცვალოს ადამიანთა აზროვნება და `გაიწმინდოს~ მისი ფსიქოემოციური და ენერგეტიკული ველი. ასევე დაბინძურებულია საინფორმაციო ველი, რომელსაც ავრცელებენ საინფორმაციო საშუალებები, განსაკუთრებით კი ტელევიზია საშინელებათა, სადისტური და პორნოგრაფიული ფილმები, რომლებიც ადამიანში აღვივებს ქვენა გრძნობებს და აღძრავს დამანგერეველ სურვილებს, რომ იტყვიან საინფორმაციო მახეში ვართ გაბმული. თუ ყველა ამ პრობლემებს განვიხილავთ ჩვენი ქვეყნის მიმართებაში, იგი ნათლად მიესადაგება ჩვენთან შექმნილ მდგომარეობას. სწორედ სააკაშვილის პერიოდში განადგურდა ყველა დარგი და ღირებულებანი, მათთვის მხოლოდ კაცთმოძულე უზნეობის იდეოლოგია არსებობდა. მათი სისასტიკე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა და ხალხში დაგროვილმა ამ დიდმა სიძულვილმა ჯერ 2007 წლის ნოემბერში, შემდეგ კი 2011 წლის 26 მაისს ამოხეთქა და სწორედ სააკაშვილმა ომის მეშვეობით მოინდომა მისი გადაფარვა და ნაწილობრივ კიდევაც მიაღწია მიზანს, მიტაცებული სკამი შეინარჩუნა. ამ სისტემის მიმართ ხალხის სიძულვილმა კიდევ უფრო დიდად იმძლავრა და ხალხის ძალამ და ნებამ მათ საკადრისი მიუზღა, `ნაციონალი~ ბანდა განდევნილ იქნა ხელისუფლებიდან. სამწუხაროდ, მხოლოდ მაღალი ეშალონებიდან და არ მოხდა მათი მთლიანად ლიკვიდაცია, ხომ ყველა ეს სისაზიზღრე მათი ხელით კეთდებოდა. ამაზრზენია მათი მოქმედებანი, საიდან ამდენი შური და ბოროტება, როგორ და რანაირად უნდა მოიცილონ ეს სირცხვილი, ალბათ წლებია საჭირო მის მოსაშუშებლად. როდის დაიწყო მათი სულიერი და ზნეობრივი გახრწნა, რას ეტყვიან თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს. ამ მძიმე ტვირთის ტარება მათ მოდგმას მთელი ცხოვრების მანძილზე მოუწევს, რადგანაც მათი ნეგატიური ენერგია მათზე გადადის და საფრთხეში აგდებს მათ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ამიტომაც ქართველ ხალხს მეტი დაფიქრება გვმართებს ჩვენს მომავალზე, სამშობლოს ბედ-იღბალზე. ჩვენი მოძღვარის ლოცვა-კურთხევაც სწორედ აქეთკენაა მიმართული, რომ ერი გაიწმინდოს ამ შურისა და სიძულვილისაგან. კარგად აქვს ამის შესახებ ნათქვამი ნოდარ დუმბაძეს `მარადისობის კანონში~: `დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დაიშრიტა წყარო სიყვარულის, სიცოცხლე დედამიწაზე სიყვარულითაა აღმოცენებული. ადამიანებო, შეიყვარეთ ერთმანეთი~. სამწუხაროდ, როგორც ურთიერთსიყვარული, ისე სამშობლოს სიყვარული თანდათან სცილდება ერთმანეთს, იგი ძლიერია მაშინ, როცა ერთად მოქმედებენ. არადა, ქრისტეს სიყვარულს შეწირული ერი ვართ, რომელიც ქართული ფსიქიკის საფუძველთა საფუძველია. სამწუხაროდ, ასეთი გადატანილი და ჩამოყალიბებული ფსიქიკის შედეგაც ვერ შევძელით წარსულში დაშვებული შეცდომების სწავლა და გაანალიზება, მუდამ ძიებაში ვართ, თითქოს ვაშენებთ, ვქმნით ქვეყანას, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ჩვენთან მართვის დემოკრატიული სისტემის შექმნის წინაპირობა არ არსებობდა, არც ძლიერი და პატიოსანი ლიდერი არ დაგვირჩა და ამ დღეში ჩავვარდით. აქსიომაა, რომ ქვეყანამ ჯერ განათლების და ეკონომიკური განვითარების უმაღლეს დონეს უნდა მიაღწიოს, საშუალო ფენა უნდა ჩამოყალიბდეს, კაცი სიცოცხლის გადარჩენისთვის კი არ უნდა ფიქრობდეს და მერე უნდა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა და ისინი თავადვე გამოიმუშავებენ მათთავე კულტურის და ტრადიციის შესატყვის მმართველობის ფორმას. როცა ჩვენი ქვეყანა უძველესი კულტურის ქვეყანაა, სწრაფი ცვალებადობის მოლოდინი არაგონივრული და მიზანშეუწონელია. არ გვჭირდება ჩვენ ე.წ. ეს `შოკური თერაპია~ _ დემოკრატიის უცებ დანერგვა, ხალხს თანდათანობით უნდა გაუჩნდეს სურვილი ხარისხიანი ცხოვრების და მაღალი დონის თავისუფლებისა. ღმერთმა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა მოგვცა, მაგრამ ვერ ვიყენებთ, ჯერ კიდევ სამშობლოში სამშობლოს ვეძებთ. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობით მეზობელ ქვეყნებთან სიძნელეებს ნუ შევიქმნით. შეიძლება ითქვას მუსლიმური ქვეყნებით გარშემორტყმული ვართ, როგორც ოკეანეში კუნძული მეტად რთულ და საჭირო ადგილზე ვცხოვრობთ, ესეც ჩვენი ბედ-იღბალია, რომლის სწორი გამოყენებით შეიძლება აყვავებულ ქვეყანად ვიქცეთ. ჩვენს ირგვლივ იმდენი ქვეყანაა იმპერიული ამბიციებით, რომ ძნელია მათგან თავის დახსნა, ამიტომ დიდი ჭკუა და დაფიქრება გვმართებს მათთან მიმართებაში. ჩვენ პატარა ერი ვართ, მეტი სიყვარული გვმართებს ერთმანეთის, ქვეყნის, მათი წარსულის და მომავლის მიმართ. ვინაიდან ჩვენი სიმცირე ხშირად სათუოს ხდის ჩვენს ყოფნა-არყოფნას, სულ გადარჩენაზე ვფიქრობთ, არ გვქავს ფუფუნების უფლება. დიდ ერებს კი ამის საშიშროება არ აქვს. როგორც ნოდარ დუმბაძე ამბობდა: `საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურს ჰგავს ოქროს უნაგირით შეკაზმულს, თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე, გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს~. ღმერთსა ვთხოვ ასე ყოფილიყოს და რომ გავცე პასუხი იმ ბანალურ შეკითხვას, რომელიც ყველა ქართველს აწუხებს - გვეშველება რამე? სანამ არ მოვიპოვებთ თავისუფლებას, სრულ დამოუკიდებლობას, არ მოვაგვარებთ ჩვენს ქვეყანას, არ მოვაწესრიგებთ ურთიერთობას მეზობელ ქვეყნებთან, არ მოვინანიებთ იმ ჩადენილ ცოდვებს, არ შევცვლით ჩვენს ცნობიერებას, ორიენტაციას და მენტალიტეტს და არ გავითავისებთ ქართულ გამონათქვამს: `რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია~, მანამდე აფერი არ გვეშველება ძამა! პატივისცემით, ჯონი ცინცაძე ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები