თბილისში სასტუმრო „მილენიუმ ბილტმორში“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა 200 მეწარმე საქართველოს რეგიონებიდან. გურიიდან სამივე მუნიციპალიტეტის: ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის ბიზნეს-სექტორში დასაქმებული მეწარმეები ესწრებოდნენ. გურიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორი გელა ზოიძე. შეხვედრა ბიზნესის პრობლემების მთავრობისთვის გაცნობას ემსახურებოდა, სწორედ ამიტომ ბიზნეს-ფორუმს ესწრებოდნენ პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები. ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა და აღნიშნა, რომ ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა, იმ რეგიონული შეხვედრების შემდეგ, რომლებიც გაიმართა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. სამომავლოდ პალატა რეგიონებში აპირებს კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი კიდევ უფრო გააძლიერებს მეწარმეობის მხარდაჭერას, რასაც აუცილებლად მოყვება სწრაფი ეკონომიკური განვითარება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამთავრობო უწყებების პრეზენტაციები – რეგიონებში გამართული შეხვედრების დროს გამოთქმული პრობლემატიკის შესაბამისად. ძირითადი ნაწილი დაეთმო ღია დიალოგს, რომლის ფარგლებში თითოეულ მონაწილეს საშუალება ჰქონდა საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა და მათი გადაჭრის გზების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ემსჯელა. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი „ღია დიალოგი ბიზნესთან“ 2016 წლის განმავლობაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. პრეზიდენტმა და პალატის გუნდმა რეგიონები მოიარა და ბიზნეს-სექტორს შეხვდნენ, სადაც პრობლემების მოსმენის შემდეგ მათი გადაჭრის გზებზე მუშაობდნენ. პროექტი ზუგდიდიდან დაიწყო, სადაც პალატა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლის ფონდთან (GIძ) და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად კონკრეტული პროექტებით ჩავიდა. პროექტის ფარგლებში შეხვედრებში გაიმართა გურიაში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, იმერეთში და შიდა ქართლში. სწორედ ამ რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგად გამოკვეთილი პრობლემატური საკითხების შესახებ პრეზენტაციები გამართეს სააგენტოებმა. სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტომ“ ისაუბრა თაფლისა და თხილის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების, ასევე ხარისხის კონტროლის მექანიზმის შესახებ, რაც ყველა რეგიონში აქტუალურია. სსიპ „ქონების ეროვნული სააგენტოს“ პრეზენტაცია შეეხებოდა სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციასთან და მეწარმეთა იაფი სესხებით დაინტერესებას. საქართველოს რეგიონების მეწარმეთა კითხვები ხშირად მიწის რეგისტრაციას უკავშირდება. ამ კითხვებზე და პრობლემებზე ისაუბრა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“. საგადასახადო თემატიკის კუთხით დასმულ შეკითხვებს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ხელმძღვანელმა პირებმა გასცეს პასუხი. აღსანიშნავია, რომ ზემოჩამოთვლილ საკითხებზე პრეზენტატორები ზემოხსენებულ უწყებათა ხელმძღვანელი პირები იყვნენ, მათ ამომწურავად უპასუხეს მეწარმეთა შეკითხვებს. საჯაროდ გამოსვლების პარალელურად მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისთვის უშუალოდ დაესვათ კითხვები. გურიიდან კითხვა დასვა ცენტრის დირექტორმა გელა ზოიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩაის დარგის სპეციალისტები მეჩაიე კოოპერატივთან ერთად მონაწილეობდნენ ქუთაისში გამართულ ჩაის რეგიონულ პირველ და მეორე ფორუმზე, რომელიც ევროკავშირისა და IშEთ-ის მხარდაჭერით ჩატარდა, ფორუმის შემდეგ გამოქვეყნდა კომუნიკე და გელა ზოიძე დიანტერესდა, პოვა თუ არა ასახვა კანონმდებლობაში იმ შენიშვნებმა, რაც მაშინ ფერმერებმა გამოთქვეს. ამას პასუხად მოჰყვა სახელდახელო შეხვედრა პროექტების მართვის ხელმძღვანელთან მარიანა მორგოშიასთან, სადაც გადაწყდა, რომ ქალბატონი მარიანა თავის ჯგუფთან ერთად ჩამოვა ლანჩხუთში და შეხვდება ჩაის კოოპერატივებს და დარგის სპეციალისტებს, რათა განიხილონ პროექტის მიმდინარეობის დაჩქარების საკითხები. გელა ზოიძემ გვითხრა: – სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაატარა, მანამდე პალატის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მთხოვეს, რომ გურიაში შემერჩია 15 მეწარმე-ფერმერი, სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით შეირჩა ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფორუმში, ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯები გასწია სავაჭრო-სამრეწველო პალატამ. ფორუმის დასრულების შემდეგ მათი მხრიდან საინტერესო წინადადება გაჟღერდა, რომ ჩამოყალიბდება გურიის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომლის ცენტრი იქნება ლანჩხუთში, ამჟამად მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად ზუსტდება პალატისთვის საოფისე ფართის გამოყოფის საკითხები, რომელიც მალევე გადაწყდება და მოკლე ხანში ლანჩხუთს მეწარმეების მხარდასაჭერი სერიოზული ორგანო შეემატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამომავლოდ, ჩვენი ცენტრს დაგეგმილი აქვს რამდენიმე მუშა შეხვედრა, რომელიც მიეძღვება მეწარმოების განვითარებას და იმ სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის მხარდაჭერას, რომელსაც ახორციელებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ცენტრალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან, შესაბამის სააგენტოებთან და დაინტერესებულმა პირებმა და მეწარმეებმა მოგვმართეთ, მზად ვართ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0