ნიგოითლების აქციას გამოეხმაურა მუნივიპალიტეტის ყოფილი გამგებელი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, კახა ასკურავა: "რაც კი საკრებულოში შევედი, იმ დღიდან ვსაუბრობ ნიგოითის გაზიფიცირებაზე. საკრებულოს სხდომას რა ჩაუვლია, ეს საკითხი არ მეხსენებინოს, ვერც ერთხელ ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი, სანაცვლოდ საუბარი იყო აცანა-მამათზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც ამ სოფლების გაზიფიცირება განიხილება. ყოველ შემთხვევაში, იქ სამუშაოები ამ ეტაპზეც კი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შუხუთს, იქ ჩვენი ხელისუფლების დროს იყო პროექტი გამზადებული. ატყუებენ ახლა ნიგოითის მოსახლეობას 2017 წელს დაიწყება სოფლის გაზიფიცირებაო, 2017 წლამდე მინიმუმ დაპროექტება უნდა დაიწყოს უკვე და ესეც არ კეთდება. თან, ესენი ამ დროს ხელისუფლებაში არ იქნებიან, მერე ისევ ჩვენი მისახედი იქნება ეს სოფლები. ეს არის კლასიკური მაგალითი რეგიონებში გაჩერებული ინფრასტრუქტურის"-გვითხრა კახა ასკურავამ. აქციაში მონაწილე ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას, რომელიც ბუნებრივი აირის გაყვანას ითხოვდა, გამგებლის პირველი მოადგილე, ნუგზარ ცინცაძე შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენელი ვასილ აბუსერიძე, გამგებლის თანაშემწე სოფიო ჩხაიძე და საკრებულოს წევრი თემურ ალექსაია. შეხვედრაზე გაირკვა, რომ მოსახლეობა ასევე წყლისა და შიდა მიმოსვლის გზების საკითხის მოგვარებასაც ითხოვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო–მასალა გამგეობას ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა: გამგებლის პირველმა მოადგილემ აცნობა მათ, რომ 2017 წლიდან ნიგოითში დაიწყება ბუნებრივი აირის მაგისტრალის პროექტირება. რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებს, ნუგზარ ცინცაძემ შესთავაზა მათ, რომ ჩამოსულიყვნენ გამგებელთან და პირადად ეცნობებინათ მათი პრობლემები. ცნობისათვის, ნიგოითში უკვე მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა, რისთვისაც 363 327 ლარია გამოყოფილი. სოფლის პროგრამით 2016 წლისთვის ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამოყოფილია 69 725 ლარი, მ.შ. ქვიანი - 17 377; ჩოლობარგი - 14 180; ჭყონაგორა - 13 795; ჯაპანა -მ8385; ნიგოითი - 15 988 ლარი. სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილია - 16 272 ლარი. რაც შეეხება გასულ წლებს, ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდა წყალმომარაგების სისტემა; რამდენჯერმე შეკეთდა ჯიხეთის დედათა მონასტრისკენ მისაასვლელი გზა (მთლიანობაში დაიხარჯა 7700 ლარი), ასევე ჯიხეთის მონასტერს მოუწესრიგდა წყლის სისტემა და ამ ეტაპზე მთის ფერდობიდან გაყვანილია წყალი (დაიხარჯა 2441 ლარი); სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღსადგენად დაიხარჯა 75 840 ლარი; სოფელ ქვიანში რეაბილიტირდა შიდა მიმოსვლის გზა; გაიწმინდა კვლები, მდინარეზე მოეწყო ნაპირსამაგრი (დაიხარჯა 15 279 ლარი). ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში ასევე რკინა-ბეტონით ჩამოისხა სასაფლაოსთან მისასვლელი გზა და მოეწყო სანიაღვრე არხი (13 315 ლარი). სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში როგორც წელს, ასევე მომავლშიაც გაგრძელდება. ჰო და არასთან~ საუბარში ნიგოითის თემის დეპუტატი თემურ ალექსაია ამბობს, რომ მოსახლეობის მოთხოვნა სამართლიანია: ნიგოითში ბუნებრივი აირის გაყვანა ადვილად არის შესაძლებელი. მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია. საერთოდ, ჩემი აზრით, ნიგოითიდან უნდა დაწყებულიყო ბუინებრივი არის გაყვანა. სოფელ ჭყონაგორაში არის მთავარი მაგისტრალი, რომლიდანაც დაიწყებოდა გაზიციფირება და მოიცავდა 5 სოფელს. საერთო ჯამში 2000 ოჯახს. ეს პატარა საქმე არ იყო, მაგრამ უკუღმა დაიწყეს, სხვა სოფლებში მოხდა გაზიფიცირება. ახლა საუბრობენ, აცანასა და აკეთზე. იქ რომ დაჯდება გაზის შეყვანა, იმდენი მთელს ჩვენს თემს ეყოფოდა. 60 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება მაგ პროექტით, აქ კიდევ 2000 ოჯახს ეყოფოდა.~ როგორც მაჟორიტარი ამბობს, მოსახლეობიდან გამოიყოფა 2–2 წარმომადგენელი და გამგებელთან მოხდება შეხვედრა და გადაწყვეტენ შემდგომში როგორც იმოქმედონ. მოსახლეობა გზის გადაკეტვასაც აპირებდა, მაგრამ როცა ვესაუბრე მათ და გამგეობის წარმომადგენლებიც მოვიდნენ ადგილზე გადაიფიქრეს. ჩვენს თემში 5 სოფელია, თითოეული მათგანიდან 2–2 წარმომადგენელი გამოიყოფა და ჩამოვწერთ გეგმას. ეს საკითხი ადგილზე არ გადაწყდება~, _ დასძინა ჩვენთან საუბარში თემურ ალექსაიამ და კახა კალაძესთან შეხვედრის დეტალებიც გაგვიმხილა: ჩვენი თემის პრობლემის შესახებ საქმის კურსშია ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. ჩვენი მოთხოვნა მას პირადად გადავეცი წერილობით და დიდი იმედი გაქვს, რომ დაგვეხმარება~
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0