კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორის გელა ზოიძის თმით, - საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები რეგიონებში შეხვედრებს ინტენსიურად ატარებენ. ამჯერად გურიის ჯერი დადგა და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ სხვადასხვა საკითხზე ესაუბრონ სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ნინო ჩიქოვანს. `ეს შეხვედრა ქალაქ ოზურგეთში 11 ივლისს, 14 საათზე გაიმართება. მასზე ძირითადად მიპატიჟებულნი არიან მეწარმეები და კოოპერატივების წარმომადგენლები. ეს გახლავთ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება და ბევრი საინტერესო თემა იქნება განხილული. დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ ჩვენს სამსახურს მომართონ~ _ გვითხრა გელა ზოიძემ.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0