(ხელმძღვანელი ლია დოიჯაშვილი) სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ქალაქის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა საინტერესო სანახაობით გაგვაკვირვეს და შემოგვთავაზეს ახალი და ორიგინალური ნომრები. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სპაიდერმენები,მარაოთი მოცეკვავე გოგონები,შეასრულეს ქართული ცეკვა ზეკარი, გააცოცხლეს ზღაპრის გმირები. ღონისძიებაში მონაწილეობას მშობლებიც იღებდნენ, დასასრულს კი ბაგა-ბაღის ხელმძღვანელმა პატარებს და მათ მშობლებს მადლობა გადაუხადა და მიულოცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა.ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლამდელი ცენტრის თანამშრომლები. ღონისძიების ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვით უფროს აღმზრდელს, ირმა ნაკაიძეს, აღმზრდელებს: მარინა კვიტაიშვილს, ლამარა ორაგველიძეს,მუსიკის მასწავლებელს, ნინო ჭელიძეს.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0