ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

21 ივნისიდან საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები იწყება

21 ივნისიდან საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები იწყება
18-06-2016, 00:00

როგორც ცნობილია, ზეგიდან ანუ 21 ივნისიდან ბაღებში სასწავლო პროცესი სრულდება, თუმცა ბაღის პერსონალი მუშაობას გააგრძელებს და თვის ბოლომდე ივლიან ბაღებში. `ჰო და არასთან~ საუბარში ბაღების ცენტრის ხელმძღვანელი დავით წულაძე ამბობს, რომ წლევანდელი გამოსაშვები საღამოებით კმაყოფილია: `თითქმის ყველა ბაღში შედგა ეს საღამო. სკოლისკენ გავაცილეთ ძალიან ბევრი ბავშვი. მინდა მათ ყოველივე საუკეთესო ვუსურვო, კარგი სწავლა, ბედნიერ საქართველოში ცხოვრება. კმაყოფილი ვარ გამოშვებებით. ყველა მათგანს დავესწარი და უნდა აღვნიშნო პედაგოგების კარგი მუშაობა. რამდენიმე მათგანი დავაჯილდოვეთ კიდეც.~ როგორც წულაძემ გვითხრა, _ `21-ში კი წყდება სწავლა, მაგრამ საზაფხულო არდადეგები პედაგოგებისთვის და ბაღის სხვა პერსონალისთვის 30 ივნისიდან დაიწყება. ისინი ამ დღეების განმავლობაში ივლიან ბაღში, მოხდება შენობების დასუფთავება-დალაგება და შემდეგ გავლენ შვებულებაში. ერთადერთი ბაღი, რომელშიც სასწავლო პროცესი ერთი დღით ადრე შეწყდა შუხუთია. აქ უკვე დაიწყო, პრაქტიკულად ახალი ბაღის მშენებლობა, რომელიც იქნება თანამედროვედ აღჭურვილი და უმაღლესი დონის. ჩვენი პედაგოგები დაისვენებენ ზაფხულში, მაგრამ ჩვენი ცენტრი არ წყვეტს მუშაობას. გვაქვს ბევრი საქმე გასაკეთებელი. ბევრი ბაღი შეხვდება ახალ სასწავლო წელს განახლებული. ახლაც, როცა თქვენ გესაუბრებით, მაჩხვარეთის ბაღში ვარ. მიუხედავად შაბათი დღისა, მაინც ვმუშაობთ. ეს ბაღი გამოსაშვები საღმოსთვის ემზადება, კარგი იქნება თუ მოხვალთ და ნახავთ, აქაურ აღსაზრდელთა დამშვიდობებას პირველ მასწავლებელთან~. ბაღების ცენტრი დირექტორის თქმით, _ `ახალი სასწავლო წლიდან ხელფასების მატების საკითხიც განიხილება და ამ თემასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელთანაც ჰქონდა საუბარი.~ „მინდა განსაკუთრებით პატარებს მივულოცო სწავლების პირველი ეტაპის დასრულება. ისინი უკვე სკოლისთვის ემზადებიან. წარმატებები მინდა ვუსურვო მათ. სასწავლო წლის დასრულებას ვულოცავ პედაგოგებს და მინდა აღვნიშნო, რომ მომავალი 2016-2017 სასწავლო წლიდან ბევრ სიახლეს ვგეგმავ, 200 000 ლარით მოიმატებს სააღმზრდელო ცენტრის ბიუჯეტი. ეს თანხა კი ძირითადად ხელფასების მომატებას მოხმარდება.“ _ მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის ამ განცხადებას გამგეობის `ფეისბუქის~ გვერდი ავრცელებს.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები