ბოლო აკორდი იყო 14 და 16 წლამდე ასაკის გოგონათა რაიონული პირველობები. 14 წლამდე ჩემპიონატში გაიმარჯვა და წელს უკვე მესამედ გახდა რაიონის ჩემპიონი ცხრა წლის მარიამ ჩხაიძე. მან მოიგო 10 წლიანთა ტურნირი, შემდეგ 12 წლიანთა და ახლა ხუთი წლით უფროს გოგონებთან ჭიდილში კვლავ ჩემპიონობა მოიპოვა. მეორე ადგილზე თეა იმნაძე გავიდა, ხოლო მესამეზე ნინო ჯარმელიშვილი. 16 წლიანთა გათამაშების ფინალში ერთმანეთს ორი იმნაძე _ ლიკა და თეა შეხვდნენ. დაძაბული და საინტერესო პარტია ლიკას გამარჯვებით დამთავრდა. მესამე ადგილი მარიამ ჩხაიძემ დაიკავა, მეოთხე ადგილზე კი მარიკა დარჩია გავიდა. ახლა გაგაცნობთ წლის გათამაშებათა ჩემპიონებს: 8 წლამდე ასაკი - ბიჭები: ლაშა ჩხაიძე (მწვრთნელი ტარიელ ხუხუნაიშვილი), გოგონები: მარიამ სარიშვილი (მწვრთნელი ნუგზარ გვარჯალაძე); 10 წლამდე ასაკი - ბიჭები: ლუკა ჩხაიძე, გოგონები: მარიამ ჩხაიძე; 12 წლამდე ასაკი - ბიჭები: გიორგი ფირცხალაიშვილი, გოგონები: მარიამ ჩხაიძე; 14 წლამდე ასაკი - გოგონები: მარიამ ჩხაიძე; 16 წლამდე ასაკი - გოგონები: ლიკა იმნაძე (მწვრთნელი ადამ ხუხუნაიშვილი).
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0