ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა რეკომენდაციებს იძლევიან ბაღებში ჯანდაცვის სამსახურის სპეციალისტები და რატომ შეწყდა სწავლება მაჩხვარეთის ბაგა–ბაღში

რა რეკომენდაციებს იძლევიან ბაღებში ჯანდაცვის სამსახურის სპეციალისტები და რატომ შეწყდა სწავლება მაჩხვარეთის ბაგა–ბაღში
31-05-2016, 00:00

მაჩხვარეთის ბაგა–ბაღში მწვავე ინფექციური დაავადება ჩუყვავილას გამო 15 დღით 2016 წლის 30 მაისიდან 2016 წლის 13 ივნისამდე შეჩერებულია სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი, _ აღნიშნული ინფორმაცია ბაღების ცენტრის ფეისბუქის გვერდმა გაავრცელა. ცენტრის ინფორმაციით, მაჩხვარეთის ბაღში პრევენციის მიზნით შპს სადეზინფექციო ცენტრის ჰიგია პლიუსის~ მიერ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მაჩხვარეთის ბაღში სასწავლო პროცესის შეჩერებამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმე გვქონდა ეპიდემიასთან. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინწინ ბაღების ცენტრში თათბირი გაიმართა, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი ვლადიმერ ჩხაიძე,მუნიციპალიტეტის მთავარი ეპიდემიოლოგი ნატო მენაღარიშვილი, ბაღების ხელმძღვანელები, ექთნები, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სკოლამდელი საგანმანათლებლო–სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელის, დავით წულაძის თქმით, – მათ მიერ ბაღებს გარკვეული რეკომენდაციები მიეცათ. როცა ჩუტყვავილას შემთხვევა დაფიქსირდა ბაღში, ჩვენ პრევენციის მიზნით ერთი დღის შევაჩერეთ სწავლება. ხოლო ჯგუფში, სადაც უშუალოდ შემთხვევა დაფიქსირდა, 10 დღის მოვხსენით სწავლება. მოვახდინეთ სადეზინფიკაცო სამუშაოები. ამის შემდეგ დაფიქსირდა დაავადების მატება და ამიტომ 13 ივნისამდე შევაჩერეთ სწავლება მთლიანად ბაღში. ყველაფერი გავიარეთ ჯანდაცვის სამსახურთან და მათი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ. ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ ზედმეტი გართულებისგან თავი დაგვეზღვია. რაც შეეხება სხვა ბაღებს, იქ სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა, რადგან ამის აუცილებლობა არ იყო. დღეს მოვიწვიეთ ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები და ისინი დეტალურად აგვიხსნიათ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ინფექციის თავიდან ასაცილებლად ან გავრცელებისგან თავის დაცვის მიზნით.~ ჯანდაცვის ცენტრის უფროსის ვლადიმერ ჩხაიძის თმით, _ არანაირი ეპიდემიურ საფრთხე არ არის მოსალოდნელი. ერთეული შემთხვევები შეიძლება ოჯახშიც დაფიქსირდეს, არათუ ბაღში. ამისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ სიტუაციის ისე დახატვა, თითქოს რაიმე გვემუქრება ეპიდემიის კუთხით არასწორია. ჩუტყვავილა მართალია ინფექციური დაავადებაა, მაგრამ ის არ განეკუთვნება ისეთ დაავადებათა ჯგუფს, რომელიც განსაკუთრებით საშიშია. ასე რომ, ჩვენი რეკომენდაცია იქნება ბაღების მიმართ, რომ პირველივე სიმპტომებისთანავე, ბავშვის მშობელს აცნობონ. არის ხოლმე შემთხვევა, როცა მშობელს ბაღში სიცხიანი ბავშვი მიყავს, რადგან დამტოვებელი არ ყავს. ასეთი ბავშვი ბაღში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ. მშობელს უკან უნდა გავატანოთ. ამით ზემდეტ გართულებებს ავიცილებთ. ეპიდემიოლოგ ნატო მენაღარიშვილის თქმით, ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ტემპერატურის ზომიერი მომატებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე თანამიმდევრული, ტიპური ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით. ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით. ამიტომ ბაღებში მისი სწრაფი გავრცელება შესაძლებელია. როგორც წესი, ჩუტყვავილას ახასიათებს სეზონურობა, უფრო ხშირია იგი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. გადატანილი დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს - განმეორებით დაავადება პრაქტიკულად არ ხდება. როგორც სპეცილისტებმა განმარტეს, _ მკურნალობის სპეციფიკური საშუალებები არ არსებობს, ტარდება ზოგადი სიმპტომური თერაპია. აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა. ბაღების შემთხვევაში უნდა მოხდეს ოთახების დალაგება სველი წესით და შემდეგ მათი განიავება. სათამაშოების გაწმენდა, გასუფთავება. კარგი იქნება თუ ბავშვებს არ ექნებათ კონტაქტი ნაჭრის სათამაშოებთან, რადგან მისი გაწმენდა არ ხდება მთლიანად და გარკვეულ რისკს შეიცავს.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები