ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ეთნო რძლები და ჩვენი სოფელი"

,,ეთნო რძლები და ჩვენი სოფელი"
23-05-2016, 00:00

ლადო აფხაზავას თქმით, პროექტმა მოსწავლეებს ლამაზი დღე აჩუქა, გამოცდილება შესძინა და ურთიერთანამშრომლობისთვის საჭირო უნარ- ჩვევები გამოუმუშავა. პროექტის ,,ეთნო რძლები და ჩვენი სოფელი" მიზანი იყო, თემში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლის საზოგადოებაში ინტეგრაცია და მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა ირგვლივ. პროექტი ,,კავკასიური სახლის" მიერ დაფინანსდა. პროექტზე პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ერთობლივი ძალებით იმუშავეს. როგორც აღმოჩნდა სოფელში ხუთი განსხვავებული ეთნოსის წარმომადგენელი რძლები გვყავს. რომლებთანაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვმუშაობდით~, _ ამბობს ლადო. და იქვე იმასაც ამხელს თუ რა პრობლემებს წააწყდენენ პროექტის მიმდინარეობისას: თავდაპირველად ისინი მალავდნენ ვინაობას, უარყოფდნენ თავიანთ ეთნოსს, უარს ამბობდნენ ინტერვიუზე, კონტაქტზე, თუმცა ბავშვების თავდაუზოგავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. მოძიებული ინფორმაციით, ინტერვიუებით, ფოტოსურათებით ივსებოდა საქაღალდეები. ვაწყობდით შეხვედრებს. ვსაუბრობდით მათ ტრადიციებზე, ადათებზე, ხელოვნებასა და კულტურაზე. მოსწავლეები მეტი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩადიოდნენ ეთნოსის სიღრმეებში~. პროექტში ჩართული იყო 90 მოსწავლე, 16 მასწავლებელი, 19 ეთნო რძალი, 20 მშობელი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალი წევრებიც იყვენენ პროექტში ჩართულები, რომლებმაც ეთნო რძლები თაიგულებით დაასაჩუქრეს. ღონისძიებას ესწრებოდა ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ჩიტაძე, რესურსცენტრის თანამშრომლები,ლანჩხუთის განათლების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ქალბატონი ლელა ქურიძე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ლადო აფხაზავა ჩიბათის საჯარო სკოლის სახელით მადლობას უხდის პროექტში ჩართულ თითოეულ პიროვნებას: მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელსა და ჩვენი სოფლის რძლებს.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები