ქალაქ ლანჩხუთში სტალინის ბიუსტი და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირთა მემორიალი ვეტერნებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის რეგიონული განყოფილების წარმომადგენელმა, შოთა ფირცხალაიშვილმა და მოქალაქეებმა გვირგვინებით შეამკეს. ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.წელს ვეტერანებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან საჩუქრად 200-200 ლარი მიიღეს. საჩუქარი ვეტერანებმა პრემიერ მინისტრ- გიორგი კვირიკაშვილისგანაც მიიღეს, მათ პირად ანგარიშზე 600 ლარი დაერიცხათ. ფაშიზმზე გამარჯვების დღე საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ხელაძემ, საკრებულოს დეპუტატმა, ია ჩხაიძემ და გამგეობის ჩიბათში მცხოვრებ 93 წლის მარგალიტა მარგალიტაძეს მიულოცეს. ლანჩხუთში სულ 15 ვეტერანი ცხოვრობს. ერთ-ერთი ვეტერანი ქალბატონი, ნადია ცინცაძე-შევარდნაძე დრეს გარდაიცვალა. ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად ლანჩხუთის კულტურის სახლში ღონისძიება გაიმართა. დღე ვახშმით დასრულდა.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0