ადგილზე მისულებს ასეთი სიტუაცია დაგხვდა. ორაგვისღელის მიმდებარედ ნაგავია დაყრილი, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია: უნიტაზი, პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ბოთლები, სხვადასხვა მშენებლობების ნარჩენები. იქ, სადაც წლების წინ ე.წ. ბამბუკის ცეხი იყო დღეს ნაგავსაყრელად ქცეულა. `ასეთ დღეში ვართ წლებია. გასულ წელს ჩვენი მეზობელი ლევან ჩხაიძე დაგვეხმარა. მისი ტრაქტორით მოვიდა და აქაურობა გაასწორა. სპეციალური ტრაფარეტიც გავაკეთეთ და ზედ წავაწერეთ: ნაგვის დამყრელი 50 ლარით დაჯარიმდება. რათ გინდა, მეორე დღეს დაიწყეს ნაგავის დაყრა. ის ტრაფარეტი ეტყობა ნაგვის ქვეშ არის მოყოლილი. აქ რას არ ნახავთ. მარტო მკვდარი ძაღლების ნამარხი დავიღალეთ. დღესაც იყო მოსული ვიღაცა და გამოვეკიდეთ. გამგეობაში დავრეკეთ და გვითხრეს, რომ ოფიციალური წერილითYუნდა მოგვმართოო. ერთი საათის წინ მოვიდნენ და გვითხრეს, ავირებთ ამ ნაგავსო, არ გავატანე, კორესპოდენტი მყავს გამოძახებული და მას უნდა გადავაღებინო აქაურობა-თქო. ზამთარში კიდომ არა უშავს, მარა ზაფხულში აქანე ჩვენი ბაღნები დარბიან მდინარეში, ამ ნაგავის შემხედვარე ათასი უბედურება გაჩნდა, გვეშინია. საქონელიც დადის აქ და რაიმემ რომ მოწამლოს, ვინ არის პასუხისმგებელი~ _ აცხადებენ ბესიკის ქუჩის მცხოვრებლები.დაბინძურებულ გარემოზე თავის წილ პასუხსიმგებლობას ბესიკის ქუჩის მაცხოვრებლებიც იღებენ: `ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია, სხისმა ნაგავმა აგვიკლო, მაგრამ ცოტათი ჩვენც ვაშავებთ, მაგრამ ეს გამოუვალი მდგომარეობიდან მოდის. ჩვენს ქუჩაზე ნაგვის ურნის დადგმას ვერა დ ავერ ვეღირსეთ. შესაბამისად, ჩვენს აქ მოგვაქვს ხოლმე ნარჩენები. დაგვიდგან ურნა, ეს ქუჩა ქალაქს არ ეკუთვნის?! ჩვენც დავისვენეთ და ეს ტერიტორიაც უფრო დაცული იქნება.~მათი თქმით, ისინი მთავრობისგან ასფალტის საფარს და სანიაღვრე არხებს ელოდნენ და ნაგავი მიიღეს.`წინა ხელისუფლების დროს, ბამბუკების ცეხის ადგილას სტადიონი უნდა გახსნილიყო, მარა სად წავიდა ის მასალა არავინ იცის. ახლა სანიაღვრე არხებს ველოდით, წვიმაში ჩვენს ქუჩაზე რაც ხდება ამის შესახებ წერილი თქვენს გაზეთში გამოვაქვეყნეთ. მოვიდნენ ინფრასტრუქტურის სამსახურიდან და გვითხრეს, რომ პირველ კვარტალში გავაკეთებთო. ახლა მეორე დამთავრდება და ჯერ არ დაუწყიათ. მაინტერესებს ერთი, კვარტალი 3 თვეი აღაა და 5 გახდა თუ რა ხდება?!~ _ გვითხრეს იქვე მაცხოვრებლებმა.`ჰო და არა~ კომენტარისთვის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ლევან ჩხაიძეს დაუკავშირდა: `მე მქონდა ამ ხალხთან სატელეფეონო საუბარი. მათ ვუთხარი, რომ განცხადებიტ უნდა მომართონ ზედამხედველობის სამსახურს. იქ, რაც ხდება ჩვენი სამსახურის პრეროგატივა არ არის.~ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თენგიზ იმნაძე ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და მალე იქაურობა მოწესრიგდება. `მე მათ ვუთხარი, რომ განცხადება დაწერონ და უახლოეს ხანებში იქაურობას გავასწორებ. ისიც ვუთხარი, დაესახელებინათ ის პირები, ვინც ნაგავს ყრიდა, მაგრამ ამაზე მოსახლეობამ უარი განაცხადა. სანქცია ან ჯარიმა რომ გამოვუწერო ვინმეს, ხომ უნდა ვიცოდე, ვინ არის. ჰაერზე ხომ ვერ ვიზამ.~რაც შეეხება ნაგვის ურნების პრობლემას, ამასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსი ამბობს, რომ საკითხი მოგვარებადია. `გამოყონ პიროვნება, რომელიც გამგეობაში დაწერს განცხადებას და ალბათ, 2 ურნას მისცემენ. ეს იმ მონაკვეთისთვის საკმარისი იქნება. დავაკვალიანე ეს ხალხი როგორც უნდა მოიქცნენ და იმედია, ყველაფერი მოგვარდება.~
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0