ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`ხალხის ფულის განიავებას და წყალში გადაყრას არავის ვაპატიებთ~

`ხალხის ფულის განიავებას და წყალში გადაყრას არავის ვაპატიებთ~
28-03-2016, 00:00

ჩვენ დაგვიკავშირდა ექს- პარლამენტარი, ჩოჩხათის მკვიდრი ომარ ხუციშვილი, რომლის ორგანიზებითაც მოწყობილმა აქციამ გასული წლის შუაში შედეგი გამოიღო და ხელისუფლებამ გზის გაკეთება გადაწყვიტა:`როგორც იქნა, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჩოჩხათელების თხოვნა და თავისი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის 12 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ეხებოდა. აგერ უკვე 4-5 თვეა სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია `სამკუთხედი~. დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 3 კმ მანძილზეა დაგებული ასფალტის ფენა.შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს, რომ ასფალტი დაგებულია ზერელედ და უხარისხოდ. ცალკეულ ადგილებზე ჩანს დიდი ზომის ნაპრალები და სულ რაღაც 3 თვის წინ დაგებულ გზაზე მალე ისეთი ორმოები გაჩნდება, როგორიც ადრე იყო.შეწუხებულმა მოსახლეობამ უკვე წერილობით მივმართეთ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, როგორც დასრულებული სამუშაოების მიმღებ ორგანოს. ასევე მივმართეთ რაიონის გამგებელს. მიმართვაში მოსახლეობა ვითხოვთ დროულად გამოგზავნონ სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე შეაფასებენ მდგომარეობას, რომ არ გაგრძელდეს უხარისხო სამუშაოები. არ არის გამორიცხული, რომ სპეციალისტების ჩამოსვლამდე საერთოდ შევაჩერებინოთ ასფალტის დაგების სამუშაოები~ _ აცხადებს ომარ ხუციშვილი.რაც შეეხება სოფლის მოსახლეობის მიერ შესაბამისი უწყებებისადმი გაგზავნილ წერილს, მასში წერია: `იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული საფარი არ იქნება აყრილი და გზის დარჩენილ მონაკვეთთან ერთად ხარისხიანად დაგებული მოსახლეობა საკუთარი ხელით ჩამოვიყვანთ პროკურატურის წარმომადგენლებს და მოვითხოვთ კონკრეტულ პირებზე პასუხიმგებლობის დაკისრებას. ყველას თვალწინ ხალხის კუთვნილი ფულის განიავებას და წყალში გადაყრას არავის ვაპატიებთ!~.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა