ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ამირან ქანთარია-გამორჩეული ღვაწლის მქონე ექიმი

25-03-2024, 12:25


  დღევანდელი საგაზეთო წერილის ადრესატი ცნობილი კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი, ამირან ქანთარია გახლავთ. ლანჩხუთელებისთვის ცნობილი ოჯახის, პოეზიაზე შეყვარებული, მრავალი ლექსის ავტორის, ბატონ მურმან ქანთარიას ვაჟიშვილი. სწორედ ამ ოჯახმა და გარემომ დაანათლა მას კაცთმოყვარეობა, ალტრუიზმი, საექიმო საქმისა და მეცნიერული შრომის განუყრელი სიყვარული. ბატონმა ამირანმა 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1981-1983 წლებში იყო მოსკოვის სეჩენოვის სახელობის პირველი  სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1985-1990 წლებში მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი. ავტორია 7 სამეცნიერო ნაშრომისა დისერტაციის თემაზე. საოცარია, მაგრამ ამირან ექიმმა მრავალი მისაბაძი პიროვნული, ბავშვობისდროინდელი თვისება დღემდე შეინარჩუნა. Eეს არის მუყაითი შრომის ერთგულება, წესრიგიანობა, მეგობრისა და საერთოდ მოყვასის სიყვარული, ამიტომაც იგი ძალიან შეიყვარა საზოგადოებამ და დიდი პოპულარობა დაიმსახურა. დღესაც ფუტკარივით შრომობს კლინიკა ,,ჯანმრთელობაში~ თავის სანიმუშო მედპერსონალთან ერთად.ამირან ექიმის ოჯახის კეთილდღეობაში დიდი ღვაწლი მიუძღვის მის მომხიბვლელ, ჭკვიან მეუღლეს, ქალბატონ მაგული კვაჭაძეს, საქართველოს მწერალთა შემოქმედბითი კავშირის წევრს, ოთხი კრებულის ავტორს და პროფესიონალ პროვიზორს, რომელიც მუდამ სხვათა დასახმარებლად არის შემართული. Aამ შესანიშნავ ოჯახში, ტრადიციულ პრინციპებზე აღიზარდა უნიკალური ვაჟიშვილი, განათლებული, კარგი ექიმი კარდიო ქირურგი მურმან ქანთარია.
რამდენიმე წლის წინ ქართველმა მკითხველმა მიიღო ამირან ექიმის საინტერესო წიგნი ,,გულით გულამდე,~ რომელშიც სიბრძნისეული ნააზრევი გვიკვლევს გზას თუ როგორი უნდა იყოს პიროვნება. თითოეულ ნააზრევს თან ახლავს ავტორისეული-,,სიკეთისათვის დავიბადე, სიკეთით ვიცხოვრე და კეთილი ადამიანები კეთილ კაცად მოგიგონებენ~. 
წიგნი საუკეთესოდ იკითხება, ნააზრევი გულიდან ამოსდის და მთელი კოსმიური სამყაროს გავლით ჩვენს გულებამდე აღწევს. მე მოვისმინე ხმები და ექოები, მისი ნააზრევთა კიდობანიდან და დავინახე, რაღაცის დაბადების წამი~. მე ასე ვხედავ ნააზრევს, სხვამ შეიძლება, სხვანაირად დაინახოს. ბოლომდე იხარჯება, ანუ გასცემს უფრო მეტს, ვიდრე მას გააჩნია; როგორც შესანიშნავ კარდიოლოგს, ამშვენებს მაღალი მოქალაქოებრივი ღვაწლიც, რომელიც მისი მაღალი სულიერი კულტურის გამოვლინებაა. ჩემი ოჯახისათვის სალოცავი ხატია. რა დამავიწყებს იმას, რაც დედაჩემის სიცოცხლისათვის იღვაწა. ოთხი წლის შემდეგ კვლავ სურვილი გამიჩნდა მადლობა მეთქვა. მინდაUუფრო თამამად, უფრო ხმამაღლა ვუსურვო ყოველივე კარგი, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე თავის პროფესიულ საქმიანობაში.
დარეჯან ბიწაძე, ქართული კულტურის ამაგდარი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 536
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა