აბრეშუმი საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა. ძველ კოლხეთში (დასავლეთ საქართველო) ძვ.წ. აღრიცხვით მე-14 საუკუნეში იცოდნენ ძაფის დამზადება. ქსოვილები უცხოეთში გაჰქონდათ. ქართულ აბრეშუმს გამორჩეული თვისებები ჰქონდა. მე-20 საუკუნეში მეაბრეშუმეობა მოსახლეობის შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო იყო. მეაბრეშუმეობის მთავარი რესურსი თუთის გაშენებით იწყება. ძაფსახვევი და საქსოვი ფაბრიკები გაიხსნა თბილისში, ქუთაისში, თელავში, წულუკიძეში და ა.შ.
2014-2015 წლებში საქართველოში შეიქმნა რამდენიმე კოოპერატივი (ლანჩხუთის, ვანის, მარნეულის, ხარაგაულის, ახმეტის რაიონებში.)
1930 წელს ლანჩხუთში დაარსდა რაიაბრეშუმი. იგი შედიოდა ტრესტ ,,საქაბრეშუმის” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში. ამ წლიდან მოყოლებული ლანჩხუთის რაიაბრეშუმში მოღვაწეობდნენ და მთელი პასუხისმგებლობით ემსახურებოდნენ ამ მეტად სათუთ და სამეწარმეო დარგს. დედამ, მედეა ხუხუნაიშვილმა 1959-60 წლებში დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, მეაბრეშუმეობის ფაკულტეტი. სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის დააჯილდოვეს 1975 წელს. ბევრ კარგ ხელმძღვანელთან და თანამშრომელთან ერთად უწევდა მას მუშაობა. ესენი იყვნენ: რაიაბრეშუმის დირექტორი, ვლადიმერ წულაძე; თანამშრომლები: ეთერ გოგიჩაიშვილი, მარო ჯორბენაძე, ლეო ლომაძე, ეთერ ჯორბენაძე, ნაილი მამეიშვილი, გაიოზ ცინცაძე, ბუხუტი რუსია, ბენო გურგენაძე, გრიშა ხუნდაძე, სერგო ჩხაიძე, ლეოლა მშვიდობაძე, ელ. იმნაძე, ზაური კუკულაძე, თამარა კეკიეშვილი, ნორა ხუხუნაიშვილი, ცაცა გოგუაძე, გოგოლა კილაძე, ზეფირა პატარაია.
პატიებას ვთხოვ მკითხველს თუ ვერ მოვიხსენიე ყველა ის პიროვნება, ვინც 1930-1990 წლებში მუშაობდა მეაბრეშუმეობაში. აწ გარდაცვლილებს ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ცათა სასუფეველში!
ქალბატონ ზეფირას და ქალბატონ მთვარისას ღმერთმა მისცეთ ჯანმრთელობა. მადლობა მათ ინფორმაციის მოწოდებისთვის.
მათ ბევრი გაიხსენეს დედაჩემისა და მისი კოლეგების შესახებ.
ასევე მადლობა ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელობას დაუზარებლად რომ მომაწოდეს ინფორმაცია ერთ დროს საქართველოში ძალზედ განვითარებული დარგის, მეაბრეშუმეობის შესახებ.
ნინო შველიძე,
აკეთის საჯარო სკოლის პედაგოგი
დედის გახსენება და მივიწყებული პროფესია, მეაბრეშუმეობა
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 610