ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული დავით სიხარულიძის ისტორია

9-02-2024, 13:40


   
 სამშობლოსათვის დაღვრილ სისხლს არასდროს შეიშრობს მიწა. ის მუდამ გვახსენებს იმათ, ვინც თავგანწირვით იბრძოდა მშობლიური მიწის დასაცავად საკუთარ თუ სხვათა ომში. ეს მძიმე და პასუხისმგებლობით სავსე გზა გაიარა დავით კაინის-ძე სიხარულიძემაც. ის დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ უნაგირაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სამხედრო აკადემიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 2014 წელს უკრაინაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ვერ მოისვენა და გადაწყვიტა დახმარებოდა ურჩხულის დამარცხებაში, რადგან სჯეროდა უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვების ნიშნავდა. უკრაინელებიც ხომ გვეხმარებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში. ჰოდა, ძმა ძმისთვისაო, თქვა და წავიდა. გაწევრიანდა დონბასის ,,აიდას~ ქვედანაყოფში. სამი წელი იბრძოდა და 2017 წლის 11 მარტს გმირულად დაეცა  ბრძოლის ველზე. ბევრი ქართველი გმირი დავკარგეთ იმ ომში. უკრაინა დღესაც განაგრძობს ბრძოლას ამ ურჩხულის წიააღმდეგ და კიდევ 55 ქართველი ვაჟკაცი გმირის სიცოცხლე შეიწირა. 
15 დეკემბერს უკრაინას მიენიჭა ევროკავშირის წევრობის სტატუსი, საქართველოს კი ამ დიდი ოჯახის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
დათო, გილოცავ იმიერში ამ ორი ქვეყნის ბედნიერ დღეს. შენ და ყველა იმ ქართველს ვინც გმირულად იბრძოდა და თავი გასწირა, მათაც, ვინც დღესაც განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისთვის. თქვენი დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის და სანთლებად აენთება თქვენს შვილებს, თქვენს დანატოვართ, ყველა მებრძოლ ქართველს და უკრაინელს, მთელ უკრაინას და საქართველოს. 
თქვენს სახელებს დავიწყება არ უწერიათ! დიდება თქვენ!
                                                                   ზაირა დოლიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 114
FACEBOOK კომენტარები