კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში, მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობას იწყებს. ახალი პროექტის პრეზენტაცია, თავად ბახმაროს პროექტის ავტორმა, მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შესულმა კომპნაია WilkisonEyre-ის პარტნიორმა და დირექტორმა, მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა სემ ვრაითმა გამართა.
მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო. „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში 350 სასტუმრო ნომერს გაყიდის, რომელიც პრემიუმ კლასის იქნება. ყველა აპარტამენტს ექნება ტერასა, მთისა და ტყის ხედებით. აპარტამენტების მინიმალური ფასი კვადრატულ მეტრზე 1500 დოლარიდან იწყება, მაქსიმალური ღირებულება კი, 5000 დოლარს აღწევს.
სასტუმრო კომპლექსი ბახმაროს უნიკალურ ადგილზე განთავსდება და მთლიანად იქნება ადაპტირებული ადგილობრივ ლანდშაფტთან.
პროექტის ტერიტორია მოიცავს 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, საიდანაც 1 ჰექტარზე სასტუმრო კოპლექსის შენობა განთავსდება, ხოლო 7 ჰექტარი მთლიანად დაეთმობა რეკრიაციულ და დასასვენებლ სივრცეებს.
მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს სპორტულ მოედნებს, რესტორნებს, კაფეებს, სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრებს, მოეწყობა ასევე დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, კინო-თეატრი, საცურაო აუზი და პარკინგი, რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ტურისტს მოემსახუროს.
,,ორბი ჯგუფის მიზანია ბახმარო 4 სეზონიან კურორტად გადაიქცეს, შეიქმნას თანამედროვე, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და სერვისი, რომელიც უნიკალური იქნება როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით.
ბახმაროში არსებული მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მშენებლობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წლის ვადაზეა გათვლილი და 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
ჩვენი მიზანია, ბახმაროს ახალი სიცოცხლე შევსძინოთ, შევუქმნათ საერთაშორისო იმიჯი და მისი საკურორტო თვისებების ხაზგასმა მსოფლიო დონეზე მოვახდინოთ“,-აცხადებს, კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე.
კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბახმაროში, მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხორციელება, ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებასა და მეურნეობების განვითარებას.
„ეს არის ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დამატებითი სამუშაო ადგილების, დამატებითი ტურისტული ნაკადების გაზრდის საფუძველი გახდება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ადგილობრივი მეურნეობების განვითარებასა და საკმაოდ ბევრი ადამიანის, რეგიონში დაბრუნებას. ეს ადამიანები, დარწმუნებული ვარ, ძალიან ეფექტურად და შედეგიანად უზრუნველყოფენ იმ სერვისების მიწოდებას ბახმაროსთვის, რომელიც ამ კურორტს ასე სჭირდება,-აცხადებს, ირაკლი კვერღელიძე.
ბახმაროს მრავალფუნქციურ კომპლექსში აპარტამენტების შეძენის მსურველთათვის, მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები მოქმედებს, რომლის მიხედვითაც, შეგიძლიათ აირჩიოთ კომპანიის მიერ შემოთავაზებული შიდა განვადება, ან ისარგებლოთ ბანკის გრძელვადიანი კრედიტით, რომელიც სპეციალურად „ორბი ჯგუფის“ მომხმარებლებისთვის გაიცემა.
ბახმაროში, „ორბი ჯგუფის“ აპარტამენტების შეძენის მსურველებმა უნდა დარეკოთ ნომერზე: +995 322 50 50 15; +995 555 31 00 00:
ან ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://orbigroup.ge/geo/bakhmaro
„ორბი ჯგუფმა“ ბახმაროს მრავალფუნქციურ კოლმპლექსში აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 607