ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვისი დამსახურებით მოიპოვა ,,ჰო და არამ“ პოპულარობა ჰოლანდიაში

ვისი დამსახურებით მოიპოვა ,,ჰო და არამ“ პოპულარობა ჰოლანდიაში
4-05-2023, 11:23

ნიჭიერი ახალგაზრდების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის ჩვენი მხარე. მინდა გაგაცნოთ ერთი გამორჩეული გოგონა. ანა ორაგველიძე, სოფელ შუხუთიდანაა. იგი საოცარი ხელოვანი ადამიანია, ჩემი აზრით ქმნის ნამდვილ შედევრებს. ილუსტრატორია და თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწერლებთან, მათ წიგნებს უკეთებს ილუსტრირებას. ანა ბავშვობიდან ხატავს, თუმცა ილუსტრირებაზე პირველი შეკვეთა 2020 წელს ჰქონდა. სულ 5 წიგნია გამოცემული ანას ილუსტრირებით და მეექვსეზე მუშაობს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მეხუთე წიგნი, ჰოლანდიელი მწერლის ზღაპარი. ანას განსაკუთრებულად უყვარს გურია და მითუმეტეს ლანჩხუთი, ამიტომ მისთვის ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, სადაც საშუალება აქვს, ყველგან იყენებს ჩვენი რაიონის სხვადასხვა ელემენტებს. ამჯერად ჩვენი გაზეთი ,,ჰო და არა" დააჭერინა ხელში ზღაპრის მთავარ გმირს. რა თქმა უნდა, ჰოლანდიელი მწერალი ქართულ წარწერას უყურადღებოდ არ დატოვებდა და დეტალურად იკითხა ყველაფერი ,,ჰო და არას“ შესახებ და აღფრთოვანებული დარჩა მუნიციპალიტეტში არსებული გაზეთის მრავალწლიანი, საინტერესო  ისტორიით.ამრიგად, ჩვენმა გაზეთმა ჰოლანდიაშიც მოიპოვა პოპულარობა ანას დამსახურებით.წარმატებებს ვუსურვებთ ანას!

            თაკო კომახიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 473
FACEBOOK კომენტარები