ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

იზრუნეთ სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების წარმატებებისთვის!

იზრუნეთ სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების წარმატებებისთვის!
3-02-2023, 14:19

,,ჰო და არას” სტუმარია მეწარმე ქალბატონი, ხათუნა ჩხაიძე.
ვცხოვრობ სოფელ ს­უ­ფ­სის ერთ ძალიან ლა­მაზ უბანში, ჩქუნში. მყავს მეუღლე ავ­თანდილ ტიკარაძე და ორი შვილი, რომლებიც დიდები არიან და თავიან­თი ცხოვრება აქვთ. 
მე იმ ადამიანების კა­ტეგორიას მივეკუთ­ვნები, რომლებსაც სო­ფელი ძალიან უყვართ. ადრე დავოჯახდი,  მე­რე ვცდი­ლობდი ჩემი ადგილი მეპოვა ცხოვ­რ­ებაში, ამიტომ გა­და­ვწყვიტე მეფუტკრეობა დამეწყო. ყო­ველთვის აღ­ფრთოვა­ნე­ბას იწვევდა ჩემში ამ პატარა მწერების შესა­ძლებ­ლობა და უნ­არი. 
რვა წლის წინ შევი­ძინე ერთი ოჯახი ფუ­ტკარი და აქტიურად შე­ვ­უდექი სწავლას რო­­­გორ მომევლო მის­თვის და თან გა­მემრავლებინა.  ბევრი შრომა ჩავ­დე ამ მადლიან საქმეში, რაშიც სრული მხარდაჭერა და გვერდით დგომა მქონდა ჩემი ოჯახიდან. გავიცანი და დავუმეგობრდი ბევრ კარგ მეფუტკრეს. მერე გაგვიჩნდა სურ­ვილი გაგვეკეთებინა კოოპერატივი, რომელსაც ჩემი ულამაზესი სოფ­ლის სახელი ,,ჩქუნი“ დავარქვი. კო­ოპერატივის შექმნაში ძალიან და­მეხმარა ბატონი გელა ზოიძე და მისი შესანიშნავი გუნდი. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი წინ­სვლის და წარმატებისთვის. მა­კა­ვშირებდნენ უცხოელებს, რომლებსაც სურდათ ნატურალური თაფ­ლის შეძენა. ერთერთს გავიხსენებ, არაბი მყიდველი, რომელმაც წაიღო ჩვენი კოოპერატივის თაფლი კატარში. ძალიან მოეწონათ, აპირებდნენ დიდი რაოდენობით შესყიდვას, მაგრამ იმ ეტაპზე პანდემიამ შეგვიშალა ხელი. იმედია, მალე ეს საქმეც გამოვა.
ბატონი გელას დახმარებით ბევრ გამოფენაზე მივიღე მონაწილეობა, რაც ხელს უწყობდა ჩვენს გან­ვითარებას და მატერიალურ წინ­სვლას.
მონაწილეობა  მივიღე ქალ მეწარ­მეთა განვითარების პროექტებში. პროექტების მიზანია სოფლად მცხო­­­ვრები ქალების ცნობიერების ამაღ­ლება.  შევიძინე მეგობრები, რო­მლებიც მეხმარებიან დაწყებული საქ­მიანობის სწორად წარმართვაში.
ძალიან ბევრი კარგი და დაუვიწყარი დღე შემატა ჩემ ცხოვრებას ამ პროექტებმა, დიდი როლი შეასრულა ჩემი ცოდნის ამაღლებაში, რომელსაც ვუზიარებ ჩემს ირგვლივ მყოფ სო­ფლად მცხოვრებ ქალებს, ვეხმარები მათ მეფ­უტ­კრეობის შეს­წავ­ლაში. მინდა, რომ კიდევ მეტად გან­ვვითარდე და გა­­ნვავითარო ჩემი სა­­ქ­მიანობა. 
ბევრი ოცნება მაქვს და იმედია, ავისრუ­ლებ ნაწილობრივ მა­­ინც.
ამჟამად მონა­წი­ლ­­­ე­ობას ვიღებთ ,,გუ­­­რიის განვით­არ­ების კავშირის“ მი­ერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც განხორციელდა CENN-ის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ას­ეთი პრო­ექტები თავ­იან­თი სა­ინფორმაციო შეხ­ვე­დრებით ძალ­იან მნიშვნელოვანია სოფლად მცხო­ვრები მეწარმე ქალების წარ­მა­ტე­ბებ­ისთვის.
სოფელს სჭირდება მეტი მხარ­დაჭერა, რათა განვითარდეს, რათა შეძლონ ოჯახებმა თავის რჩენა და არ დადგნენ სოფლის დატოვების აუ­ცილებლობის წინაშე.
სოფლის ყველა ოჯახს ვუსურვებ გამძლეობას, მიზანმიმართულ შრო­მას, სოფელში კერძო საქმიანობის ისე წარმართვას, რომ ოჯახს ჰქონდეს ხვავი და ბარაქა. 
გისურვებთ აღორძინებულიყოს თქვენი ოჯახები. საქართველოს ეამაყოს თავისი სოფლებით! 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 298
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა