8 ნოემბერს დავამთავრე ჩოჩხათი-ლანჩხუთის მარშრუტით მოძრაობა. მეორე დღეს დამხვდა მგზავრი და მითხრა, რომ ჩემს მანქანაში ფქვილი დარჩა. მე ვუთხარი, რომ ფქვილი მეშოკით არ მინახავს. გადავწყვიტე გამერკვია რაში იყო საქმე. ვიკითხე მაღაზიაში, საიდანაც გამოიტანეს ფქვილი. მითხრეს, რომ ფქვილი ჩადეს მანქანაში, მაგრამ რომელ რეისზე, არ იციან. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ და ვთხოვ იმ ფქვილის წამღებს, ვაფიცებ ყველა საფიცარს, 2-3 კგ. ფქვილი იმ მეშოკიდან დატოვოს სუფთა სახლის გვერდით, ლელას მაღაზიასთან. მე ჩამომხსნას ის ტვირთი, რომელიც მადევს. შეიძლება თანასოფლელებსაც ჰგონიათ, რომ ფქვილი მე მოვიხმარე. 3 დღეა არ მძინავს იმ პენსიონერის დარდით. ისიც გავიგე, რომ იმ დღეს, თურმე ექიმთან ყოფილა.
მოიქეცით ადამიანურად, როგორც გთხოვეთ ისე, თუ არადა, რაც ცუდი დაგემართებათ ოჯახში, მე გამიხსენეთ. ღმერთთან ვარ ას პროცენტიანი მართალი. ორი პენსიონერია ოჯახში. მე რომ ფქვილი მივუტანო, მტყუანი გამოვდივარ, ვერ ვუყიდი, გაითვალისწინეთ ყველაფერი!
გთხოვთ ჩამომხსენით ეს ტვირთი!
თენგო გურგენაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 603