ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის" ფარგლებში - შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან

,,მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის" ფარგლებში - შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან
31-10-2022, 11:36

,,მრგვალი მაგიდა“,  ეს იყო სამუშაო შეხვედრა ლანჩხუთის ტერიტორიული ერთეულების მერის წარმომადგენლებთან, იგი გაიმართა პროექტის ფარგლებში ,,მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი“, რომელსაც ახორციელებს  ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი,  სასოფლო დარბაზი და ლანჩხუთის მერია. მონაწილეობდნენ ,,სასოფლო დარბაზისა და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები: ამირან გიგინეიშვილი, დავით გოგიჩაიშვილი და სამუშაო ჯგუფი. პროექტის ავტორმა, ამირან გიგინეიშვილმა, კიდევ ერთხელ განმარტა თუ რას წარმოადგენს აღნიშნული პროექტი.
,,ეს გულისხმობს იმას, რომ გაკეთდეს სტრატეგიული გეგმა, როგორ განვითარდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ისე, რომ ხელი არ შეეშალოს გარემოს. ეს იქნება ხუთწლიანი გეგმა, რომლის მიმართულებებია წყლის სისტემა, ინფრასტრუქტურა, გარემოზე ზემოქმედება და ა.შ. ‘’_ თქვა მან.
პროექტის „მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის“ მიზანს წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, მოსახლეობისთვის სუფთა, მიმზიდველი და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობით მწვანე მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის, ინსტიტუციონალიზაციისა და ამოქმედების, იმპლემენტაციის საფუძველზე.
პროექტის ამოცანებია მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების სამუშაო ჯგუფის ფორმირება და ჯგუფის წევრებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება; მუნიციპალიტეტის არსებული ბუნებრივი გარემოს სკანირების ღონისძიებების ჩატარება, გლობალური დათბობის ადაპტაციის საჭიროებათა გამოვლენა და შედეგების ფიქსირება. მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი სტრატეგიისა და განხორციელების გეგმის ფორმირება და ინსტიტუციონალიზაცია.
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომელშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა, სამუშაო  ჯგუფი შედგენილია იქნება 12 წევრისგან, რომელთაგან 6 წარმოადგენს მერიას, 4 სამოქალაქო სექტორს და 2 ექსპერტს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გარემოს მდგომარეობის აღწერა და მოსახლეობის საჭიროებათა კვლევისა და სამი ფოკუს ჯგუფის ორგანიზება ჯამში 45 მონაწილეზე, ორთავე აქტივობა ჩართავს ბენეფიციარებს პროექტის განხორციელებაში. მუნიციპალიტეტში სულ გამოიკითხება 500 რესპონდენტი.
პროექტის განხორციელების შედეგად, შემუშავებულ და ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებულ მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიან სტრატეგიასა და განხორციელების გეგმას ექნება განსაკუთრებული ფუნქცია. კერძოდ, კი, მნიშვნელოვნად და სამოქმედო გეგმაში გაწერილ ვადებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ერთი ქალაქის და 15 სხვა ადმინისტრაციული ერთეულის 55 სოფლის მოსახლეობის მდგრად და გარემოს კონსერვაციაზე ორიენტირებულ განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის 31000 მცხოვრების საცხოვრებელ პირობებს.
პროექტს ახორციელებს კავშირი „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობითა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან თანამშრომლობით. განხორციელების ვადაა 6 თვე. პროექტი ფინანსდება კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის (HENN) პროექტის, „საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-HAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში“ ფარგლებში. ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 388
FACEBOOK კომენტარები