ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კონფერენცია მეჩაიეობაში არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივაზე

კონფერენცია მეჩაიეობაში არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივაზე
31-10-2022, 11:25

ანასეულში, საქართველოს აგრა­რული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში კონფერენცია „ქართული ჩაი“ გაიმ­არ­თა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.
კონფერენცია საქართველოში მაღალი ხარისხისა და კატეგორიის ჩაის წარმოების პოტენციალს, სექტორის მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს შეეხო.
ღონისძიებაზე დარგში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ასევე დარგის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. 
მეჩაიეობაში არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს: საქართველოს გარ­ემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა გიორგი ხანიშვი­ლმა, გურიის სახელმწიფო რწმუ­ნებულის მოადგილემ ქალბატონმა ქეთევან მოისრაფიშვილმა, ასოციაცია „საქართველოს ჩაის“ თავმდ­ომარემ ბატონმა თენგიზ სვანიძემ, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების კოორდინატორმა ბა­ტ­ონმა ლევან თურმანიშვილმა (პრ­ოგრამა „ქართული ჩაი“), მინისტრ­ის თანაშემწემ ბატონმა ომარ კაჭ­არავამ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპ­იკუ­ლი კულტურების და ჩაის მრეწვ­ელობის ინსტიტუტის დირექტორმა ბატონმა თემურ რევიშვილმა  და სხვებმა.
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტ­აციის სახელმწიფო პროგრამა - „ქარ­თული ჩაი“ ხორციელდება 2016 წლიდან, რომლის მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლ­ანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება და ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხე­ლშეწყობა. საქართველოში სექტო­რის წარმოების განვითარების მიზნით, დაგეგმილია ახალი ხელშ­ემ­წყობი მექანიზმების დანერგვა, რაც ადგილობრივ და საერთაშ­ორისო ბაზარზე მაღალხარისხიანი და პრემიუმ კლასის ჩაის წარმოებაზეა ორიენტირებული“ - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
კონფერენცია სააქციო საზოგადოება „ქართული ჩაის“ ორგან­იზებით გაიმართა და მისი დაარსებიდან 150 წლის იუბილეს მიეძ­ღვნა. კონფერენციას გარემოს დაც­ვისა და სოფლის მეურნეობის სამ­ინისტროს, ჩაის კერძო სექტორის წარმომადგენლები და ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ. 
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ლანჩხუთის საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი ალეკო ასკურავა, შპს ,,არომატი-91“-ის დირექტორი მიხეილ ცინცაძე და გურიის რეგიონ­ული სავაჭრო-სამრეწველო პალატ­ის ხელმძღვანელი გელა ზოიძე, რომელმაც გვითხრა, რომ წინა შეხვედრაზე დანაპირები მინისტრმა შეგვისრულა: ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამაში მეჩა­იათა თხოვნით შევიდა ცვლილებები, კერძოდ, 5 ჰა ნაცვალად მინიმუმ 3 ჰე-ზე არის შესაძლებელი გაველ­ურებული პლანტაციების რეკულტივაცია-აღდგენა, რაც დამატებითი შეღავათია სოფლებისათვის. ამას­თან პროგრამას დაემატა მეჩაების­ათვის მცირე მექანიზაციის საშუა­ლ­ებების გადაცემა შეღავათიანი პირობებით - ჩაის სასხლავი, საკრეფი, აგროსარეაბილიტაციო მოტობლოკები და სხვა მექანიზაციის საშუალებების შეძენა შესაძლებელი იქნება 50% ფასდაკლებით, სამინისტროს დაფინანსებით. ამასთან მოქმ­ედბაშია კოოპერატივებისათვის ბრენდირების და სხვა პროგრამები, სადაც მეწარმე იურიდიულ პირებს 15-20 ათასი ლარის გრანტების მიღების საშუალება აქვთ.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 297
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა