ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ქართველი ხალხი ამაყია და დაჩოქებას ვერ აიტანს!

ქართველი ხალხი ამაყია და დაჩოქებას ვერ აიტანს!
28-10-2022, 10:59

დავიღალეთ ქართველი ხალხი ტყუილებით და მოთმინებით, ჩვენი სიმტკიცის მარაგი ამოიწურა.
ქართველი კაცი საბუდარს აყრილია, ეკონომიკურად გაჩანაგებული, მორალურად დაბეჩავებულია. ქართველები უცხო ქვეყნებში მონური ფსიქოლოგიით მიედინებიან. დაცარიელდა სოფლები, დაიკეტა სახლები, ეზოები გავერანდა. საკითხი დგას ასე _ როგორ იშოვონ პურის ფული რომ არ დაეხოცოთ შიმშილით ბავშვები... 
,,არსაიდან ხმა“... 
ახლა თურმე ირანელების შემოყვანა უნდათ აღმოსავლეთ საქართველოში, ერთი დიდი სოფელი იქნება უცხოელების.
ქართველებო, გამოფხიზლდით, რას გვიკეთებენ, ჩვენს ხელშია ჩვენი ქვეყნის გადარჩენის სადავე, მაგრამ ვერ ვქაჩავთ, ჩვენკენ. გავერთიანდეთ ამ ერთი მუჭა გაბატონებულების წინააღმდეგ!
აკადემიკოსი კაცი, პაატა კოღუაშვილი ატირებული არავის უნახავს, ახლა თვალცრემლიანია თავისი ქვეყნისა და ხალხის ასეთი განადგურებით. ასევე პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი და მრავალი სხვა ღირსეული ქართველი. ასეთმა ჭკვიანმა და განათლებულმა ხალხმა უნდა გადაარჩინოს საქართველო, ხალხმა, ვისაც ნამდვილად შესტკივა გული თავის ხალხზე, ქვეყნის ბედ-იღბალზე. სანამ ჯერ კიდევ დროა, უნდა გაერთიანდეს ქართველი ხალხი, ინტელიგენცია, სტუდენტობა. 
ქართველი ხალხი ამაყია და დაჩოქებას ვერ აიტანს. 

სვეტლანა სეფერთელაძე, პენსიონერი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 383
FACEBOOK კომენტარები