ლანჩხუთის ცენტრალური ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს ახალი წიგნები შეემატა, ამის შესახებ სპეციალურად გამართულ პრეზენტაციაზე ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ნუნუ ენუქიძემ და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, დამსწრე საზოგადოებას უამბეს.
,,დღევანდელ შეხვედრაში სამი სეგმენტი გავაერთიანეთ, ესაა ახალი წიგნების პრეზენტაცია, გარდა ამისა ჩვენი აქტიური მკითხველები გვყავს მოწვეული და მესამე ის, რომ სასულიერო გიმნაზიაში განხორციელდა პროექტი ამ მიმართულებით. ძალიან კმაყოფილი ვართ იმით, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ყურადღებიანი ადამიანები, რომელთაც აღელვებთ ბიბლიოთეკების ბედი. წიგნები, რომელიც ახლა სახეზეა იმის ნახევარია აქ შემოტანილი რაც გვაქვს, ეს წიგნები ჩვენ, აბსოლუტურად ყველა ბიბლიოთეკას, გვაჩუქეს ძმებმა არველაძეებმა, შოთამ და აჩიმ“ - აღნიშნა ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნუნუ ენუქიძემ და უამბო დამსწრე საზოგადოებას იმ წიგნების შესახებ, რაც უკვე სახეზეა.
მისი თქმით, მარტო ბიბლიოთეკებისადმი ყურადღება კი არ არის, ეს არის პიროვნებებისადმი ყურადღება, რომ მათ ჰქონდეთ ლიტერატურის ფართო არჩევანი და წიგნის კითხვა კვლავ დარჩეს აქტუალური, როგორც ბავშვებში, მოზარდებში და მთელს საზოგადოებაში. აღინიშნა, რომ საქართველოს ყველა ბიბლიოთეკა ამ ადამიანებმა დააფინანსეს 450 ლარით, შემდეგ საბიბლიოთეკო გაერთიანებამ მოიძია სპონსორები და ეს დაფინანსება 900 ლარამდე შეივსო, ლანჩხუთის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შეივსო იმ წიგნებით და ავტორებით, რაც არ ყოფილა აქამდე ამ ფონდში.
ახალი წიგნები. ბიბლიოთეკების სხვადასხვა განყოფილებებში განაწილდება და ნოემბრის თვიდან ექნება შესაძლებლობა მსურველებს გაიტანონ და წაიკითხონ ისინი.
საუბარი იყო, ახალ და ძველ ქართველ და უცხოელ ავტორებზე, საბავშვო და მოზარდთა საკითხავ ლიტერატურაზე, ასევე უცხოელ ავტორებზე, რომელთაც დიდი ხანია იცნობს მსოფლიოს საზოგადოება, თუმცა ახლა გაცილებით აქტუალური არიან, ესაა აღმოსავლური ლიტერატურა, იმ მწერლების ნაწარმოებები, რომლებიც საკუთარი ხალხის ტკივილს ასახავს, ასევე ახალი თარგმანები და სხვა.
ახალი წიგნები, ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში
მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 417