ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პაატა მახარაძის ,,ბართლომეო” შემოქმედებითი საღამო ლანჩხუთში

პაატა მახარაძის ,,ბართლომეო” შემოქმედებითი საღამო ლანჩხუთში
7-10-2022, 12:02

5 ოქტომბერს, ლანჩხუთის თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმში გაიმართა აწ გარდაცვლილი პოეტის, პაატა მახარაძის შემოქმედებითი საღამო, „მე რომ მოვკვდები, ნუ დამიტირებთ – არა ვარ ღირსი, მინდორს მიმ­აგდეთ, ლეშს ფრინველი ჭამს – ხვედრია მისი, სულზე ილოცეთ, ცოდვა ბევრი მაქვს – ჩემი თუ სხვისი, მოინანიეთ, არ დაიზაროთ – ხსნის გზაა ვიცი“ – ეს გახლავთ პაატა მახარაძის ანდერძი,  რომელმაც სიცოცხლე  ავტოავარიის შედ­ე­გად დაასრულა.
შემოქმედთა მუზეუმს, აწ გარდა­ცვლილი პოეტის პაატა მახა­რაძის და, ბელა ბერმეკერ-მახარაძე  დედა­თან ერთად სტუმრობდა, ქალბატონი ბელა გახლავთ  გერმან­იაში მოღ­ვაწე მევიოლინე.
აქვე აღინიშნა ისიც, რომ გამოცხადდა აწ გარდაცვლილი გურული ავტორის, პაატა მახარაძის ,,ბარ­თოლომეო” სახელობის ლიტერატ­ურული კონკურსი, სახელწოდებით _ ,,მე ვიმღერებ, შენ აშენე“ (ფრაზა აღებულია პაატა მახარაძის ლექსიდან) და ეს ფრაზა ინდივიდუალუ­რი ინტერპრეტაციით უნდა იქნეს გამოყენებული მოსწავლეების მიერ დაწერილ ესსეში თუ ლექსში.
საღამო მუზეუმის დირექტორმა და ლიტერატურული გართიანება ,,სამების" ხელმძღვანელმა, დარეჯან ბიწაძემ გახსნა, სტუმართა შორის იყო პოეტი და მსახიობი სოფიო ღლონტი, ასევე ესწრებოდნენ ლიტერატურული გაერთიანება ,,სამების“ წევრები, მუზეუმის თან­ამ­შრომლები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, გამგეობისა და სკრებულოს პირველი პირები, კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლები, ლანჩხუთის სამუ­სიკო სკოლის დირექტორი მაია ჩავლეიშვილი და სხვები.
ტრადიცია არც ახლა დარღვ­ეულა და შემოქმედებითი გაერთია­ნების ახალ წევრად მიღებული იქნა ახალგაზრდა, ნიჭიერი კაცი პავლე ნიკოლაიშვილი სოფელ ჭანჭათი­დან, რომელიც შესანიშნავ ლექსებს წერს. ამჯერად ამ უკანასკნელმა წაიკითხა აწ გარდაცლილი პოეტის პაატა მახარაძის ლექსი.
სტუმარმა ბელა მახარაძე-ბერმეკერმა მადლობა გადაუხადა მუზეუმის დირექტორს და შემოქმედებითი გაერთიანების ხელმძღვანელს ლა­მა­ზი სალონური საღამოსათვის.
,,მე ვამბობ რომ პაატა არ მომკვდარა, მე ვარ ახლა ორი ადამიანი ერთად მე და ჩემი ძმა, მისი შემ­ოქმედება ჩემი ნაწილია. ხშირად მეკითხებიან, რატომ მალავდით მას, ჩემი ძმა არასოდეს დამიმალავს, არ იყო ეს ასე, პაატას არ შეეძლო ხმამაღლა ესაუბრა, პაატა გახლდათ მთელი თავისი ცხოვრების მანძ­ილზე შინაგან საქმეთა სამინისტ­როს წარმომადგენელი, ამაში არაფ­ერი არ იყო ცუდი, მაგრამ პოეტს არა მხოლოდ ლამაზი სიტყვების თქმა ევალება, არამედ ის ხინჯიც კი, რასაც ხედავს ცხოვრებაში, ის ყველაფერი უნდა გადმოსცეს თავის წიგნში, ამიტომ თავად მეუბნებოდა, რომ ჯერ არ მეთქმის არაფერი, მოვა დრო, როდესაც პენსიაში გავალო... ის გახლდათ პოლკოვნიკი და ამიტომაც ელოდებოდა ამ პერიოდს, ეს არის პასუხი იმისა, თუ რატომ იყო ჩუმად. მე შევპირდი მას როდესაც გარდაიცვალა აუცილებლად ავუხდენდი ოცნებას და ყველა ქართ­ველის გულამდე მივიტანდი მის პოეზიას.  მგონი ამის დრო მო­ვ­იდა და ამ ერთ წელიწადში ძა­ლიან ბევრო რამ გავაკეთე დამეთ­ანხმება ყველა ვინც ამას ხედავს. სულ ახლახან  ჩემი მეგობრის, სო­ფიო ღლონტის ინიციატივით გამ­ოცხადდა, პაატას სახელობის ლიტერატურული კონკურსი გურიის მასშტაბით, მინდა ეს კონკურსი რე­გიონიდან რეგიონში გადავიდეს და მთლიანად საქართველო მოიცვას და სწორედ მაშინ ახდება პაა­ტას ოცნებას და ჩემი ოცნებაც’’_  თქვა მან და მუზეუმს საჩუქრად გადასცა პოეტის ორი წიგნი. საღა­მო მუ­სიკალურად გააფორმა ანსაბლმა ,,ცისიერმა".

მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 592
FACEBOOK კომენტარები