ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ერი და ბერი ყველა ერთად შეიკრიბა ანისთვის“

,,ერი და ბერი ყველა ერთად შეიკრიბა ანისთვის“
5-10-2022, 11:48

ანი ფხაკაძის დასახმარებლად ლანჩხუთის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. 
ანის ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა საფრანგეთში, მისი დიაგნოზია: ღვიძლის ფიბროზი, პორტული ჰიპერტენზია, საყლაპავის ვარიკოზი. 
აღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ლარგო თურმანიძე, კახა პატარაია, ბედინა, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ფუტკარაძე, გუგა პატარაია, გიორგი გოგიბე­რიძე, მარიამ ცქვიტინიძე, ანრი გუჩმანიძე, სალომე მირი­ანაშვილი, ჯგუფი ,,ბაბილონი“; ღონისძიება  ,,This is ლანჩხუთის“ ორგ­ანი­ზე­ბითა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატ­არდა.
,,ეს იყო სასწაული საღამო.
ანისთვის მღეროდნენ მომღერლები და დარბაზის ნახევარი...
მსგავსი არასოდეს მინახავს...
უფალი ფარავდეს ანის და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს საღამო დაგეგმა და განახორციელა... შენი თამადობით ნინია.
ერი და ბერი ყველა ერთად შეკრებილი იყო ანისთვის....
ამიტომ, აუცილებლად გაიმარჯვებს ეს ლამაზი გოგო! _ წერს დეპუტატი ელისო ჭიჭ­ინაძე ამ საღამოს გამო.
საქველმოქმედო საღამოს ერთერთი მთავარი ორგანიზატორი, ნინია ბარამიძე კი თავის ემოციას იტალიიდან ასე გამოხატავს: ,,მიზანს მივაღწიეღ და ქვეყანამ ნახა, რომ გურია სიყვარულია, სიკეთეა და თანადგომაა.
დღეს დავრწმუნდი რამდენად საამაყოა, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე.
მადლობა ანის, რომ არის სიძლიერის მაგა­ლითი და ყველა ერთ ოჯახად გაგვ­აერთიანა.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 618
FACEBOOK კომენტარები