ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სად არის განვითარების გზა ან რაში მდგომარეობს ის?

სად არის განვითარების გზა ან რაში მდგომარეობს ის?
30-09-2022, 12:18

ყველა საუკუნეს თავისი გამოწვევა აქვს, რასაც შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს ხალხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრესისკენ მიმავა­ლი გზა ჩაიხერგება და ჩვენი ყოფა დინამიკური აღარ იქნება, ერთ ადგილას გავჩერდებით. იმ ფონზე, როცა სამყაროში პროცესები დინამიკურად ვითარდება, ბუნებრივია, არ ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ მდინარის დინების მიმართულებას უნდა მივყვეთ ცხო­ვრების რიტმთან მიმართებაში, ანუ გუსტავ ლე ბონის ,,ხალხის ბრბოდ“ არ უნდა ვიქცეთ. ამით იმ­ის თქმა მინდა, რომ თანამედროვე პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს სამყაროში, ჩვენი მტკიცე პოზიცია უნდა გვქონდეს. სახელმწიფო ცალკეულ ადამიანს ჰგავს.
ინდივიდუალური გადაწყვეტილებები საკუთარი ინტერესებიდან გამ­ომდინარე, როგორც ზემოთ ვახსენე  მიიყვანს ადამიანს და სახელმწიფოსაც პროგრესის გზა­მდე ოღონდ არც ერთ შემთხ­ვევაში:
1) ადამიანის შემთხვევაში არ უნ­და დავკარგოთ საკუთარი პი­როვნება და პიროვნული ინტერესი.
2) სახელმწიფოს შემთხვევაში კი ყოველთვის უნდა გაგაჩნდეს ერ­ოვნული ინტერესი. მსოფლიოს მო­ქალაქე ვერ გახდები თუ სა­ქართველოს მოქალაქე არ ხარ და თუ შენი სამშობლო არ გიყვარს. სამშობლოს სიყვარული კი ინდივი­დუალური რამაა თუ ფართო გა­გებით შევხედავთ, ყველა ადამიანს სამშობლოს სიყვარული სხვადა­სხვა­­ნაირად წარმოუდგენია და ბუ­ნებრივიცაა ისინი ინდივიდუალურები არიან.
თუ ვიწრო გაგებით შევხედავთ სამშობლოს სიყვარულს, ის შენი სოფლიდან, შენი კუთხიდან, შენი სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან იწყება და ამ დროს ჩნდება კითხვა: რა არის შენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა?
ჩვენ ხშირად ვაწყობთ დასუფ­თავების აქციებს, როგორც სახელ­მწიფოს, საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორ­გან­იზაციები თუ უბრალოდ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქო­ნე მოქალაქეები. ხშირად გამ­ოვდივართ სლოგანებით, რომლებიც გარემოს დანაგვიანების წინაა­ღმ­დეგაა მიმართული, თუმცა ეს ყველა­ფერი წრეზე ბრუნვას უფრო ჰგავს. მე ის უფრო გამიხარდება, რომ სამოქალაქო ცნობიერების დონე გა­ვხადოთ უფრო მაღალი ადა­მიანებში, სკოლის მოსწავ­ლე­ებში, რომ არ დაანაგვიანონ გარემო, შეს­აბამისად ადამიანების სამოქა­ლაქო პასუხისმგებლობის დონეს თუ უმ­ა­ღლეს საფეხურზე ავწევთ, მაშინ აღარ მოგვიწევს დასუფთა­ვების აქ­ციის ჩატარება, ვინაიდან გარემო დაბ­ინძურებული აღარ იქნება.
ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩემი სოფლიდან იწყება, სა­დაც ამ ბოლო დროს შევძელით წყლის ტუმბოს შეძენა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. მოგე­ხსე­ნებათ წყალი ტექნიკურია და მასზე მრიცხველი არ არის სამ­წუხაროდ. ხშირად ვხვდები უბ­რალოდ ონკანი მოშვებული აქვთ ან საერთოდ არა აქვთ (სირცხვილია!).
ჩიბათი-ლესის საზღვარზე ე.წ. ალ­­­­ვის ხეები დავალაგეთ სო­ცდა­საქმებულებთან ერთად. მადლობა მათ ყოველთვის მხარში გვიდგანან. ხა­ვსებიდან გავწმინდეთ ხეები, შე­ვათეთრეთ.  საკუთარი ეზ­ოს მოვ­ლ­ის ტოლფასი იყო შეგრ­ძნება, რო­ცა იქაურობა გალამაზდა. მატ­არ­ებლის ბაქანი მოვაწესრიგეთ როგ­ორადაც შეგვეძლო, თუმცა ბაქანის მიმდებარედ განადგურებული ქარსა­ცავი ზოლია, რომლის აღდ­გე­ნაც მხო­ლოდ ადგილობრივი ძა­ლებით ვერ მოხერხდება. კარგია, რომ სოცდასაქმებულები, როგორც წყლის სათავე-ნაგებობებზე, აგრეთვე სასა­ფლაოების მოვლა-პატრონობაზე არიან დანიშნული. მოსახ­ლეობა, რო­ცა წყალზე შეფერ­ხებაა ან სასა­ფლაოზე ოდნავ ბალახს დაინ­ახავენ, უკმაყოფილებას გამოთ­ქვამენ და ეს ჩვენ, ბუნებრივია, მეტი აქ­ტიუ­რობისკენ გვიბიძგებს. როცა საზოგადოება აქტიურია, შენ მოდუნების საშუალება და საფუძ­ველი არ გაქვს.
სწორედ საზოგადოების აქტიუ­რო­ბით მიენიჭა ჩიბათის საჯარო სკოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი, ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენის მფლობელის, სამასამდე ფე­რ­წერული ტილოს ავტორის და მწერლის, ზაზა სულაბერიძის სახელი.
ამ იდეით, რომ სკოლას ზაზას სახელი მიენიჭებოდა და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა ლანჩხუთის მხარეთმცოდ­ნეობის მუზეუმში, გამიჩნდა ასეთი იდეა, რომ ჩიბათის ზაზა სულა­ბერიძის სახელობის საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერს მიენიჭებოდა ამერიკაში მოჯირითე ჩიბათელი მხედრების სახელი. ოფიციალურად ჩიბათიდან 17 ადამიანი იყო: ხალამბრე პატარაია, ზურაბი პატარაია, ზოსიმე პატარაია, გიორგი ჭყონია, დათა ჭყონია, მირიან ჭყონია, ვასო ჭყონია, ნიკო ჭყონია, ხარიტონ ჭყონია, ირაკლი ჭყონია, ბათლომე ჯორბენაძე, ივანე ჯორბენაძე, ლა­ზარე ჯორბენაძე, ლევანტი ჯორ­ბენაძე, კირილე ჯორბენაძე, კლემენტო ჯორბენაძე, სერგო ჯო­რბენაძე.
არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ ასევე ჩიბათელი მოჯირითე იმყოფებოდა ამერიკაში.
ამ ყველაფრის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი კირილე ჯო­რბე­ნაძე გახლდათ. ისინი 1893 წელს ჩავიდნენ ამერიკაში. ამ ისტორიის ფონზე არ შეიძლებოდა მათი სახელი დაკარგულიყო ჩიბ­ათში. ლან­ჩხუთის მუნიციპალ­იტ­ეტის მერს სა­კრებულოს სხდომაზე მხარი და­უჭირეს აღნიშნულ სა­კითხს, თუმცა ახლა შესაბამისი ორგანოებიდან ვე­ლოდ­ებით დასტურს. სამომავლოდ გვინდა მათი სახელობის ძეგლის და­­დგმა ჩი­ბათში, თუმცა ეს თანხა, რაც ძეგლის დადგმა ჯდება, სოფ­ლ­ის ისედაც მცირე ბიუჯეტისთვის, საუბარია 30 000-35 000 ლარზე,  საკმაოდ ძვირია, მაგრამ ძეგლის და­დგმა მნიშვნელოვანია. მცირე იდეების მხარდაჭერა უნდა მოხდეს. ამ ფონზე კარგია, როცა ნიკოლოზ ჯორბენაძის სახელობის ტურნირს ვატარებთ მინი ფეხბურთში და მერიიდან შესაძლებლობის ფარგ­ლებში დაფინანსდა საპრიზო კატეგორიები, თუმცა ტურნირმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალგაზრდების მხრიდან სპორტში და სპორტულ აქტივობებში მეტად ჩა­რთვაა საჭირო. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობის სრულყო­ფ­ილად განხორციელების ფონზე შეიძლება პროგრესისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა დაიწყო. პროგრესი მხოლოდ სპორტული თუ კულტურული აქტივობის განხორციელებას არ მოაქვს, პროგრესის ერთ-ერთი ფუნდამეტალური საფუძველია დეცენტრალიზაცია, რა თქმა უნდა, ფართო გაგებით. ჩვენი რაიონის ფონზე, მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ინფრასტრუქტურული დეცენტრალიზაცია.
არ შეიძლება ლანჩხუთი ვაქციოთ თავკომბალად! ამ ფრაზას სკანდალისა და ინტრიგისთვის არ ვამბობ. ყველაფერს, ეს იქნება ახალგაზრდული ცენტრი, სამხატვრო თუ სამუსიკო სკოლა, არ შეიძლება მხოლოდ ლანჩხუთში მოვუყაროთ თავი.  ბუნებრივია ყველა სოფელში ვერ გახსნი ახალგაზრდულ ცენტრს ან სამხატვრო სკოლას, მაგრამ პერიფერიების გონივრული განაწილებ­ით სოფლებს ფუნქციურ დატვირ­თვას მივცემთ.
ყველა იდეა განსახორციელებ­ლადაა გამიზნული თუ წინასწარ გა­წერილი, ხალხთან შეთანხმებული გეგმა გაგაჩნია, რამდენიმე ადამ­ია­ნ­თან ერთად გვქონდა ამაზე საუ­ბარი, რომელსაც უახლოეს პე­რი­ოდში შე­ვთავაზებთ ხალხს.
რაც შეეხება ჩიბათს, ბევრ კარგ და საინტერესო პროექტს ვგეგმავთ და ამაზე მოგვიანებით გიამბობთ. რა­­­მდენიმე იდეა მე მეკუთვნის, რო­მე­ლსაც განხორციელების შემ­თხვე­ვაში მოგახსენებთ.
ყოველივე ზემოხსენებული მნი­შვ­ნელოვანია და აუცილებლად გან­სა­ხორციელებელი, თუმცა პრობლემები ჩვენს სოციუმში უამრავია.
და ბოლოს გეტყვით, რომ ახალგა­ზრდებს სჭირდებათ ასპარეზი!
 თანამე­დროვე ევროპა სოფლებიან ქალაქებიანად დეცენტრალიზაციის ფო­ნზეა განვითა­რებული, ოღონდ ფუ­­­­­ნქციური დეცენტრალიზაციის, ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს ფუ­ნ­ქ­ცი­­­­ები შევძინოთ ჩვენს სოფლებს, გზა ყოველთვის არსებობს.
ბოლოს გეტყვით, რომ ყველა პრო­ცესში ახალგაზრდების ხმა უნ­და ისმოდეს, ისიც ფუნქციურად და­ტვი­რთული.

სულხან პატარაია, იურისტი,
სოფელ ჩიბათის რწმუნებულის თანაშემწე
 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 320
FACEBOOK კომენტარები