ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ აისრულა ამერიკული ოცნება გვიმბალაურელმა გოგონამ, რა იყო მანამდე და რას ელის სამომავლოდ

როგორ აისრულა ამერიკული ოცნება გვიმბალაურელმა გოგონამ, რა იყო მანამდე და რას ელის სამომავლოდ
30-09-2022, 12:06

ანანო ხოფერია ჩემი კლასელია. სკოლიდანვე ნიჭიერებით გამორჩეული დაძალიან აქტიური იყო. ამ გოგომ ბევრი ისწავლა, მაგრამ ამ ქვეყანაში პატრონი თუ არ გყავს, ხომ იცით...
მოკლედ, ჩემმა ანჩომ გადაწყვიტა კრუიზზე დაეწყო მუშაობა. ადგა და დატოვა საქართველო. მოიარა უამრავი ქვეყანა, იშრომა, გაერთო და დღეს უკვე თავის ახალ ბინაში, თავადვე, თავისი ხელებით აკეთებს რემონტს.აი, ასეთი მშრომელი ახალგაზრდა აუცილებლად ძალიან ძალიან ბევრს მიაღ­წევს.
_ ანანო,  დიდი მადლობა, რომ დამ­თანხმდი ინტერვიუზე. გაიხსენეთ ლანჩხუთი და იქ გა­ტარებული ბა­ვ­შვობის წლები.
_ დიდი მადლობა! დავიბადე და გავიზა­რდე სოფელ გვიმბალაურში. ვსწავლობდი სასულიერო გიმნაზიაში. ყველაზე ტკბილად რაც მახსენდება, ეს არის ჩემი სკოლა და გიმნაზიის ცეკვის ანსამბლი, უსაყვარლესი ქორეოგრაფი, არჩილ კალანდაძე. ზოგადად ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. მამიდაჩემი, მაია ხოფერია იხსენებდა, 6 წლის ვიყავი, როცა ცეკვაზე შევედი, უფრო სწორად შევიპარე. ორი თვის განმავლობაში არა­ვინ იცოდა სახლში, რომ ცეკვის წრეზე დავდიოდი და როცა აჩიკო შემ­თხ­ვევით შეხვდა მამიდაჩემს, უთხრა ამის შესა­ხებ. სხვა გზა აღარ ჰქონდათ, გარდა ჩემთვის ხელის შეწყობისა.  მთელი ბა­ვ­შვობა ჩართული ვიყავი სკოლის ღონისძიებებში. ეს იყო სკოლ­ებს შორის ინტელექტუა­ლური თამაშები, თბილისში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კონფერ­ენცი­ები თუ სხვადასხვა აქტივობები. 
_ სამწუხაროდ, მამა ად­რეულ ასაკში გარდაგ­ეცვა­ლა. ბიძის, აფხაზე­თში და­ღ­უპული მერაბ კუ­პრეიშ­ვილის შესახებ მოგვი­ყე­ვით.
_ დიახ, მამაჩემი 11 წელია გარდაცვლილია. მყავს დედა და და-ძმა. ჩემი დაიკო დაოჯახებულია და ჰყავს 4 ულამა­ზესი შვილი, ოთხივე ბი­ჭი, რომლებიც მოწყენის კი არა, დასვენების საშ­უ­ალებას არ მაძლევენ შვე­ბულების დროს. 
ბიძაჩემი, მერაბ კუპრე­იშვილი დაიღუპა 1993 წლის ივლისში, აფხა­ზე­თის ომში, ჩემი დაბადებიდან 9 დღეში. სამწუ­ხაროდ, ერთმანეთის გაცნობა ვერ მოვასწარით. გად­მოცემით ვიცი, რომ ძალიან კე­თილი და კარგი ადამიანი იყო. მეამაყება ის, რომ მერაბი ჩემი ოჯახის წევრი იყო. მად­ლი­ერი ვარ თითოეული ვაჟკაცის, ვინც ბი­ძ­აჩემის გვერდით, ბრძოლის ველზე იდგა ქვეყნის დასაცავად. 
_ სკოლის შემდეგ გადახვედი ბათუმში, იქ განაგრძე უნივერსიტეტში სწავლა, სტუდენტობის პერიოდზეც მოგვიყევი.
_ დიახ, სკოლა როგორც კი დავამთავრე, სწავლა გავაგრძელე ბათუმის სახელწმიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკუ­ლ­ტეტზე. მათემატიკა ბავშვობიდან მიყვარდა, სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს ფაკულტეტი. სწავლის პარალელურად ვმუშაობდი. უნივერსიტეტშიც მაქსიმალურად ჩართული ვიყავი თვითმმართველობის პროექტებში. ხში­რად დავდიოდით საქართველოს სხვა­დასხვა კუთხეებში სტუდენტური აქტი­ვო­ბებით. ვაწყობდით ღონისძიებებს უნი­ვე­რ­სიტეტში და ვხვდებოდით უამრავ საინტერესო ხალხს, როგორც ზემოთ ვახსენეთ, სწავლის პარარელურად ვმუშაობდი. 
_ სწავლის პარარელურად ჩვენ ვმუ­შაობდით კვლევითი კომპანია Aჩთ-ში, ეს იყო ჩვენი პირველი სამსახური. რა შეგრძნება იყო შენი შრომით მიღებული პირველი ხელფასი და საინტერესო ისტორიებზეც მოგვიყევი. (აჭარა, ხულოს სოფ­ლები, შინამეურნეობის კვლევა).
_ ჩემი პირველი სამსახური იყო ინტერვიუერის პოზიცია კვლევით კომპანიაში, რომ­ელიც კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანიაა და მუშაობს 3 კონტინენტზე 25-ზე მეტ ქვეყანაში. ემსახურება კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ეკ­ონომიკური, სოცი­ალ­ური და პოლიტიკური ცვლილებების გან­ხო­რ­ციელებაში. მიწევდა მოგზაურობა საქა­რთველოს სხვა­დას­ხვა რეგიონში. გან­საკუთრებით აჭა­რის რეგიონში. მო­­ვიარე ულამაზესი მაღალმთიანი აჭ­არა. რამდენიმე პრო­ე­ქტში ერთ­ა­დაც მი­ვიღეთ მო­ნაწილეობა, რაც ნამდვილად სა­სი­ამოვნოდ მა­ხ­სენდება. კვლე­ვითი კომპანიის შემდეგ არ­აერთ კომ­პა­ნიაში ვმუშ­ა­ო­ბ­დი. ძირი­თა­დად ტურისტულ სფე­როში. უც­ხო ენ­ებიც ვის­წავლე, დი­დი გამო­ც­დი­ლ­ებაც მი­ვიღე უცხოე­ლებთან თანამშრომლობის. მეც, რა თქმა უნდა, ვცდილობდი რაიმე გზა მეპოვნა საზ­ღვარგარეთ წასასვლელად.
_ ანანო, მივედით საინტერესო ადგილამდე... რადგან ქვეყანაში არსებულმა ხე­ლ­ფასებმა და პირობებმა არ დაგა­კმა­ყო­ფილათ, ადექით და უმსხვილესი კომპანიის კრუიზზე დაიწყეთ მუშაობა. მოიარეთ ბევრი ქვეყანა. მოგვიყევით როგორი იყო კრუიზზე გატარებული დღეები და რამდენი ქვეყანა მოიარეთ? ასევე სახალისო ისტორიებიც გექნებათ. 
 _ პირველი ქვეყანა, სადაც სამუშაოდ წავედი ჩემს მეგობრებთან ერთად, ეს იყო კვიპროსი, სადაც ერთი წელი ვიმუშავე. იქ მივხვდი, რომ მოგზაურობა მიყვარდა. რო­გორც კი ჩამოვედი, სამოგზაუროდ წავედი იტალიაში და აი, იქ მოვიწამლე, დავავადდი იმ სენით, რასაც მოგზაურობის სენი ჰქვია. როგორც კი დავბრუნდი, უკვე ვფიქრობდი მე­მუშავა, ფული დამეგროვებინა და სხვა ქვეყნების მოსანახულებლად წავსულიყავი. იტ­ალიის შემდეგ იყო, ჩეხეთი, თურქეთი, აზ­ერბაიჯანი, უკრაინა და მობრძანდა კოვიდიც. სამწუხაროდ, როგორც ყველა, მეც მომიწია სამსახურიდან წამოსვლა და სახლში ჩა­ჯ­დომა. რა თქმა უნდა, ვერ ვისვენებდი და შუა პანდემიის დროს მოვახერხე და წავედი ალბანეთში. ამ ევროპის პატარა ქვეყანაში, ხმელთაშუა ზღვის ულამაზეს სანაპიროებზე დავყავი თითქმის ერთი წელი. იქ უკეთ გა­ვე­რკვიე საკრუიზო კომპანიებში. უკვე პოსტ კოვიდური სიტუაცია იყო, შესაბამისად კომპანიები აცხადებდნენ მიღებებს. დავრეგის­ტრირდი ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კომპანიის საიტზე. გავაგზავნე ჩემი რეზიუმე და ცოტა ხანში მომწერეს. შემდეგ გავიარე არაერთი გასაუბრება. ჩავაბარე გამოცდები და ამის შემდეგ ჯერი დადგა ამერიკის ვიზის აღების, რაც საკმაოდ რთული იყო იმ პერიოდში. მოკლედ, ეს ეტაპიც წარმატებით გავიარე და 2021 წლის ნოემბერში საფ­რან­გეთიდან ავედი გემზე, სადაც მომენიჭა ოფი­ც­ი­ალურად მეზღვაურის სტატუსი. ვერ აღ­გიწერთ ჩემს ემოციებს პირველად კრუიზზე ასვლისას. ავედი გემზე, რომელიც არის 13 სართულიანი, 1500-მდე თანამშრომლით და 3000-მდე სტუმრით. ერთადერთი ქართველი ბორტზე. პირველი ორი კვირა საფრან­გეთი­დან მივდიოდით ამერიკისკენ. იმ ქვეყნისკენ, რომელზეც ვოცნებობდი მთელი ბავშვობა და როგორც იქნა დავდგი ფეხი ამერიკის მიწ­აზე. ვერც ამ ემოციას აღგიწერთ, ამერიკა დი­დი ვერაფერი, უბრალოდ, აი, ის შეგრძნებაა სასწაული, როცა ოცნებას იხდენ, დასახულ მიზანს აღწევ. ბორტზე ვიცხოვრე 10 თვე. ამ ხნის განმავლობაში გავიარე უამრავი ტრე­ნინგი, დიდი გამოცდილება მივიღე, რო­გორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე, როგორც რიგითმა მეზღვაურმა. იყო გონებრივი და ფიზიკური გადამზადებები. რაც ჩემ­თვის ძალიან საინტერესო იყო და დიდ ცხოვრებისეულ გამოწვევად ვთვლი. ძირით­ადად ვცურავდი ჩრდილო და სამხრეთ ამერ­იკაში: აშშ, კანადა, მექსიკა, ჰონდურასი, პანამა, იამაიკა, ბაჰამას კუნძულები, ბერმუდის სამკუთხედი და სხვა კარიბის ქვეყნები. ეს ათი თვე იყო ნამდვილად თავგადასავლებით სავსე და რა თქმა უნდა, დამღლელიც. ახლა ორი კვირაა, რაც აქეთ ჩამოვედი შვებ­ულებით, მაგრამ აქაც ვერ ვისვენებ. სულ ვცდილობ რაღაც ვაკეთო. შესაბამისად, დას­ვენება არც გამომდის.
_ სამომავლო გეგმებზეც რომ გვითხ­რათ...
_ მალე დავუბრუნდები შორეულ ნაოსნო­ბას. კომპანიასთან მაქვს უკვე ახალი კონტრაქტი და გვიან შემოდგომაზე შევუდგები ჩემს საყვარელ საქმიანობას. ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ახალი საინტერესო ხალხის, მათი კულტურის, რელიგიის გაცნობა. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, იმხელა ენერგიას ვიღებ ახალი ადგილების შეცნობით და ოკეანის მარილიანი წყლის სურნელით, ასე მგონია, თავიდან ვიბადები. ისე, გურულ ქალს რა დამღლის და გამომილევს ენერგიას. ბო­ლოს, მინდა გითხრათ დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩემი ცხოვრებით და ყველა ახ­ალგაზრდას მინდა ვუსურვო ოცნებების, დასახული მიზნების ასრულება. პირადად ჩემთვის არ არსებობს სიტყვა ,,ვერ" (ვერ შე­ვძლებ, არ გამომივა...). თუ გინდა, რომ გამოვიდეს, თუ გწამს შენი ძალების, აბსოლუტურად ყველაფერს შეძლებ. 
მინდა დიდი სიყვარულით მოვიკითხო ჩემი პატარა ლანჩხუთი და წარმატებები გის­ურვოთ თქვენ და ,,ჰო და არა"-ს რედაქციას.

მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 310
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა