ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე გურიაში მიკრომეწარმეობის პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდა

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე გურიაში მიკრომეწარმეობის პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდა
30-09-2022, 11:47

სააგენტოს „აწარმოე საქართვე­ლოში“ დირექტორის მოადგილე ირ­­აკლი გაბრიაძე  გურიის მხარეში მიკრომეწარმეობის  ხელშემწყობი სა­გრანტო პროგრამის  გამარჯვებულებსა და მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა. 
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხა­რეში გიორგი ურუშაძე, გურიის მუნიციპალიტეტების მერები,  საკრებულოს თავმჯდომარეები და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკ­რომეწარმეობის დეპარტამენტის ხე­ლმძღვანელი ავთანდილ ღოღო­ბე­რიძე.
შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დი­რექტორის მოადგილემ სააგენტოს არსებული და სამომავლო პროგრ­ამები გააცნო, რათა მეწარმეებს სამომავლოდ შესაძლებლობა ჰქო­ნდეთ ისარგებლონ და გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა „აწარმოე საქა­რთველოში“ არსებული პროგრამების ხელშეწყობით. 
ირაკლი გაბრიაძის თქმით, 2022 წელს მიკროგრანტების პროგრამას  უპრეცედენტო რაოდენობის - 1400-მდე ბენეფიციარი ჰყავს, რაც ნიშნ­ავს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭ­ერით  დაფინანსდა  1400-მდე ­პრ­ოე­ქტი და შეიქმნა როგორც ახალი ბიზნესები, ასევე ახალი სამუშაო ადგ­ილები.
„რაც შეეხება გურიას, გურიის მხარეში წელს გვყავს  62 გამარჯვებული პროექტი და ამ პროექრტის ფარგლებში განხორციელდება 2 მილიონ ლარამდე ინვესტირება გრანტის სახით სახელმწიფოს მხრ­იდან და დასაქმდება ასზე მეტი ადამიანი რეგიონში“, -აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.
შეხვედრის ბოლოს გამარჯვებულ მიკრომეწარმეებს სახელობითი აბრები გადაეცათ.
მიკრო და მცირე გრანტების ხელ­შეწყობის პროგრამა, რომლის ფარ­გლებშიც მიმდინარე წლის აგვი­სტოში გამოვლინდა 1 400-მდე გამ­ა­რჯვ­ებული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 38 481 357 ლარია. აღნიშნული პროექტების ფარგლებში შეიქმნება 3 815 სამუშაო ადგილი. მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში 2015 წლიდან 2021 წლის ჩაათვ­ლით სულ დაფინანსებულია 7 ათა­სამდე პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 78 689 703 ლარს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 17 446 ადამიანს აღწევს.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 368
FACEBOOK კომენტარები