ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა არის ,,არტ” ბანაკი~, როგორ მიაღწია წარმატებას და რას ჰპირდება ლეო ჩერქეზია ლანჩხუთს

რა არის ,,არტ” ბანაკი~, როგორ მიაღწია წარმატებას და რას ჰპირდება  ლეო ჩერქეზია ლანჩხუთს
23-09-2022, 12:12

,,ჰო და არას“ სტუმარია წარმატებული ლანჩხუთელი ახალგაზრდა, ლეო ჩერქეზია.
_ პირველ რიგში დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და მადლობა იმის­თვის, რომ მისურვეთ წარმატებები. ვინ არის ლეო ჩერქეზია და ერთი უბრალო ახლგაზრდა ბიჭი თავისი მიზნებით თავისი ოცნებებით და რაც მთავარია თავისი პირადი სივრცით, რომელიც თავადვე შეუქმნა საკუთარ თავს.
_  ლეო, პროფესიით მსახიობი ხარ, როდის და რატომ გადაწყვიტე ეს პროფესია აგერჩია?
 _ ძალიან დიდი სურვული და ოცნება მაქვს, ვიყო შემდგარი მსახიობი. ეს გა­დავწყვიტე მაშინ, როდესაც პირველად გია ქურიძემ დამაკავა სპექტაკლში ,,ათვი­ნიერებენ მიმინოს" მაშინ გამიჩნდა ინ­ტერესი, თუმცა ირმა მენაღარიშვილმა როცა მომცა უკვე დიდი როლი ,,პატარა უფლისწულში", სწორედ მაშინ გადავყლაპე სცენის მტვერი, რომელიც ჩემში დარჩა და დარჩა დღემდე. მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ყველა რეჟ­ის­ორს, ვისთანაც ლანჩხუთში ვითან­ამშრომლე მადლობა ვუთხრა, რომ შე­მაყვარა ეს პროფესია და ეს საქმე.
_ როგორ ფიქრობ, სახელმწიფოსგან აქვთ დღეს მსახიობებს მხარდაჭერა? ანუ, ნებისმიერ მსახიობს აქვს შესაძლებლობა ნორმალურად იცხო­ვროს ქვეყანაში?
_ ეს არის კითხვა, რომელზეც ყოვე­ლთვის მაქვს პასუხი, რა თქმა უნდა არ აქვთ, რადგან ვიცი გენიალური მსახიობები, არტისტები, რომელთაც საარსებო მინიმუმი არ აქვთ და უწევთ თითო სპე­ქტაკლში მხოლოდ 30 ლარის აღება, რაც ძალიან დიდი სირცხვილია და ეს, საწუხაროდ, ყოველთვის ასე იყო. თეატრი მხოლოდ სანახაობა არ არის, ეს არის უდიდესი შრომა, რომელიც, არ ფასდება და მეორე მხარეს არის გადაწეული, რაც ძალიან სამარცხვინოა. ჩემი აზრით, არც ერთი მსახიობი დღეს მარტო თეატრით ვერ ახერხებს არსებობას და მინდა, რომ ეს რეალობა შეიცვალოს.
_ რამოდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაიდო კონკურსი, ,,არტ-ბანაკზე", სადაც ცნობად სახეებთან ერთად იღებდი მონაწილეობას და მამაკაცებში ღირსეულად გაიმარჯვე, დამსახურებული პირველი ადგილი მიიღე. მოგვიყევი, რა არის ,,არტ-ბანაკი“. ელოდი თუ არა ამხელა მხარდაჭერას?
_ აი, კითხვა, რომელსაც ველოდი. კი, ზუსტად ასე იყო და მინდა პირველ რიგში შენ და ლუის გითხრათ მილიონი მადლობა. რომ არა თქვენ, დღეს მე აქ, როგორც ხალხის რჩეული, არ ვიქნებოდი. ასევე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც ეს ფოტო მოიწონა. 3000 კაცი არ არის პატარა ციფრი და უკლებლივ ყველას დიდი მადლობა ამ შანსისთვის.  ,,არტ რესპუბლიკა“, ,,არტ ბანაკი“ არის ახალი სიტყვა ქართული თეატრის ისტორიაში. ეს იქნება პირველი დამოუკიდებელი თეატრი, რომელიც მოი­ვლის სრულიად საქართველოს და იტყვის ახალ სიტყვას ქართული თეატრის ისტორიაში, როგორც 1998 წელს ,,თე­ატრალურმა სარდაფმა“ მოახდინა თეა­ტრალური რევოლუცია და გახდა პირ­ველი დამოუკიდებელი თეატრი. 27 უცხო ადამიანი ერთ სივრცეში ვაკეთებთ საყვარელ საქმეს, სადაც გვაქვს მასტერკლასები და ამ ბანაკის შედეგს მაყურებელი ნახავს 1-ელ ოქტომბერს, ბაზალეთის ტბაზე.
_ სამომავლოდ რა მიზნები გაქვს, რის განხორციელებას აპირებ?
_ სამომავლო გეგმები ძალიან ბევრი მაქვს. პირველი არის ის, რომ ,,არტ ბანაკში“ ჩემი საქმე მივიყვანო ბო­ლომდე. მეორე არის ის, რომ პარალელურად მაქვს  გადაღებები სერი­ალში, სადაც მომცეს ერთ-ერთი მთავარი როლი. ასევე ვაპირებ უცხოეთში სწავლის გაგრძელებას და ერთ დიდ პროექტში ჩართვას, რომელზეც მაშინ დავწერ, როდესაც ზუსატად გავიგებ ყველაფერს. გეგმა ბევრი მაქვს, მაგრამ ჯერ ყველა გეგმის სისრულეში მოყვა­ნისთვის ვშრომობ.
_  ნიჭიერი ადამიანი ხარ, ასევე ძალიან კეთილი, ხშირად სრულიად უსასყიდლოდ ერთვები სხვადასხვა სახის ღონისძიებებში და კარგი წამყვანიც ხარ. ვინ შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი იმაში, რომ ასეთი აქტიური ხარ?
 _ დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემმა ოჯახმა. გან­საკუთრებით დედაჩემმა, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წუთა­მდე სჯეროდა ჩემი,  სჯეროდა ჩემი მონდომების და ჩემი პირ­ოვნების. ბევ­რი შეცდომა დავუშვი და ბევ­რსაც დავუშვებ იმიტომ, რომ ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავამართლო თქვენი და ჩემი ოჯახის იმედები.
_  გვესაუბრეთ, რა მოგონებები გა­კავ­ში­რებთ, რას ნიშნავს თქვენთვის ლა­ნჩხუთი, აპირებთ თუ არა დაბრუნებას მშობლიურ ქალაქში.
_ ლანჩხუთი ჩემთვის არის ჩემი ცხოვრების საფუძველი. ყველაზე გან­საკუთრებულად მახსენდება ჩემი ბავშვობა და სკოლის პერიოდი. არაჩვეუ­ლებრივი სკოლა დავამთავრე, საოცარი პედაგოგებით სავსე, რომელთაც ლომის წვლილი მი­უძღვით ჩემს გან­ვითარებაში, საოცრად მახსენდება ლა­ნჩხუთის კულტურის ცენტრი, სადაც არ დავბადებულუვარ, თორემ მანდ გავიზარდე. მიყვარს ყოველი დღე ლანჩხუთში, რაც მახსენებს წარსულს, ბავშვობას და ჩემს ორ საგანძურს, რო­მელიც მანდ დავტოვე, ეს არის ბებიაჩემი და დედაჩემი. ლანჩხუთი ჩემთვის არის საოცარი მოგონება, რაც შეეხება დაბ­რუნებას, ვერ დავბრუნდები, იმიტომ კი არა, რომ არ მიყვარს, არა, უბრალოდ ჩემი პროფესია არ არის აქ­ტიური ჩემს რა­იონში, მე კიდევ თეატრის გარეშე ცხო­ვრება არ შემიძლია, თუმცა როცა ლა­ნჩხუთს ჩემი თავი დასჭირდდება, მაშინვე იქ გავჩდები.
დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის! მე ჯერ არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ვგრძნობ უდიდეს სიყვარულს და საოცარ ენერგეტიკას, რამაც მე გადამარჩინა დიდი განსაცდელის ჟამს და რაც მაძლიერებს.  

                  ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 387
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა