ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თეთრეულს არ ვრეცხავდი, სანამ დედის სუნი ჰქონდა

თეთრეულს არ ვრეცხავდი, სანამ დედის სუნი ჰქონდა
29-08-2022, 15:39

ემიგრანტებისთვის მინდა დავწერო, რადგან ბევრი გვყავს ასეთი.
პირველად 14-15 წლის ვიქნებოდი დაახლოებით, როცა მამას გარდაცვალების შემდეგ დედამ ჩემოდანი ჩაალაგა და ავტობუსში ჩაჯდა, რომ უმამობა ვერ გვერგძნო მე და ჩემს ძმას. თავიდან 3 თვეში ერთხელ ჩამოდიოდა და ზუსტად ისე განვიცდიდი ყველა წასვლას, როგორც პირველად, ავტობუსში ჩაჯდომა, დანახვა ჭირის დღესავით მძულდა. ვხვდებოდი მასაც, როგორ უძნელდებოდა ჩვენთან განშორება.
გაცილების დღეს ვიცოდი კარგად უნდა მომერგო როლი, რომ იქეთ გამემხნევებინა, არადა გულში რა ქარიშხალი ტრიალებდა, დედასთან ხომ არ შევიმჩნევდი, იქეთ ვეუბნებოდი, რომ მალე გავიდოდა ეს დრო, ჩაჯდებოდა თუ არა, ცრემლებით ვსველდებოდი.
სახლში მისვლაც არ მინდოდა, მისი ხელი რასაც ეხებოდა, არ მინდოდა შევხებოდი და წამეშალა მისი კვალი. მის საწოლში ვიძინებდი და თეთრეულსაც კი არ ვრეცხავდი მანამ, სანამ მისი სუნი ჰქონდა.
ასე მოვედი აქამდე და პირველი გაცილებიდან ბოლო გაცილებამდე იგივე მეორდებოდა, ისე განვიცდიდი მის წასვლას, როგორც პირველად.
ხშირად ვფიქრობდი, რომ იქნებ საერთოდ მისი დარჩენა ჯობდა, 1 პური გაგვეყო და ამხელა ტკივილი არ ჩაგვედო არც ერთს ჩვენს მეხსიერებაში.
ჰოდა, ძვირფასო დედებო, იცოდეთ, რომ ყველაზე დიდი ადგილი გიჭირავთ ჩვენს გულში და სულში, ისიც იცოდეთ, რომ რაც არ უნდა ვაკეთოთ, თქვენს ამაგს ვერასოდეს გადავიხდით.
გვიყვარხართ და სულ ჩვენს ფიქრებში ხართ!
მადლობა თქვენს ხელებს!

ნინია ბარამიძე
სურათზე ორი ემიგრანტი ქალბატონი: დედაჩემი და ლუი ორაგველიძის დედა

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 547
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა