სასწაული!
12–13 საუკუნის უკან გადავფრინდი!
აბოს ცხოვრებამ გაიელვა!
გურიაში, ლანჩხუთში, საოცარმა ქალბატონმა, ციცინო უგრეხელიძემ ქრისტიანულად მოაქცია ირანელი, მუსლიმი ახალგაზრდა, ჯაჰანგირამინიფირჩელ, რომელიც რვა წელია ცხოვრობს საქართველოში, კარგად გაეცნო ქრისტეს სჯულს. უამრავი ქართველი მეგობარი ჰყავს, მაგრამ მან აირჩია ქალბატონი ციცინო, რომელსაც უდიდესი სიყვარულით, პატივისცემითა და სითბოთი დედას ეძახის! ოჯახმაც შვილად მიიღო ჯაჰანგირამინიფირჩელი! კარგა ხანია დაჟინებით სთხოვს ქრისტიანული რწმენის მიღებას. ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი და საქართველოო. ქალბატონმა ციცინომ ღრმად გაათვითცნობიერა ქრისტეს მსახურების საკითხებში. წმინდა ნიკოლოზის შობის დღეს, ცოტნეობის დღეს, დიდგორობის დღეს ჯაჰანგირამინიფირჩელ გახდა ქრისტიანი გიორგი. დავფიქრდეთ, შემთხვევით არაფერი ხდება უზენაესის შექმნილ სამყაროში! ნათლობა ჩატარდა ლანჩხუთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, მამა საბას (ჟღენტი) მადლმოსილებითა და უფლის ნებით! დღეიდან ირანელი მუსლიმი ახალგაზრდა ჯაჰანგირი გახლავთ ქრისტიანი გიორგი! რომელიც დედა-ნათლიას მოკრძალებულად სთხოვს ქართული გვარის ჩუქებასაც. აღსრულდეს ნება ღვთისა! (ჯაჰანგირი) გიორგი ოჯახის ბიჭებს გიას და გიგას თბილად იკრავს მკერდში და ძმებად აღიარებს. დედა-ნათლია ციცინომ, კი გიორგი (ყოფილი ჯაჰანგირი) თავის მეუღლე ეგანთან ერთად შვილად მიიღო და აუხსნა, რომ ისინი უკვე მათი ოჯახის წევრები არიან, სადაც გიორგი უკვე კარგა ხანია ცხოვრობს. ეს შენი სახლია საქართველოში, შენ უკვე ჩვენი ოჯახი ხარ! – ეფერება ქალბატონი ციცინო. უფლის მადლი არ მოგკლებოდეთ მონათლულს, ნათლიას, და უღრმესი მადლობა მამა საბას! ამაზე უდიდესი მადლი მართლაც წარმოუდგენელია ქართველი ადამიანისთვის! იმრავალჟამიერეთ! გილოცავთ! გვიყვარხართ! დიდება უფალო შენს ნებას!
საოცარმა ქალბატონმა ქრისტიანულად მოაქცია ირანელი მუსლიმი ახალგაზრდა
ლალი ორმოცაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 727