ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი: „ქართულ ჩაის განვითრების პოტენციალი აქვს“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი: „ქართულ ჩაის  განვითრების პოტენციალი აქვს“
22-08-2022, 11:52

ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი ჩაის დარგის განვითარებას პრიორიტეტად მიიჩნევს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში გიორგი ურუშაძემ, ჩაის მწარმოებელი რეგიონების ფერმერებმა, კოოპერატივების,  ჩაის გადა­მამუ­შავებელი საწარმოს წარმომადგენლებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერეს.
მინისტრის თქმით, ჩაი საქართველოსთვის ტრადიციული კულტურაა და მას განვითრების პოტენციალი აქვს, თუ მისი ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ. სწორედ ამიტომ,  ხორციელება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 1600 ჰექტარზე მეტ ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდა.
„ვეხმარებით გადამმუშავებელ სექტორსაც. გურიაში, სოფელ ბახვში გვქონდა შეხვედრა ფერმერებთან; ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, თუ რა დამატებითი მხარდაჭერა ესაჭიროება სექტორს შემდგომი განვი­თარებისთვის. ჩვენ მზად ვართ, მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ფერმერებს, რათა ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ჩაი", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ, ბოლო პერიოდში, ქართველი პრაქტიკოსი მეჩაიე ფერმერების მიერ დანერგილმა ჩაის ფოთლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიამ - ბუჩქის ბრტყელზედაპირიანმა ფორმირებამ, მნიშვნე­ლოვნად გააუმჯობესა ჩაის მოვლა-მოყვანის კომპლექსური მექანიზაციის პროცესი და, ხარისხთან ერთად, ჩაის საკრეფი ზედაპირის ფართობი გაზარდა.
ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აღნიშნული ტექნოლოგიით 5 ჰა ჩაის პლანტაციის ფორმირება მოახდინა, სოფელ ქვემო ბახვში მცხოვრები დავით თენეიშვილია, რომლის ჩაის პლანტაციაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო ოვალურზედაპირიანი ჩაის პლა­ნტაციის ბრტყელზედაპირიან პლანტაციად ფორმირების პროცესს. ოთარ შამუგია იაპონური, ჩინური, თურქული და „საქჩაიმანქანის“ მიერ წარმოებული ქართული ხელის სასხლავი, საკრეფი და გვერდების სასხლავი აპარატების საჩვენებელ გამოცდას დაესწრო.
მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ ეკონომიკური გაერთიანებისა და ინოვაციების ცენტრი წარმომადგენლები და ჩაის მწარმოებელი ფერმერები: „ჩაი აკეთი“, „ჩიბათი“, შპს „ჩაი ჩიბათი“,  „ქართული არომატი“. ა(ა)იპ ეკონომიკური გაერთიანებისა და ინოვაციების ცენტრი დაარსების დღიდან ჩართულია ჩაის დარგის განვითარებისა აღორძინე­ბის საქმეში. ამ პერიოდის მან­ძილზე ჩამოყალიბდა ჩაის მწარმოებელი კოოპერატივები, მოეწყო მცირე გადა­მამუშავებელი საწარმოები, ამჟამად რეაბილიტაცია მიმდინარეობს 13 ჰა-ზე, ლანჩხუთის მუნიციპალი­ტეტ­ში რეაბილიტაციას ექვემდებარება 400 ჰა ფართობი. მინისტრი შეგ­ვპირდა, რომ გაითვა­ლისწინებს ფერმერთა თხოვნას და პროგრამაში მონაწილე მინიმალური ჯამური ფართობი 5 ჰა-დან შემცი­რდება 2-3 ჰა-მდე, მო­სავლის ამღები ტექ­ნიკის შეძ­ენის მხარდა­ჭერის სახელმწიფო პროგ­რამაში დაემატება ჩაის სასხლავი, საკრეფი და ბუჩქის ფორმირების აპარატები, რომელთა ღირებულების 40-50% სახელმ­წიფო დააფინანსებს. ამ მიზნით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება ფერმერებ­თან.
პროფესორმა ნუგზარ ებანოიძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინ­რო კვლევის სამსახურის უფროსმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა: ბრტყე­ლზედაპირიანი ტექნოლოგია უფრო მოსახერხებელია საინჟინრო კუთხ­ით და ხელს უწყობს მოსავლია­ნობის ზრდას. ქართული მაღა­ლხარისხიანი ჩაის და ბიო ჩაის სეგმენტზე დასამკვიდრებლად აღ­ნი­შნული ტექნოლოგია სწრაფად მოგვცემს საშუალებას უმოკლეს დრო­ში აღვადგინოთ არსებული პლა­ნტაციები და წარმოების მნიშ­ვნელო­ვანი ზრდა განვახორ­ცი­ე­ლოთ.
შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია  ქალაქ ოზურგეთ­ში, „ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიის“ თანამედროვე სტან­დარტებით აღჭურვილი ჩაის გად­ამმუ­შავებელი საწარმოს წარმოების პროცესს გაეცნო.
„საქართველოში ჩაის წარმოებას მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. ქარ­თულ ჩაი პოპულარული და მოთხოვნადი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დარგს აქვს პოტენციალი. სწორედ ამან განაპირობა, რომ 2016 წლიდან სახელმწიფომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება დაიწო. მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლე­ბში, საქართველოში ჩაის პლანტაცია რეაბილიტირებულია 1,676 ჰა ფართობზე (აქედან 241 ჰა გურიაში); სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ფერმერებს და მეწარმეებს ქართული ჩაის წარმოების ზრდისთვის ფინანსურ მხარდაჭერას ვთავაზობთ შეღა­ვა­თი­ანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებშიც, დღეისათვის, ამ მიმართულებისთვის 4,395,112,524 ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტია გაცემული. ჩაის წარმოების ზრდისთვის გვაქვს საგრანტო კომპონენტიც, ტექნიკუ­რი დახმარება და სხვა. ეს მხარდაჭერა არის სტიმული და ამავე დროს გარანტია, რომ დარგი გახდეს კონკურენტუნარიანი, ქართული ჩაი ვაქციოთ მოთხოვნად პროდუქტად, რომელიც თავის ადგილს დაიმ­კვიდ­რებს საერთაშორისო ბაზარზე ახალზელანდიურ, ჩინურ, იაპონურ, ინდურ და სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ ჩაის შორის.“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 
„ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიამ“, საწარმოს შესაქმ­ნელად, 500,000 ლარიანი ინვესტიცია განახორციელა.აქედან, 155,000 ლა­რი შეღავათიანი აგრო­კრედიტია. კომპანია „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის“ ბენეფიციარიცაა და 28 ჰა ჩაის პლა­ნტაციების რეაბილიტაციის­თვის სა­ხელწიფო გრანტი 52,000 ლარის ოდენობით აქვს მიღებული.
საწარმო სეზონზე 65 ტონა ჩაის ფოთოლს გადაამუშავებს. პროდუქციის რეალიზაცია ხდება რო­გ­ორც ადგილობრივ, ასევე საე­რთა­შორისო ბაზრებზე. გადამმ­უშა­ვებელ საწარმოში, სეზონურად, 10 ადამიანია დასაქმებული. კომპანი­აში, მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის საერთ­აშორ­ისო სტანდარტი - HAჩჩP დაინერგა.
სახელმწიფოს დახმარებით, საქა­რთველოს მასშტაბით, ჩაის წარმოების მიმართულებით 8,555,127 ლა­რის ღირებულების 42 სესხია გაცემული, მათ შორის, გურიის რეგიონში 6,083,890 ლარის ღი­რებულების 22 სესხია გაცემ­ული. სახელმწიფოს ფინანსუ­რმა მხარდა­ჭერამ მეწარმეებს დამატებ­ითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითა­რება-გაფართოებისთვის.

გელა ზოიძე,
ა(ა)იპ ეკონომიკური 
განვითარები­სა და ინოვაციების ცენტრის დირექტორი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 394
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა