ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მნიშვნელოვანი შეხვედრა ,,ონკოქეა ჯეორჯიაში"


19-08-2022, 11:12

,,ონკოქეა ჯორჯიას”, ერთი ფრი­ად საჭირო  და მნიშვნელ­ო­ვა­ნი შე­ხ­ვე­დრა გაიმართა. ორგანიზაციის წევრ ქალბატონებს ჩა­უტა­რდათ ფსიქოლო­გიური კონსულტაცია და ტესტირება. მათ ფსიქოლოგი და ქცე­ვითი თე­რა­პევტი მარიამ გო­გუაძე  უკვე მე­ო­რედ შეხვდა. 
,,ჩვენ ,,ონკოქეა ჯეორჯიაში” ვმა­­­რ­თავთ ფსიქოთერაპიულ ჯგუფურ შე­ხვედრებს, ვმუშაობთ ისეთ აქ­ტუალურ თემებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირშია დაავადებას­თან, ვცდილობთ ამ პრობლემების აღმოფხვრას დროთა განმავლო­ბაში სხვადასხვა მეთოდებით. დღეს ჩავატარეთ ტესტირება, რო­დესაც გავეცნობით შედეგებს და გა­ვაკეთებთ ანალიზს, იმის მიხ­ედვით თუ ვის აწუხებს: დეპრესია, ან შფოთვითი დარღვევები, საჭირ­ოების მიხედვით,  იქნება ჯგუფური თუ ინდივიდუალური შეხვე­დრები“ გვითხრა მან და ასევე აღნიშნა ისიც, რომ პირ­ველი შე­ხვედრა ჩატარდა სტრესის მარ­თვასთან დაკავშ­ირებით, იმ პრობლემებზე რომელსაც ყოველ­დ­ღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით, ეს იქნება სტრესი თუ  ნევროზი რაც აწუ­ხებს ამ ადამინებს. მათ დაავ­ა­დ­ებასთან მიმართებაში, განხილული იქნა აღნიშნული ფსიქ­იკ­ური და­რ­ღვევე­ბი და ამ ყველა­ფე­რზე იმუშ­ავებენ  დროთა განმა­ვ­ლობაში. შე­ხ­ვდერების რაოდენობა იქნება ჯგუფზე დამოკი­დებული და ეს იქ­ნება თვეში ერთხელ ან ორ­ჯერ, კვირაში ერ­თხელაც. როგორ მო­ითხოვს მუ­შაობის სპე­ციფიკა.
ასევე გავესაუბრეთ, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობს შემსრულებელს ირმა გრძე­ლიძეს, მან გვითხრა, რომ ონკოქეა ჯეორჯია შეიქმნა  იანვარში, რაც ნიშ­ნავს, ონკოპრევენციისა და ონ­კორიაბილიტაციის მხარდამჭერ  ორ­გა­ნიზაციას, თებერვალში მას იურიდიულად ჩაეყარა საფუძ­ველი. ორგანიზაციის დამფუძვნებ­ლები არიან: მზია კვირკველია, ირმა გრძელიძე და ქეთებან ხოფერია. მასში გაწევრიანებულია სულ 45 ქალბატონი, ეს ორგანიზაცია მო­იცავს ზოგადად ონკო­ლოგიურ და­ავადებებს და არა მხოლოდ ძუძუსა და საშ­ვი­ლო­ს­ნოს ონკო­ლოგიას.
,,ჩვენი მთავარი არსი არის ის, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს, როგორ გადავლახოთ ეს სირთუ­ლეები და როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. ჩვენ, ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს ძალიან ბევრის მიცემა შეგვიძლია ერთმანეთი­ს­თვის გამოცდილების მხვრივ, გა­ნსა­კუთრებული ეფექტი გააჩნია ჩვენს შეხვედრებს, ვუზიარეთბთ ერთმანეთს გულისტკივილს, ზოგჯერ ოჯახის წევრებსაც არ ესმის ჩვენი, როგორც ჩვენ გვესმის ერთმანეთის. ამ ხნის განმავ­ლო­ბაში, 8 გასვლა გვქონდა ზუგ­დიდში აქედან, 5 უკვე ამოვიდა ავთვისებიანი სიმსივნე, 4-ფიბრო­ადენომა და სამჯერ ვიყა­ვით წა­სული თბილისში. გარდა ამისა არაჩვეულებრივი პროგრამა შემო­გვთავაზა, ექიმმა მამოლოგმა ბექა სამხარაძემ, რომელმაც სულ მინიმალური თანხის საფასურით გა­გვიკეთა პროგრამა, რომელშიც შე­დის 16 კვლევა, ,,ქალთა პერსონალიზირებული ჯანმრთე­ლო­ბის ცე­ნ­ტრი“- ასეთი კვლევა აქვს გა­კეთებული. ასევე მხარდაჭერა გვაქვს პარლამენტის წევრ  ნინო წილოსანგან, რომლის დახმარე­ბითც  გავი­კეთეთ ეს კვლევები. ჩვე­ნი დიდი მხარდამჭერია პიარის კუთხით ნინია ბარამიძე, ფსიქო­ლოგი  მარიამ გოგუაძეც ასევე  უანგაროდ გვეხმარება. ამ ბოლო კონცერტის შემდეგ, საუბარი გვქონდა ხათუნა ჟორდანიასთან, რომელმაც ასევე აღგვითქვა დიდი მხარდა­ჭერა, რამაც განსაკუთ­რებული მოტივაცია მოგვცა ცხო­ვრების გა­საგრძელებლად.“ გვი­თხრა მან. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ორ­განიზაცია ონკოქეა ჯორჯიას ოფ­ისი მდებარეობს ყო­ფილი სასტუმროს შენობაში მე­სამე სართუ­ლზე ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ოფ­ისის მე­ზობლად.

           მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 540
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა