ზოგი ჭირი მარგებალიაო რომ იტყვიან, დასურ ისეა, ან კიდო აიც გამიგონია _ ,,როცა გშია ზაქარია, ცივი ჭადიც შაქარიაო“. ჭადიც გაძვირდა და შაქარიც, მარა მაინც გვიხარია ცხოვრება.
უწინ ქე ვიყავით ყურწაგდებული, არ ვაფასებდით იმას, რაც გვქონდა, ხოდა, მევიდა ამფერი დროი და ახლა ვშრომობთ სხვაი რა გზაი გვაქ?!. არ ვარ პოლიტიკაში ჩახედული და არც იგი ვიცი ვისი ბრალია მარა, რომ გაძვირდა ყოლისფერი და ხალხს ცხოვრება გუუჭირდა, ამას ხომ ხედავს აი დასაფსები თვალები! არ იფიქროთ რამეზე ვწუწუნობდე, პირიქით აი მთავრობა ამყოფოს უფალმა კარქად და ჯანმრთელად და ჩვენ კიდო გევიტანთ თავს,იგი მითხარით ხალხიზა რომელი მთავრობა ყოფილა?! არ უნდა ჩუუდგე ჯიბრში და არ უნდა ეიფუნგო სასთუმალი. თხილის ფასმა ორი კაპიკით მეიმატა და გამიხარდა, გავსწორდი წელში, გევიქეცი სათხილეში. ამას წინათ ყველი ჩავაბარე, რაცხა ჭადის ქფილი გავყიდე კიდო და მოვაგროვე ფული, გადევედი აგერ თურქეთში, ვიყიდე ზეთი, მაიონეზი, კარაქი, შამპუნი, ტვალეტის ქახალდი და რა ვიცი რა აღარ ვიყიდე, გავაფსე ოჯახი, გევიხარეთ მარა რა გევიხარეთ. ამევისუნთქეთ პაწა...ბაღნებს კიდო ყველას ჩამუუტანე რაცხა, შიკოლადის კარაქიო, ნუთელას რომ უძახიენ იი კიდო და დავპურდით.
იგიც უნდა გაგიმხილოთ, რომე კმაყოფილი ვარ ნამეტარი, იკადრეს ქალაქლებმა სტუმრობა, მოსწონარიენ აი სოფლის ყველი და ნადუღი, უწინ ბუზს არ ისვამდენ მხარზე და ახლა დედა რა კაია სოფელიო, იკლავენ თავს. მაგენს ნენა ზედ ცენტრ თბილიში აქვენ ბინები, მარა ყავაზე არიენ გადასული, აქანე ყავას მე მასუმენ.სულო ცოდვილო უსაჩუქროთ არ ჩამოსულარიენ. არ ვარ უმადური ქალი და ამასაც ვიტყვი პატივს კი მცემენ ნამეტანს, ქვეყნის რაცხა ჩამომიტანეს ჩასაცმელი, დასახური, აქეთ ბაღნებსაც ნაირნაირი სათაშოები. რა მიკვირს იცით? იძახიენ დავსახლდეთ უნდა აქანეო, მარა ძროხის მოწველა მაგენმა არ იციენ და....
რეიზა დავწერე ახლა აი წერილი თუ იცით , უმადური არ უნდა იყო კაცი, თუ გაგიჭირდა და გაძვირდა ყოლისფერი, რაცხა უნდა მეიფიქრო შენც. მეიფიქრო უნდა ხო, ჩამოით აგერ სოფელში, რეთი სახლია მიტიებული და გაანძრით ხელი!
ჩამოით აგერ სოფელში, რეთი სახლია მიტიებული და გაანძრით ხელი!
პატივისცემით ფაციე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 634