ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

„ახალი შესაძლებლობლებები რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობისათვის“ლანჩხუთში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

„ახალი შესაძლებლობლებები რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობისათვის“ლანჩხუთში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
17-08-2022, 11:41

კონფერენცია გახსნა და უძღვე­ბო­და გელა ზოიძე, ეკონომიკური გა­ნვითარებისა და ინოვაციების ცე­ნ­ტრის დირექტორი. 
კონფერენციის სტუმრებს და მო­ნა­წილეებს მიესალმა ალექსანდრე სარიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპა­ლიტეტის მერი, რომელმაც აღინიშ­ნა, რომ მეტად მნიშვნელოვანია ამ ტიპის კონფერენციების მოწყობა, ხელს უწყობა ეკონომიკის განვითა­რე­ბას და ინვესტიციების მოზიდვას.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ აღნიშნა, რომ მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობისათვის მნიშვნე­ლო­ვანია, განსაკუთრებით ტრადიციული დარგების განვითარება და მათ შორის, მეცხოველეობა, მემცენა­რეობა და სხვ.
დღის წესრიგის პირველ საკით­ხზე - „ქართული ტრადიციული ხორბლის ჯიშების ბიოწარმოების აღდგენა საქართველოში“ისაუბრეს თამარ ჯინჯიხაძემ და  მირიან ჩო­ხელმა,  სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წა­რმომადგენლებმა, რომლებმაც აღ­ნი­შნეს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანაში შპს „კომპანია აგრომშენის (დირექტო­რი ბიძინა ჯიბლაძე)“  კუთვნილ 5 ჰა­-ზე დაითესა ძველი ქართული ენდემური ჯიშის ხორბალი, რომელიც მოიყვანეს ბიოლოგიურად სუფთა საშუალებებით, ჰერბიციდების გარე­შე და, რომელმაც საუკეთესო შე­დე­გი მისცათ.
შპს „ჯეონათს კომპანის“დირექტორმა რევაზ ჩიტიძემ დამსწრეთ გააცნო სოფელ ნიგოითში არსებული ინოვაციური პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის - ინტენსიური ტექნოლოგიები მრავალწლი­ანი ბაღების გაშენებაში. კომპანიის ფართობებზე მოჰყავთ ხილი, მათ შორის: მსხალი, ვაშლი, ატამი, გარგარი. 10 კჰა-ზე კი გააშენეს ავო­კა­­დო, რომელიც კარგად შეეგუა არსებულ პირობებს.  მუდმივად და  სე­­ზონურად დასაქმდა ადგილობრი­ვი მოსახლეობა.
ქართული თევზის წარმოების გა­ფართოებას ჯაპანის სატბორე მეუ­რ­ნეობის რეაბილიტაციის საფუძვე­ლზე ახორციელებს შპს „ვოთერ­მენე­ჯმენტი“ (დირექტორი ბიძინა ჯიბლაძე) უკრაინულ კომპანია „რიბატსკი ხუტორთან“ ერთად.
ინფორმაცია ქართულ-უკრაინული პროექტის შესახებ კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ეკო­ნომიკური განვითარებისა და ინო­ვაციების ცენტრის სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფი­ლე­ბის უფროსმა, ეთერ ჭყონიამ.
მისი თქმით, უკრაინულ მხარე­ს­თან ერთად შემუშავდა პროექტი, რო­მელიც ითვალისწინებს 28ჰა  წყა­ლ­სატევის ტერიტორიის აღდგე­ნას და რომლის სახარჯთაღრიც­ხვო ღირებულება აღემატება 1მლ. 200 ათას ლარს. 
შპს „ვოთერმენეჯმენტს“ საკუ­თრე­ბაში აქვს 28ჰა სატბორე მეურნეობა, რომლის მიმდებარედ არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორი ბუნებრივი ტბა  - „დიდი ნარიონალი“, ჯამში შესაძლებელია 182 ჰა-მდე დიდი სატბორე მეურნეობის მოწყობა.მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა და ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი (200 დღე) იძლევა ლიფსიტების გამოყვანის ხელსაყრელ შესაძლებ­ლობას. ტბორების მიზნობრივი კაპიტალური რემონტისა და რეკონსტრუქციის შემდეგ ბიორეს­ურსების წარმოება შეიძლება იყოს 4,3 მლნ. ლიფსიტა (7 დასახელების თევზი)  
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წყალსატევის 3,5 მ. საშუალო სიღრმეს, უნდა გაიზარდოს მისი პროდუქტიულობა ჰექტარზე 200 კგ-მდე.
როგორც აღინიშნა, პროექტზე მუ­შაობა მიმდინარეობს უკვე სამი წელია, მისი განხორციელება გადა­იდო პანდემიის გამო, მ/წლის მა­ის­ში უკრაინული მხარის წარმომადგენელი იგორ დიკუხა იყო ჩამოსუ­ლი ლანჩხუთში, რათა მხარეები სა­ბო­ლოოდ ჩამოყალიბებულიყვნენ  და სამი წლის წინ შემუშავებულ პრო­ექ­ტისთვის მსვლელობა მიეცათ.
კერძო სექტორის როლი სოფ­ლ­ის მეურნეობის განვითარე­ბაში თავისი მოსაზრება წარმოადგინა გოჩა ბერიძემ - აჭარის „აგროპროექტების მართვის კომპანიის გენერალურმადირექტორმა, რომელმაც  აღნიშნა, რომ მისი ორგანიზა­ციის პოტენციური პატნიორებია: აგ­რო­სფეროში მოქმედი ბიზნესი; ბიზნესი, რომელიც ოპერირებს აგ­რო­სფეროში და იმყოფება  კრიზის­ში; ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები, ვისაც საქართველოში სურთ აგროსფეროში ინვესტიციის განხორციელება. დამწყები ან მოქ­მედი ბიზნესი ვისაც სურს აგრო­მიმართულებით დაფინანსების მოძი­ება (გრანტი, აგრო-სესხი, სახელ­მწიფო დახმარება);  
კომპანიას აქვს სხვადასხვა სე­რ­ვი­სი: მეურნეობის/საწარმოს/ფერმის შესწავლა, ანალიზი და ბიზნეს გეგმის მომზადება; მეურნეობის/საწარმოების/ფერმის დაგეგმარება, ტექნო­ლო­გიური რუქის შედგენა; მეურნე­ობის/საწარმოს/ფერმის აგროპრ­ო­­ცე­სების სრული ციკლის მართვა; აგრობიზნესისათვის საინვესტიციო პაკეტების მომზადება, დაფინანსების მოძიება (გრანტი, სესხი, სახელმ­წი­ფო დახმარება) და სხვა.
გოჩა ბერიძემ აღნიშნა, რომ მომა­ვალში „აგროპროექტების მარ­თ­ვის კომპანია“ ითანამშრო­მლებს ეკონო­მი­კუ­რი განვითარებისა და ინოვაციების ცენტრთან ერთობლივი პროექტების განხორციელებაში.
 „ახალი ტექნოლოგიები მოცვის წარმოებაში“, პრეზენტაცია წარმო­ადგინა ლევან ჩხაიძემ, შპს „მოცვის წარმოების პარტნიორის“ დირექტორმა. შპს-ს გამოყავს მოცვის ნე­რგები, მისივე თქმით, მოცვის მოყვანა ქოთნებში არის ერთ-ერთი სა­უ­კეთესო გზა დიდი მოსავლის უზ­რუნველსაყოფად, ამიტომ აუცილებელია აქცენტი საადრეო ჯიშებზე გაკეთდეს, რადგან ამ დროის მო­სა­ვალს ბაზარზე უფრო მეტი ფასი აქვს.
შოთა მარგალიტაძემ, შპს „ბლუმბ­ლუბერის“ კომერციულმა დირექტ­ორმა მადლობა გადაუხადა საქარ­თველოს სავაჭრო-სამრეწველო პა­ლ­ა­­ტას, რომელმაც დაუმზადა ვებ-გვერდი, სადაც მან გაწევრიანა მოცვის მწარმოებლები, რომელთაც საიტის სა­შუალებით გაყიდეს თავიანთი მო­სა­ვლი.
იოსებ კვაჭაძემ, კოოპერატივ „გუ­ლიანი თაიგულის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ცენტრის მხარდაჭე­რით ჩამოაყალიბა კოოპერატივი, გა­იგო ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ და მიიღო მონაწილეობა, რის შედეგად 8ჰა-მდე ჩაის პლანტა­ციის რეაბილიტაციას აპირებს, პროგრამის განხორციელების შემდეგ სურს მოაწყოს ჩაის ფაბრიკა და 100ტ. ნედლეული გადაამუშაოს.
შპს „ლიმონში“ ინვესტიციების გა­ნ­ხორციელების შესახებ ისაუბრა მარია არქიპოვამ, შპს „ლიმონის“ პროექტის დირექტორმა. მისი თქ­მ­ით, საწარმო უკვე 30 წელია გაჩე­რე­ბულია. მიმდინარე წელს მასში გაწევრიანდა ინვესტორთა ჯგუფი, რო­მელიც გეგმავს 2.3 მლ. ლარის ინ­ვესტიციის განხორციელებას. საკო­ნ­სე­რვო ქარხნის ბაზაზე გადამამუშა­ვე­ბელი ბიოწარმოებისაღდგენას, მანდარინისა და ლიმონის კომფიტი­უ­რე­ბის (რეცეპტი შემუშავდა ანასე­უ­ლის კვლევითი ინსტიტუტის ბაზა­ზე) დამზადებას, შეიცავს გაზრდილი ოდენობით „პ“ ვიტამინს, რომელიც ორ­­განიზმიდან გამოდევნის რადიო­ნუ­­კლიდებს. 
ქ. ლანჩხუთთან დაძმობილებულ ქა­ლაქებთან თანამშრომლობაზე ინ­ფო­რმაცია გააკეთა გელა ზოიძემ, ეკო­ნომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორმა, რომელმაც ისაუბრა ლანჩხუთთან დამეგობრებული ქალაქების: კუპი­შ­კისის (ლიტვა), ნოვა კახოვკის (უკ­რაინა), როსოსნი (ბელორუსია). განსაკუთრებით გამოყო ლანჩხუთისა და ნოვა კახოვკის ურთიერთ­თანამ­შრომლობა, აქვე  მოსმინეს ნოვა კა­ხო­ვ­კის მერის ვლადიმერ კოვალენ­კოს მიმართვა. ბატონი კოვალენკო ხუთი თვის მანძილზე ოკუპაციის პე­რიოდში მაინც აგრძელებდა მუ­შა­ობას მერიაში, რის შემდეგაც გადავიდა  უკრაინის კონტროლირებად ტე­რი­ტო­რიაზე, გაიარა 17 საოკუპაციო პოსტი თავის თანამშრომლებთან ერ­თად, ჩავიდა კიევში, გაიარა სიცრუის დე­დექტორზე, მონაწილეობა მიიღო უკრაინის ქალაქების ასოციაციის სხდომაში, ამჟამად იმყოფება ნოვა კახოვკასთან ახლოს, საიდანაც აგრ­ძე­ლებს თავისი ქალაქის მხარდა­ჭე­რას.
საქართველო-ყაზახეთის ეკონომი­კუ­რი თანამშრომლობის პერსპექტი­ვებზე ახალი აბრეშუმის გზის პრო­ექტში დამსწრეთ გააცნო სალავატ აზერბაევმა, ყაზახეთის ქ. ალმაატის აბილაი ხანის საერთა­შორისო ენების უნივერსიტეტის პროფესორმა. მან ხა­ზი გაუსვა საქარ­თველოს პრემი­ერ მინისტრის ვიზიტს ყაზახეთში, მა­ღალი შეფა­სება მისცა ირაკლი ღა­რი­ბა­შვილის ჩასვლას მის ქვეყანაში და აღნიშნა, რომ  ორი ქვეყნის თა­ნამ­­შრო­მლობის გაღრმავებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, ასევე ისა­უბრა ტურიზმის განვითარებაზე ყა­ზა­ხეთიდან და შუა აზიიდან ტურისტების მოზიდვის შესახებ საქართ­ველოში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტუ­­რისტული პოტენციალი დამს­წრეთ გააცნო ცენტრის ტურიზმის განყოფი­ლების უფროსმა, დარეჯან ბურ­ჭუ­ლაძემ,  რომელმაც ხაზი გაუ­სვა მუნი­ციპალიტეტის ტურიზმის განვითა­რებაში ეკონომიკური განვ­ით­არე­ბისა და ინოვაციების ცენტრის როლს. 
მისი თქმით, ცენტრის მიერ შემუ­შა­ვდა რამდენიმე პროექტი, რომელმაც გაიმარჯვა გაეროს გა­ნ­ვი­თარე­ბის პროგრამის პროექ­ტებში, მათ შორის: „მუნიციპალიტეტის საშუა­ლო მთიანი სოფლების აცანისა და ჩოჩხათის ტურისტული ადგილების მოწყობა“ (70 ათასი ლ). 
დარეჯან ბურჭულაძემ კონფერენ­ციის მონაწილეებს გააცნო მუნიცი­პალიტეტში მიმდინარე პროექტები: „სოფელ ჩიბათში, კოლხეთის ერო­ვნულ პარკთან მისასვლელი გზის რე­აბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ელექტ­რო­ფიცირება მუნიციპალიტეტის ტუ­რის­ტული პოტენციალის ამა­ღ­ლ­ე­ბისა და ადგილობრივი ბიზნეს სტი­მულირების მიზნით“ (პროექტის ღი­რებულება (1656367,84ლ), რომლის ფარგლებში მოხდება 9,923კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, მდინარე ფიჩო­რის ნაპირზე მოეწყობა ნავმისდგომი, საპიკნიკე და საპარკინგე ადგილები, ადგილები თევზჭერისთვის და სხვ.
ასევე ლანჩხუთის მუნიციპა­ლი­ტე­ტის სოფელ ორაგვეში მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და მი­სა­სვლელი გზის რეაბილიტაცია (პრ­ოე­ქტის ღირებულება 1390587,­29 ლ).
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგი­ლ­ემ, თამარ კაიკაციშვილმა  გამოყო აჭა­­რის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრიორიტეტები: ტუ­რი­ს­ტული  პროდუქტების განვითა­რე­ბა, სერვისის განვითარების ხელ­შე­წ­ყობა, რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე, შიდა ტურიზმის სტიმულირება, ღEჩOVEღY - ტურიზმის აღდგე­ნის ღონისძიებების დაგეგმვა. 
აჭარა-გურიის ტურისტული მარ­შრუტების ავთენტური გარემოს ზოგადი ასპექტებზე ისაუბრა თემურ ზოიძემ, აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ,ბიზნესის ადმინსტრირების დოქტორმა.
მისი თქმით, საქართველოში ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა სოფლის ტურიზმის პოპულარობა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით შეიმჩნევა ვიზიტორების ინტერესი რო­გორც გურიის, ასევე აჭარის სო­ფ­ლების მიმართ. გაიზარდა ინტერესი სოფელში ტურისტული ბიზნესის განვითარებისათვის.  სოფლის ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტე­ნციალი გააჩნია ბუნებრივი მშვენიე­რება, მდიდარი ფლორა და ფაუნა, მრავალი კულტურული და ისტორიული ძეგლი, ფოლკლორი, სამზარეულო და სხვა. განსაკუთრებით გამო­ირჩევა აჭარა-გურია ადგილობრივი ტრადიციების ავთენტურობით შენა­რ­ჩუ­ნე­ბით.
ზვიად ელიზიანმა, საერთაშორისო ბი­ზნე­სის განვითარების და ინვესტი­ცი­ათა ხელშეწყობის ცენტრის დი­რე­ქტორმა ხაზი გაუსვა აჭარა-გუ­რიის სამომავლო თანა­მშრომ­ლობის პერსპექტივებს ტურიზმის და გან­ვი­თა­რების კუთხ­ით.
როგორც მან აღნიშნა, აჭარის რე­გიონი წარმოადგენს მნიშვნელ­ოვან ტურისტულ ჰაბს და ძალიან ეფექტური იქნება თუ მოხდება გურიის რეგიონის ტურების კომბინირება აჭარის რეგიონის ტურ-პროდუ­ქტე­ბთან. შესაბამისად, სწორი სტრატეგიის შემთხვევაში გურიის რეგიონში შესაძლებელია აჭარაში ჩამოსული ტურისტების გარკვეული ნაწილის მოზიდვა.უნდა განხორციელდეს ერ­თო­ბ­ლივი ტურისტული მარშრუ­ტე­ბი, თემატური ტურისტული პაკეტები: ჩაის გზა, ღვინის ტურები, ეკო-ტურიზმი, გასტრონომიული ტურიზმი, კულტურული ტურიზმი. აქტიური თანამშრომლობა უნდა მოხდეს აჭა­რის ტურისტულ კომპანიებთან და ტურიზმის ფედერაციასთან, რომლის დროსაც დაიგეგმება ინფო-ტურების ორგანიზება - ტურისტული კომპა­ნიე­ბი­სთვის,  გურიის რეგიონის ტუ­რისტული ლოკაციების, ტურისტული ბიზნეს ობიექტების, სასტუმრო სახლების და ა.შ. გაცნობის და და­კავშირების მიზნით. 
საქართველოს კონკურენტული პო­­ტე­ნციალი კოსმოსურ ტექნოლო­გიებ­ში წარმოადგინა გულიარა არქიპოვამ, შპს „ჯეოკოსმოტექის“ გენერალურმა დირექტორმა. ორგანიზაცია დაფუძნდა ლანჩხუთში, რომელიც გე­გმავს ლანჩუთში მოაწყოს მაღალ­ტექნოლოგიური საწარმო და დაამ­ზა­დოს კოსმოსურ დარგში გამოსაყე­ნებელი მოწყობილებები და აპარა­ტუ­რა, დაასაქმოს 100 ადამიანამდე.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე ონლაინ ჩაერთო კრის მენივი, დიდი ბრიტანეთის პროფესიონალ მკვლე­ვარ­თა და აკადემიკოსთა ასოციაციის  წარმომადგენილი არგენტინაში, საერთაშორისო „საბავშვო კოსმოსური ფონდის“ თავმჯდომარე, ფონდი ეწევა საგანმანთლებლო საქმიანობას და გეგმავს საქართელოში ექვსი ტე­ქნოლოგიის განვითარებას.
ასევე ონლაინ ჩაერთო, ეკატერინა სისფინტესი, შვედური საიუველირო ნაწარმის  კომპანიის „სისკა დიზაინის“ მფლობელი, რომელიც აპირებს საქართველოში გახსნას თავისი წა­რ­მომადგენლობა და ქართულ ბა­ზარზე შემოიტანოს თავისი პროდუქცია.
დასასრულს, აჭარის ტურიზმის ფე­დერაციის პრეზიდენტს, აკაკი ბე­რიძესა და ა(ა)იპ ეკონომიკური გან­ვი­თარებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორს, გელა ზოიძეს შო­რის ხელო მოეწერა ურთიერთ თა­ნამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმში ნათქვამია, მხარეები მზად არიან განახორციელონ ერთო­ბლივი მიზანმიმართული და ურთი­ერ­თშეთანხმებული საქმიანობები: ინ­ფორმაციის გაცვლა; ტურიზმის პოპულარიზაციისა და შემეცნების მიზ­ნით საგანმანათლებლო პროგრამების მო­მზადება და განხორციელება; კვა­ლი­ფიციური კადრების დასაქმების ხე­ლ­შეწყობა; ადგილობრივ სახელ­მ­წიფო ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამ­შრომლობა ტურიზმის სფერო­ში; უცხოელ და ქართველ სპეცი­ალი­ს­ტებთან შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების, სხვა აქტივო­ბების ორგანიზება და ჩატარება, უც­ხო­ეთში გაცვლით პროგრამებში, ტრ­ე­ნინგებსა და კონფერენციებში ჩა­რ­თუ­­ლობა და აქტიური თანამშრომ­ლობა.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 473
FACEBOOK კომენტარები