ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ქალბატონ ლია მუხაშავრიას!

ქალბატონ ლია მუხაშავრიას!
12-08-2022, 12:14

ვეხმაურები გაზეთ ,,ჰო და არას“ 7 აგვისტოს ნომერში დაბეჭდილ ინტერვიუს: ,,რატომ არ აწყობს დღევანდელ ხელისუფლებას საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება?“ 
მთლიანად ვეთანხმები ქალბატონ ლია მუხაშავრიას.
თქვენ იბრძვით საქართველოს და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისათვის. გასულ არჩევნებში რატომღაც არ გაგიმართლათ, რაც ალბათ მთავრობის მხრიდან დიდი წინააღმდეგობის შედეგია, რომელიც უკვე გაანალიზებული გექნებათ და სათანადო დასკვნაც გამოტანილი. მე როგორც ერთ-ერთი ლანჩხუთელი თქვენს გვერდით ვიდექი და ვიქნები მომავალშიც რადგანაც თქვენი მჯერა.
ახლა კი თუ არ გაწყენინებთ, ჩემი პატარა ლექსით მოგმართავთ:
მუხა შაური არ არის,
ოქროა აუწონელი,
სიმბოლო სიძლიერისა
არია სიკეთის მნდომელი.
ქალო ვაჟკაცო, ჭკვიანო,
ამაყად მაღლა დგახარო,
სულით და გულით მდიდარო
გონიერებით მაგარო,
გიყვარს სამშობლო და ხალხი,
გინდათ რომ მათ ემსახუროთ.
მჯერა რომ სწორად იქცევით
სიტყვას ამბობთ და არ ხუმრობთ.
მინდა ბევრი ვთქვა სათქმელი
ძალა არა მაქვს გგონია?
მინდა რომ მხარში დაგიდგეთ
მუხა ხომ მაინც ,,ჭყონია“.

     პატივისცემით, რევაზ იმნაძე
  საქართველოს დამსახურებული მეტყევე, ინჟინერი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 570
FACEBOOK კომენტარები