ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სანკტ-პეტერბურგიდან აცანაში ჩამოტანილი სითბო და სიყვარული

სანკტ-პეტერბურგიდან აცანაში ჩამოტანილი სითბო და სიყვარული
22-06-2022, 16:18

ყოველი დაბრუნება საკუთარ ფე­სვებთან სასიხარულო და იმედისმომცემია, ჩვენ ბევრნი ვართ სინა­მდვილეში,  ერთმანეთს ვავსებთ და ვაძლიერებთ... ქალბატონი, რომელ­ზე­დაც ახლა მოგიყვებით  სანკტ-პეტერბურგიდან  არც თუ ისე დი­დი ხანია ჩამოვიდა და საკუთარ სოფელს- აცანას დაუბრუნდა, თა­ვ­­­ი­სი მშვენიერი  სამყარო ჩამ­ოიტ­ანა, რომელიც ხელოვნებისადმი დიდი სიყვარულით გამოიხატება. იგი ახლა ლანჩხუთის ვილი ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში აგრძელებს მუშაობას, ამ სკოლის სასწავლო ნაწილის გამ­გეა, თუმცა ამის შესასახებ თავად უკეთ მოგვიყვება, ეს ქალბატონი გახლავთ მხატვარი და ხელოვნე­ბათმცოდნე და მარინა ჭყონია-ახალ­აძე 
- ქალბატონო მარინ, მოგვიყევით თქვენს შესახებ?
- სოფელ აცანაში დავამთავრე რვა კლასი და შემდეგ გავაგრძელე სწავლა, მოსე თოიძის სახელობის თბილისის სამხატრვრო პროფესიულ სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დავამთავრე. ვასწავლიდი მამათის საშუალო სკოლაში სახვით ხელოვნებას და ხაზვას, ას­ევე სოფელ აცანის საბავშვო ბაღში ვმუშაობდი უფროს აღმზ­რდელად . შემდეგ  გავთხოვდი და წავედი, მაშინ ერქვა ლენინგრადი ახლა სანკტ-პეტერბურგია. შევქმენი ოჯ­ახი მყავს ორი გოგო, არ მქონდა  სამხატვრო აკადემია დამთავრებ­ული და ძალიან მინდოდა უმაღ­ლესი განათლების მიღება, ბავშვები უკვე დიდი მყავდა 2003 წელში ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში პეტერბურგში და 2009-ში დავა­მთავრე,ხელოვნებათმცოდნეობის განხრით.
- შემდეგ სად მუშაობდით?
-სხვადასხვა ადგილას ვმუშა­ობ­დი, ასევე ვმუშაობდი როგორც მხატვარი და ჩემი ნამუშევრები არის: გერმანიაში, პოლონეთში კერძო კოლექციებში ძირითადად, გობელენებს ვაკეთებდი, იმიტომ რომ, გობელენების განხრით მაქვს დამთავრებული თოიძის სასწავლებელი. სანკტ-პეტერბურგში არის ასე­თი დიდი სავაჭრო ცენტრი ,,გო­სტილნი დვორ’’ და იქ ვმუშაობდი ინტერიერის დიზაინერად.
- აცანაში როდის ჩამოხვედით და  რატომ გადაწყვიტეთ ჩამოსვლა?
-2019 წელს,მეუღლესთან ერთად ჩამოვედი დედის, დეიდის და ოჯახის გამო.
- შვილები?
- შვილები დარჩნენ, ერთი ამერ­იკაში გადავიდა აგრძელებს სწავ­ლას. ორი გოგო მყავს- მაია და ეთერი, ერთი დაოჯახებულია.
- ტერიტორიულად სად ცხოვრ­ობთ აცანაში? ჭყონია თქვენი გვარია
- ჩემი გვარია ახალაძე, ჭყონია მეუღლის გვარია, ვცხოვრობთ ,,ნა­შე­ნებას“ კუთხეს  ეძახიან, მანდა­რინები იყო მოშენებული და იმის მერე შერჩა ეს სახელი.
- დღეს მე მგონი რაღაც განსა­კუთრებული დღეა ფუსფუსი შევნ­იშნე სამხატვრო სკოლაში, გამო­ფენაზე მიდიხართ და მაგაზე მინდა გკითხოთ, რა გამოფენაა და ვინ მიდის?
- დიახ, ვიღებთ მონაწილეობას ორ გამოფენაში, რომელიც თბილი­სში გაიმართება, ესენია:,,მომავლის ვარსკვლავები’’’ და ,,ოქროს მარ­თვე“ გამოფენაში მონაწილეობას იღებენ, როგორც პედაგოგები, ისე მოსწავლეები, თავიანთი  ნამუშე­ვ­რე­ბით. ძალიან ნიჭიერი მოსწავლ­ეები არიან, ტატა გუჯაბიძე და რევაზ კუპატაძე - მასწავლებელი მანანა ფირცხალაიშვილი, მათი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, მე მიმაქვს ერთი ნამუშევარი. ნიჭიერი პედაგოგია დავით თავდიშ­ვილი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს  მონაწილეობას, მას  წელს გამოსაშვები კლასი ჰყავს, ორი ნამუშევარი მოაქვს. იმედი მაქვს, რომ წარმატებები და დიპლომები იქნება.
- სამხატვრო სკოლაში სტუმრობა ყოველთვის არის ემოციებით დატვირთული, თვალი თავისით იმ კედლებისაკენ მირბის, სადაც მოს­წავლეთა ნამუშევრებია. გვიამბოთ ამ მოსწავლეების შესახებ.
- მე მესაბე ,,ბ’’ კლასს ვასწავლი, ასევე სასწავლო ნაწილის გამგეც ვარ. ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავ­შვია, მინდა აღვნიშნო ანა ახალაძის ნამუშევარი  საქართველოს დღეს­თან დაკავშირებით ,,ფრესკა იერ­უსალიმში.“ ასევე  ნუცა ცინცაძე, რუსუდან გიგინეიშვილი, ნინი ჩე­რქეზია, ანრი შაინიძე, ნინო წილ­ოსანი არაჩვეულებრივი ბავშვები არ­იან; ყველა ჯგუფში არიან  ნიჭ­ი­ერი და საკუთარი ხედვით გამ-­ორჩეული  ბავშვები.
უნდა აღვნიშნო ასევე ისიც, რომ არის არაჩვეულებრივი პედკოლექტივი, ყველა პედაგოგი გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭიერებით და ბავშვებისადმი სიყვარულით, ერთმ­ანეთს გვერდით უნდგანან, ყველა საქმეში.
- მეუღლის შესახებ მინდა გკით­ხოთ, თქვენი კოლეგაა?
- მეუღლეა ბორის ჭყონია წარმ­ოშობით სოფელ ჩიბათიდან, დამთ­ავრებული აქვს სარკინიგზო-საგ­ზაო  ინსტიტუტი სანკტ-პეტერბ­ურგში,მუშაობდა თავისი პროფ­ესიით ჩამოვიდა ჩამთან ერთად, მეხმარება და ყველანაირად ამომიდგა გვერდით.

ესაუბრა მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 125
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა