ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით

მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით
1-06-2022, 14:22

28 მაისს ლანჩხუთში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ქალთა ჯან­მრ­თელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით.
ფონდ ,,ტასოს" და ,,გამ­არჯვებულ ქალთა კლუბს" შორის გაფორმდა მემორანდუმი თან­ამშრო­მლობის შესახებ. სწ­ო­რედ ამაზე გვ­ე­საუბრება ,,გამ­არ­ჯვებულ ქალთა კლუბის" დამფუძნ­ებელი, თინა ბერუჩაშვილი.
,,მოგეხსენებათ, ფონდი ,,ტასო" ზრუნავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მათ განათლებაზე, მათი უფლებების დაცვაზე. ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის" ხელშეწყობით ფონდი ,,ტასოს" ბენეფიციარებს ექნებათ საშუალება იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ფონდი ,,ტასოს" ბენეფიციარებისთვის გაგვეცნო სკრინინგის როგორც პრევენციული ინსტრუმენტის მნიშვნელობა, ასევე მიგვეწოდებინა მათთვის ინფორმაცია  სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესა­ხებ, პროგრამის ფარგლებში ასრებული სამედიცინო სერვისების, მათი ხელმისაწვდომობის, ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ ფონდი ,,ტასოს" ბენეფიციარებზე და არა მარტო მათზე, მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის გათვ­ალი­სწინებით ვიზრუნებთ, რომ მიიღონ სახელმწ­იფო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი სერვ­ისები, ჩაიტარონ სახელმწიფო პროგრამის ფარგ­ლებში გამოკვლევები, რაც მათი ჯანმრთელობის დასაცავად არის აუცილებელი. 
მოვუწოდებ ყველა ქალბატონს იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე, ისარგებლობს სკრინინგის პრო­გრამით, ჩაიტაროს გამოკვლევები, ჩაერთოს პრო­გრამაში, რადგან მათი ჯანმრთელობა მათ ხელშია."

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 75
FACEBOOK კომენტარები