ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გიგა აფხაძე: ,,ისინი კი არიან კასკადიორები, მაგრამ ჩვენ, შუხუთლები, მათი გადმოსახედიდან, გლადიატორები ვიყავით”

გიგა აფხაძე: ,,ისინი კი არიან კასკადიორები, მაგრამ ჩვენ, შუხუთლები, მათი გადმოსახედიდან, გლადიატორები ვიყავით”
30-05-2022, 12:04

,,ჰო და არას" სტუმარია პირველი თაობის ,,ჰო და არელი", გიგა აფხაძე, რომელიც, როგორც მე, გაზეთ „ჰო და არა“-ს რედაქციაში დაარსების დღიდან, რამდენიმე წელი მუშაობდა. 
_ მოგესალმებით გიგა, უკვე ოც წელზე მეტი გავიდა და ამ წლების მანძილზე ბევრი ცვლილება მოხდა... 
_  23 წელი თითქმის. 1999 წლის ოქტომბერი იყო, რომ დაფუძნდა ,,ჰო და არა". დაწყების დღიდან ვმუ­შაობდი. აქ გატარებულმა დრომ ძალ­იან დიდი კვალი დატოვა ჩემს პი­როვნებაში _ საქმიანი გამოცდილება, პლუს ადამიანური ურ­თი­ერთობების ­გამო­ც­დი­ლება...  
_ გიგა, გმირობად მიმაჩნია, რომ ამ დრო­ში, როცა საქარ­თველ­ოდან ბევრი ოჯახი წავიდა, მრავალ­შვილი­ანმა მა­მამ არ მიატოვე ფუძე და დარჩი მშო­ბლიურ სოფელში. 
_ჩემთვისაც რთულია, თუმცა ჯერ­ჯერობით ვართმევ თავს. ღმერთია მო­წყალე და ვნახოთ მომავალში რო­გორ იქ­ნება. შვილები წამომეწევა აწი ალ­ბათ და ერ­თობლივი ძალის­ხმე­ვით უფ­რო გავუძღვებით ოჯ­ახს. 
_ ოთხი ბიჭის მამა ხარ, ამ შესა­ნიშნავ სტატუსს ატარებ. რო­გორ ახერხებ ჩვენს დროში მრავალ­შვილიანი ოჯახის გაძღოლას?
_  ენთუზიაზმით პირველ რიგში და მოტივიც ის არის, რომ ოჯახის სიმრავლეა აუცილებელი. რასაც ვხედავ, ჩვენს დემოგრაფიულ პრობლემას ქვე­ყანაში, აქედან გამომდინარე გადა­ვდგი ეს ნაბიჯი და ღმერთმა მისმინა, ორი ბიჭი გვყავდა და ტყუპი ბიჭები გვეყოლა. 
_ ჯანმრთელები, დღეგრ­ძელები და სასახელოები გაგზრდოდეთ!
_ ვფიქრობდი, რომ ოთხი შვილი გვყოლოდა, თუმცა ვერ ვბედავდი ამის გამხელას და უფლის ნებით მაინც აღსრულდა. 
_ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენმა მკითხველმა მოისმინოს შენი დიდი ბაბუის, შენი ბაბუის და შენი მამის შესახებ. საუკეთესო და ძალიან ტრადიციული ძირძველი ოჯახი ხართ შუხუთში...
_ დიდი ბაბუა, გრიგოლ აფხაძე, 1991 წელს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. მე მისი სახელის მატარებელი ვარ. მჭედელი გახლდათ, კარგი მჭედელი იყოო, როგორც ამბობენ. ლელობურთის ერთ-ერთი გამორ­ჩე­ული მოთამაშე იყო. მისი შვილი გახლდათ ბაბუაჩემი, ალექსანდრე, საშურას ეძახდა ყველა. საკმაოდ გან­ათლებული პიროვნება იყო, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი ჰქონდა დამ­თავრებული, მეორე მსოფლიო ომში გაწვევა არ მოუწია, 16 წლის იყო, მაგრამ  ამავე დროს, სასოფლო-სამე­ურნეო ინსტიტუტის სტუდენტებს ომ­ში არ იწვევდნენ, რადგან სტალინს ჰქონდა ნათქვამი, ომის დამთავრდების შემდეგ, ქვეყანას აგრონომები დას­ჭი­რდებაო. ამიტომ, ასე ვთქვათ, ბრონი ედოთ გაწვევაზე. იქიდან გამომდი­ნ­ა­რე, რომ აგრონომი იყო 18 წელი სოფელ შუხუთის საბჭოს თავმ­ჯდომარე გახლდათ. შემდეგ სოფელ ჯურუყვეთში იყო თავმჯდომარე. წიგნის მოყვარული ადამიანი იყო, დიდი ბიბლიოთეკა დაგვიტოვა. სამშაბათს დღეს არ ვუძახოდი, რადგან მაგ დღეს ფოსტალიონს გაზეთი არ მოჰქონდაო _ იტყოდა ბაბუა.
_ რა მთავარი თვისებები არის, რაშიც ჰბაძავ შენს წინაპრებს? 
_ პატიოსნება, პირველ რიგში; ძირ­ძველი ოჯახის, ფუძის შენარჩუნება.; კერიის არგაციება და შვილთა სიმრავლე. სამი ძმა ცხოვრობდა ჩემს ოჯ­ახში, ძირი ოჯახი ჩვენი იყო. ზო­გადად ცხრა დედმამიშვილი იყო, მა­გრამ სამი ძმა დარჩა ფუძეზე. გოგოები, რა თქმა უნდა, დათხოვდნენ. მათე იყო უფროსი ძმა, მერე მიხაკო და გრიგოლი და ეს ჩვენი ოჯახები, მათე დოლიძის ოჯახი, ჩემი ოჯახი და სოსიკოს ოჯახი, ერ­თად ვიყავით და ვართ.
_ რამდენადაც მახსოვს ბავშვობიდან მღეროდი. 
_ კი. მამაჩემი მღეროდა თავიდანვე, ბავშვობიდან და ოჯახს მოგვდევდა ტრა­დიციად. ბაბუაჩემს, ალექსანდრეს, რთული პერიოდი შეხვდა, 21 წლის და გარდაეცვალა... ვმღეროდიო, იცოდა თქმა, დაქცევის პირას მივიდა ოჯახი და აღარ გვემღერებოდაო. მერე გა­დასახლებები იყო. მათე გა­დაასახლეს 10 წლით; ომი, უბედურება, ჩამოვრჩი ამ სიტუაციასო. ბებიაჩემი, მისი მე­უღლეც, მღეროდნენ; მამაჩემი მღე­როდა, დედაჩემი მღეროდა, ჩემი და, მე და ოჯახში ხშირად ვმღეროდით საღ­ამოობით, ზოგადად საბავშვო ბაღიდან მოყოლებული ვმღე­როდი, შემდეგ სკო­ლაში და გავაგრძელე კულტურის სა­ხ­­ლში. 1995 წლი­დან ვგა­ლ­ო­ბ­დით უკვე.  რამდენიმე ფეს­ტივალში მივი­ღეთ მონაწილ­ეობა. 1983-ში 1985-ში.
_ რაიმე კურ­იოზს ხომ ვერ გაიხ­სენებდი?
_ჯგუფი იყო შუხუთის, „შვი­დკაცა“, 6 გოგო და ერთი ბიჭი, მე ვიყავი მხო­ლოდ. ხანდახან აცხადებდნენ გო­­გ­ონათა ჯგუფიო და ბავშვი რომ ვი­ყავი, რამდენჯერ მიტ­ირია მაგაზე, არ გავალ სცენაზე-მეთქი. ვიძახოდი და... გამოვიდოდა 6 გოგო, ბოლოში გამო­ყვებოდა ბიჭი და მესმოდა სიცილი. მესამე და მეხუთე კლასში ვიყავი, მაგრამ კომპლექსი მქონდა უკვე...
_ დღესდღეობით ითვლები შუხუ­თში ლელ­ობურთის ერთ-ერთ ორგანიზატორად. ლელოს სიყვარული დიდი ბაბუისგან გადმოგყვა თუ როგორ არის?
_ ზოგადად პასუხისმგებლობაც არ­ის ჩემი ოჯახიდან გამომდინარე და სოფლიდან გამომდინარე. მამაკაცი წელიწადში ერთხელ მაინც როგორ ვერ უნდა ახერხებდეს ძალოვან სპო­რ­ტულ ჭიდილში ჩართვას. ღვთის წყალობით ჯანმრთელად ვარ და ვთა­მაშობ ლელობურთს. ძირითადად უკანა პლანზე ვიბრძვი, არ ვარ გა­მორჩეული ფორვარდი, მაგრამ იმ ბიჭებთან ერთად, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებს, ვინც ლიდერებია, ვდგავარ და ვცდილობ. 
_  რა არის არსი ლელოსი?
_ ლელოს არსი არის ბრძოლა, ჭიდილი, ბრძოლის ჟინი; მებრძოლის სულია ლელო; ალბათ აღდგომის დღეს რომ იმართება, ესეც სიმბოლურია; ღვთიდან კურთხეულია სავარაუდოდ. 
 ვინც დაშავდა, სამწუხაროდ, ყვე­ლას კონკ­რეტული მიზეზი ჰქონდა. რაც მახსოვს, ჩვენ ვთა­მაშობდით და არასდროს არ­აფერი საგანგაშო არ მომხდარა. 
_ მაინც არსებობს რაღაც წეს­ები, რო­მელიც მოთამაშემ უნდა დაიცვას. ლელოს სათამაშოდ ნასვამი არ უნდა შევიდეს, ნაბახუსევზე, გულის უკმა­რისობით ან რაიმე ქრონიკული და­ავადება თუ აწუხებს, არა?
_ კი ბატონო, კი! პირველი მი­ზე­ზი ეს არის. გულის პრობლემა თუ გაქვს, ამ შემთხვევაში ლელო კი არა და ნებისმიერი სპორტი მავნებელია!
_ ფეხბურთის თამაშის დროს არ გარდაცვლილა ხალხი? 
- ლელო ბრძოლაა გარკვეულწილად. მამაკაცები ხმალს რომ იქნევდნენ ბრძოლის ველზე, იმის შესაბამისი არის შენი შერკინება. და ეს არის ემოცია ადრენალინი.  
_ და ლელობურთის ფინალთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. სოფელ შუხუთში ახალგარდაცვ­ლილი ახალგაზრდის საფლავზე მიდის ბურთი? 
_ მოგვიანებით დამკვიდრდა ეს და ძალიან კარგი დამ­კვი­დრებული წესია. მეორე დღეს მი­ცვა­ლებ­უ­ლთა ხსენების დღე არის.
_ ერთად-ერთი გამონაკლისი 1989 წლის 9 აპრილის მო­ვ­ლენების დროს იყო. თბილისში, სიონში წავიღეთ ბურთი და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას მივუძღვენით. 
_ 15 წლის ვიყავი მაშინ. ვეს­წრებოდი მაგ თამაშს, მახსოვს რომ ავარდა ბურთი, სამი წუთი მაქსიმუმ, არც უთამაშიათ ბიჭებს. გა­ჩერდნენ და 9 აპრილს გარ­დაც­ვლილთა პატივის მისაგებად ბუ­რთი გაიგზავნა თბილისში.
_ სიონში ჩავიტანეთ ეს ბურ­თი. ღამე გავათიეთ სიონში. იქაც დაიწამლა ხალხი, რუსთაველიდან ყვავილები სიონის ეზოში გადმოიტანეს, ყვავილები მოწამლული აღმოჩნდა.
ფილმთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ახლახან რომ მხა­ტ­ვრულ ფილმში ლელობუ­რთის სცე­ნებს იღებდნენ შეხუთული ლე­ლოს მოთამაშეების მონაწი­ლეობით. 
_ ფილმი უკვე მთლიანად არის გა­და­ღ­ებული. მოკლემეტრაჟიანი მხა­ტვრული ფილმია. რეჟისორი არ­ის ლევან სიხარულიძე, წარ­მოშობით ჩოხატაურიდან, ბუ­კისციხიდან და დაინტერესებული ვიყავი დიდი ხანია, რომ ლელ­ობურთზე გადამეღოო ფილმიო. რამდენადაც ვიცი პრემიერა გაი­მართება შუხუთში, აღდგომა დღეს! - ძალიან ბევრი შუხუთელი მონაწილეობს მთავარ თუ ეპიზოდურ როლებში. ერთი ფაქტის შესახებ მინდა გიამბოთ. კასკადიორების ჯგუ­ფის ხელმძღვანელთან საუ­ბა­რში გაირკვა, რომ ისინი კი არ­იან კასკადიორები, მაგრამ ჩვენ შუ­ხუთლები, მათი გადმოსახედიდან მათთან შედარებით გლადიატორები ვიყავით.
                                                                                                                        ესაუბრა  მერაბ ფირცხალაიშვილი
 


განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 700
FACEBOOK კომენტარები