ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მრავალფეროვანი ზეიმი და დიდი დღესასწაული ჩიბათში

მრავალფეროვანი ზეიმი და დიდი დღესასწაული ჩიბათში
25-05-2022, 11:08

23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღეა. ამავდროულად სოფელი ჩიბათი ზეიმობს სოფლის დღეს­ასწაულს - ჩიბათობას.
ჩიბათში დილით გაიმართა წირვა-ლოცვა, რომელსაც სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მოძღვრები ესწრებოდნენ. წირვას ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ანდრია უძღვებოდა, ტაძარში იმყოფებოდა ყველასათვის საყვარელი მამა სვიმეონი, რომელიც უკვე წლებია აღარ მოღვაწეობს ლანჩხუთის მუნ­იცი­პალიტეტში.
სოფლის ცენტრში ცეცხლი იყო გაჩაღებული, სადაც გურული ღვეზელი, იგივე „ბრინჯულა“ ცხვებოდა.
ჩიბათის საჯარო სკოლაში კი ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა ნონა იმნაძემ სკოლაში მყოფ სტუმრებს ამერიკაში მოჯირითე გურულებზე გვესაუბრა, საუბრის დროს ადგილიდან ჩიბათის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ჩახვაძე  ჩაერთო და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი მო­ჯირითე სწორედ ჩიბათიდან იყოო (ბატონი გიორგი ისეთი ადამიანია, რაც კარგია რომ ჰკითხოთ, ყველაფრის ფესვები ჩიბათიდან მოდის).
დღე საკმაოდ დატვირთული იყო, გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ფრენბურთი, დოღი და ფეხბურთი.
ჩიბათლები  2 გუნდად  იყვნენ დაყოფილი: „კოლ­ხეთი“ და „ჩანჩქერი“. თითქმის ყველა აქტივობაში იღებდა მონაწილეობას ბატონი ჩახვაძე და ვუთხარი კიდეც, რანაირად შეიძლება ადამიანი ყველაფერში ადვილად აღწევდეს გამარჯვებას-მეთქი.
სამაგიეროდ ღირსეულად წააგო ჩახვაძის გუნდმა საფეხბურთო მატჩი, ამინდის მიუხედავად (გაწვიმდა), სტუმრები მაინც აქტიურად ადევნებდნენ თვალს მიმდინარე პროცესებს. 
მატჩს კომენტატორობას უწევდა ინოვაციებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გელა ზოიძე. 
მატჩის დასასრულს, მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, გუბერნატორ გიორგი ურუ­შაძ­ესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბი­ძესთან ერთად „ჩიბათობაში“ მონაწილეები თასით დააჯილდოვა.
ბოლოს კი, ჩიბათლებმა დიდი ზეიმი მოაწყვეს ტარიელ მარ­გალიტაძის ოჯახში.
სუფრას გიორგი ჩახვაძე უძღვებოდა ლექსებით, იუმორით და მრავალფეროვანი სადღეგრძელოებით.

                        ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 432
FACEBOOK კომენტარები