ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რისთვის გვჭირდებიან დეპუტატები?!

რისთვის გვჭირდებიან დეპუტატები?!
13-04-2022, 12:22

რისთვის გვჭირდებიან დეპუტატები, თუ ისინი საკუთარი ამომრჩევლის მიმართვას, შეკითხვას, მოსაზრებას მნიშვნელოვან სა­კი­თხზე არ გაეცნობიან და დროულად არ უპასუხებენ?!                                                                                                            
მხედველობაში მაქვს 2 მარტს გურიის რეგიონიდან პარლამენტში არჩეული დეპუტატების: არჩილ თალაკვაძის, ნინო წილოსანის, ვასილ ჩიგოგიძის სახელზე გამოქვეყნებული მიმართვა, რომელიც ქვეყანაში საგ­აზ­აფხ­ულო სამუშაოების მთავარ საქმედ გა­მო­ცხადებას და მოსახლეობისათვის დახმარების აუცილებლობას ეხებოდა.                                                                                       
23 მარტს შეხსენების მიზნით მეორედ გამოვაქვეყნე იგივე მიმართვა, მაგრამ პასუხი ამჯერადაც არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მიმართვა სამივე დეპუტატის პირად გვერდზე მოინიშნა.                                                                                            
როცა არ პასუხობენ გასაგებია. ესეც თა­ვის­თავად პასუხია, რაც პირველ რიგში სა­კითხის მიმართ უინტერესო და უარყოფით დამოკიდებულებას ნიშნავს. ასეთი დამო­კი­დე­ბულება და უყურადღებობა ამ კონკრეტული საკითხის მიმართ საშიშია და მიუღებელი. თუ ომს და ბომბებს გადავურჩებით, მეორე უბედურებაა მოსალოდნელი. წლის ბოლოდან დაცარიელებული ბაზრებისა და მაღაზიების ფონზე თუ ზამთრის მარაგი არ გვექნა, მთელი სიმწვავით დადგება შიმშილისაგან თა­ვის გადარჩენის პრობლემა,                                                                                   ამ­ი­­ტ­­ომ დეპუტატებს ამჯერად მესამედ მოგიწოდებთ: საწვავზე და სასუქზე კატასტროფულად გაზრდილი ფასების გამო მთავრობაში განიხილეთ მოსახლეობაზე მაქსიმალური დახმარების შესაძლებლობა, რომ თვითეული მეტრი მიწიდან მივიღოთ მოსავალი.                                                                                        
მანამდე კი ერთმა ადამიანმა, რომელსაც დეპუტატებისაგან დადებითი პასუხის მოლოდინი ჰქონდა, ასეთი რამ თქვა.  ,,მაგენს რა ენაღვლება, 100 დოლარი რომ გახდეს ერთი ცალი პური, მაინც იყიდიან. ჩვენ რა გვეშველება".

                 ომარ ხუციშვილი
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 523
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა