ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჯუნეწერში ეროვნული გმირის, ჟურნალისტ, დავით ბოლქვაძის ასახელობის სკვერი გაიხსნება

ჯუნეწერში ეროვნული გმირის, ჟურნალისტ, დავით ბოლქვაძის ასახელობის სკვერი გაიხსნება
28-03-2022, 12:23

25 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გამოვედი ინიციატივით.
სოფელ ჯუნეწერიდან  იყო ეროვნული გმირი, ჟუ­რნალისტი დავით ბოლქვაძე, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს და­ხვრიტეს 1993 წელს.
1994 წელს დავით ბოლქვაძე (გარდაცვალების შემდეგ) გახდა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსანი.
აუცილებლად ჯუნეწრის სკვერი უნდა გახდეს და­თოს სახელობის.
აუცილებელია შეიქმნას დავით ბოლქვაძის მემორიალური დაფა
სოფელ ჯუნეწერში ფუნქციონირებდა დავით ბოლქვაძის სახელობის სკოლა, რომელიც სიძველისგან დაინგრა. 
ხვალიდან ვიწყებ ხელმოწერებს შეგროვებას და მივიტან მერიაში.აუცილებელია შეიქმნას დავით ბოლქვაძის მემორიალური დაფა.
აღნიშნულ სკვერში ძირითადი სამუშაოები განხორციელებულია, შეღობილია, კალათბურთის მოედანიც გაკეთებულია, სავარჯიშო-სპორტული ინვენტარიც დგას, პარკი საჭიროებს მიწის გასწორებას, და სკამების დადგმას.  
მერიას ვთხოვთ დაგვეხმაროს ამ საპასუხისმგებლო საქმის განხორციელებაში.

                                             ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 416
FACEBOOK კომენტარები