ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,მინდა ჩემს ქვეყანაში ჩემმა შვილებმა, თავის­უფლად, ლაღად და ბედნიერად იცხოვრონ"

,,მინდა ჩემს ქვეყანაში ჩემმა შვილებმა, თავის­უფლად, ლაღად და ბედნიერად იცხოვრონ"
28-03-2022, 11:36

,,ჰო და არას" სტუმარია ახალგაზრდა სპეციალისტი, ოთხი შვი­ლის დედა, ნათია დობორ­ჯგინიძე. 
_ ნათია,  განათლებული ახალგაზრდა ხართ. მოგვიყევით თქვენს შესახებ, სად დაიბადეთ და გა­იზარდეთ, გაიხსენოთ ბავშვობის ლამაზი წლები. 
_ არ ვიცი რამდენად განათ­ლე­ბული ვარ, მაგრამ მუდამ რაღაცის ძიების პროცესში ვარ, არ მყოფნის ჯერ კიდევ ის რაც ვიცი. გან­ათ­ლება ჩემთვის ძალიან ფართო ცნე­ბაა და ვფიქრობ, რომ ცხოვრების ყვე­ლა ეტაპზე უნდა სწა­ვ­ლობდე. 
დავიბადე, 1987 წლის 30 იანვარს, ლანჩხუთის რაიონის სო­ფელ ჯურუყვეთში და ვცხოვ­რობ დღემდე ჯურუ­ყვეთში. პრო­ფესიულადაც ჩემი პირ­ველი საქმიანობა შედგა ჩემს სოფელში, 2007 წლიდან, 2018 წლამდე ვიყავი ჯუ­რ­უყვეთის საბა­ვშვო ბაღის მე­ნეჯერი. ბავშვობის წლები, ყველაზე თბილი და ლამა­ზია, ბებოს და ბაბუს კალ­თაში გავი­ზარდე, ჩემთვის ის­ინი ყველაზე ძვირფასი და სათუთი ად­ამიანები არიან. სანამ, ისინი მყავს, მაძლი­ერებენ და მეიმედებიან, სულ ბავშვი ვი­ქნები ასე მგონია.
_ სად სწავლობდით? ვინ ხართ პროფესიით?
_დავამთავრე სოფელ ჯუ­რ­უყვე­თის 1-ელი საჯარო სკოლა. სკოლა, რომელსაც ჩემი საუკეთესო წლები უკ­ავში­რდება. ყველა და ყველ­აფერი მიყვარს და მეძვი­რ­ფასება იმ დროის. შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბი­ლი­სის ხარისხის მართვის უნი­ვერსი­ტეტში, პროფესიით ვარ დაწყებითი განათლების პე­დაგოგი. 
_ აწყდებით თუ არა სირთუ­ლეებს დღევანდელი განა­თლების სისტემა­ში?
_ განათლების სრულფასოვნად მი­ღება უმთავრესია საზოგადოები­ს­თვის. განათლების მიღება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისათვის, მათი სოციალური სტატუსის მიუხედავად. განათლება და ცოდნა არის ძალა, რომელიც სა­უკეთესო გზაა თავის დამკ­ვი­დრებისთვის და თვითრეალიზა­ცი­ისთვის. სკოლა არის საგანმ­ან­ა­თლებლო დაწესებულება, სადაც აუ­ცილებელია მოსწავლე იღებდეს რო­გორც ფორმალურ, ისე არაფო­რმალურ განათლებას, უყალიბებ­დეთ ჯანსაღად, საზოგადოებრივად მსჯე­ლობის უნარს და ვამზა­დებდეთ, უფ­რო დიდი არეალების­კენ გზის გასაგრძელებლად. აღვნიშნავ, ჩიბა­თის საჯარო სკო­ლა, სადაც მე ვმუშაობ, ამ მხრივ ნამდვილად გა­მოირჩევა. პრობლემები? ალბათ არის და სულ იქნება განათლების სი­სტემის ირგ­ვ­ლივ, მთავარია ამ სისტემამ დიდ გამოწვევებს გა­უ­ძლო, ასე თუ ისე, შეძლო სადავეების დაჭერა და ურთულესი პანდემიის პირობებში, ორგანიზებულად გამკლავება. 
ჩემთვის ახალგაზრდობა ყველაზე ნათელი წერტილია, თაობა რომელიც ჩემს თა­ო­ბაზე მეტად მოაზ­რო­ვ­ნე, შო­რს­მჭრე­ტ­ე­ლი და ამბიციურია. ესენი ის ად­ა­მი­ა­ნ­ები არიან, რომეთაც ჭირდებათ ჩვენი თანადგომა, მეგობრობა, მხა­რდაჭერა. მჯერა, ჩვენს ქვეყანაში ღირსეულ სათქმელს იტ­ყვის ახალი თაობა. 
_  როცა ახალგაზრდები იკრი­ბე­ბიან, აორგანიზებენ აქციებს, პირ­ველი გამოჩნდები ხოლმე.  რა­მდენად დაინტერესებული ხართ სა­მოქა­ლაქო აქტივისტობით?
_ ვერ ვიტყვი, რომ აქციები ჩემი სივრცეა ან ძალიან ჩემეულია, თუ­მცა არსებობს მოსაზრებები, რო­მე­ლსაც ვეთანხმები, რომელიც სწო­რად ასახავს ჩემს სათქმელს და ამ დროს ყოველთვის იქ ვარ, სადაც ჯა­ნსაღად მოაზროვნე საზოგადოება დგას.
_ ქვეყანაში მიმდინარე პროცესე­ბთან დაკავშირებით გკითხავთ. ხარ თუ არა კმაყოფილი დღე­ვა­ნდე­ლო­ბით?
_ დღევანდელობით როგორ შე­იძლება ვიყო კმაყოფილი?! ჩემი ქვეყანა ჩემი ხატია, სრული პას­უხისმგებლობით ვაცხადებ და მინ­და აქ ჩემმა შვილებმა, თავის­უფ­ლად, ლაღად და ბედნიერად იცხოვრონ... 
გული მიკვდება იმის გამო, რასაც მეგობარ უკრაინაში ვხედავ, ყველა ბავშვში ჩემს შვილს ვხედავ. მალე მინდა დასრულდეს ეს სისასტიკე, უფალს ვთხოვ თა­ვისუფალი და ღირსებისთვის მე­ბ­რძოლი, გაუტეხავი ერი, გამარჯვებული ვნახო.
_ ხშირად აკეთებ სიკეთეს და სულ განიცდი ხოლმე, როცა ვინმეს დახმარება სჭირდება. ამასთან და­კავშირებით პროდუქტზე მომა­ტებულ ფასებზეც რომ გვითხრა შენი აზრი..
 _ სიკეთეზე არ ყვირიანო... არ მინდა ხმამაღლა საუბარი. თუმცა, ქილიკს, ვიღაცის ბოღმას, კრიტიკას სჯობია სიკეთე იყვირო. სიკეთეზე მოგბაძონ, სიკეთე გადავდოთ ერთ­მანეთს. ასეთი დღეები ბევრად პო­ზიტიური და ლამაზია, ვიდრე ვი­ღაცის სიკეთის გაკრიტიკება. თუ შეიძლება ჩემმა შვილებმა დღეს ერ­თით ნაკლები კამფეტი ჭამონ, დაე, ჭამონ... ხომ შეიძლება ჩემმა შვილებმა ერთი ქურთუკით გაიტანონ ზამთარი?! დაე, გაიტანონ. მთავარია, იმ მეორე კამფეტით თუ მეორე ქურთუკით სხვა გაიხარებს და სხვაც იქნება თბილად. სიკეთე, ცხოვრების და­უწერელი კანონი მგონია და ჩემი ოჯახისთვის ზუსტად ასეა. პროდუქტებზე ფასების მატება კი, ჩემი და ზოგადად ქვეყნის ტკივილია. ფაქტობრივად ვმუ­შა­ობთ, რომ თავი გადავირჩინოთ და შიმშილით არ დაიხოცოს ხალხი. იმ­ედია, ეს ყველაფერი დალაგდება. მინდა, რომ ვიფიქრო პოზიტიურად.
_  ოჯახზეც მოგვიყევით.
_ ჩემი ოჯახი, ჩემი ყველაზე დიდი ენერგიაა, მოტივაციაა, მი­ღ­წევაა, წარმატებაა და ყველაფერია. მყავს მეუღლე ზურა მურვანიძე (ჯარისკაცი,უფროსი სერჟანტი) და ოთხი შვილი. ვარ ბედნიერი ქა­ლი და დედა.
_  რას ურჩევდით ადგილობრივ ხელისუფლებას? 
_ და ვის რაში სჭირდება ჩემი რჩევა?! 
თეთრი ფერი უყვართ, მაგრამ ,,შა­ვიც" ფერია და შეძლონ ორივეს დანახვა,საჭირო დროს და საჭირო მომენტში. ღირსება, ყველა თანა­მდებობაზე მთავარი მარგალიტია. და კიდევ გამოუცდელი კადრები, ვერასდროს გახდება გამოცდილი, შესაბამისი მხარ­დაჭერის გარეშე. 
_ რას ნიშნავს თქვენთვის ლა­ნჩხუთი?
_ მიყვარს ჩემი პატარა, სიკეთით და სიყვარულით სავსე რაიონი. მი­უ­ხედავად ბევრი რამისა, მე ყო­ველთვის მეამაყება, რომ ამ კუთხის და რაიონის შვილი ვარ.

     ესაუბრა ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 080
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა