ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სოსო კვაჭაძე: ჯამბულათ ხოფერიას და დათო რამიშვილის მეგობარი იყავი კაცი და იმათი მკვლელების პარტიაში როგორ შედიხარ?!

სოსო კვაჭაძე: ჯამბულათ ხოფერიას და დათო რამიშვილის მეგობარი იყავი კაცი და იმათი მკვლელების პარტიაში როგორ შედიხარ?!
21-03-2022, 11:24

გთავაზობთ, 16 მარტს,  ,,ჰო და არასთან“  არსებულ საზოგადოებრივ დარბაზ ,,თავისუფალ სახლში" გამართული, ლანჩხუთის  საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრისა და ახალგაზრდული ჯგუფის წევრების შეხვედრის ჩანაწერის გაგრძელებას, რომელიც ეხებოდა თემას: ,,პოლიტიკა, ეკონომიკა და მორალი დღეს." როგორც უკვე წინა ნომერში წაი­კითხეთ, ამ საკითხების ირგვლივ გაშ­ლილ საუბარს დიდი კამათი მოჰ­ყვა.   მთავარი ისაა, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა და სამოქმედო გზებისა, ყველა ვერ­თი­ანდებით საკუთარი ქვეყნის საკეთი­ლდღეოდ, _ ეს  ცალსახად არის დას­ავ­ლური ღირებულებები.
სოსო კვაჭაძე - 1918-21 წლე­ბში დამოუ­კიდებლობა ჩვე­ნმა ქვე­ყანამ რომ და­კა­რგა, ინგლისის პრე­მიერ- მინისტ­რი იყო ჩერჩი­ლი და მან თქვა: აზრი არა აქვს ამ სა­ქმე­ში ჩარევას, სა­ქა­რთველო ყო­ვ­­­ე­ლთვის რუ­სეთ­ის გა­ვ­ლენის ქვეშ იყო და ასე და­­რ­ჩებაო. ბე­ვ­რი კამათია ამაზე, შეეძლო თუ არა სა­ქა­რ­თველოს დამოუკიდებლობის შე­ნ­არჩუნება. ერთ-ერთი მათგანი ამ საქმეში არის ის,  როდესაც ჩვენ ლეგიტიმაცია გავუკეთეთ მაშინდელ ბოლშევიკურ პარტიას. 
ივანე ჯავახიშვილის მეხუთე ტომი, საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული იყო, რადგან მასში ღი­ად იკითხებოდა რუსეთის შეს­ახებ. ასევე  კირიონ საძაგლი­შვი­ლის, მა­ზ­ნიაშვილის და უამრავი წიგნია, სადაც აღწერილია რას აკეთებდა რუსეთი საქართველოში?!  ეგზარხოსები, ფრესკების გადაღებვა, დედა ენაზე ბრძოლა და ა.შ. რუსეთს არც არასოდეს უნდოდა საქართველო და­მოუკიდებელ ქვეყნად წარმოედგინა. ალტ-ინფო და ამგავარი ორგანიაზაციები არ არის უწყინარი. მი­აქციეთ ყურადღება, დღეს ჩვენ ასე ვერ ვიზამთ და ვერ ვიტყვით, რომ შენ რუსი ხარ და ვერ შემოხვალ, ამათ ორგანიზებული ჯგუფი ხვდე­ბათ, რა თავი უტკივა ჩვენი დღევანდელი უშიშროების პირობ­ებ­ში,  როცა ვერაფერს თავს ვერ ართმევენ,შემოდიოდნენ ჩვენ­თან. რაც აქ ითქვა, რომ ალტ ინფო ქადაგებს: 1. კრემლში წყდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა; 2. მზად ვართ კრემლთან ვისაუბროთ იმ უსაფრთხოების სისტემაში ინ­ტე­გრაციაზე, რაც მათ ინტერესშია;  3. ჩვენ ვირჩევთ თურ­ქეთს და ისლამს ან ერთმორწმუნე რუსეთს; 4. საქართველო მართმადი­დებ­ლო­ბასთან მებრძოლ დასავლეთს უნდა გამოემშვიდობოს _ ეს სამარცხვინოა.
სწორია ის, რაც აღნიშნეს. ასეთი ორგანიზაციები უნდა იყოს აკრ­ძალული საქართველოში.  საზოგადოებისგან მას თანადგომა არ ექნება. მე პირდაპირ ვეუბნები, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს:  ჯამბუ­ლათ ხოფერიას და დათო რამიშვილის მეგობარი იყავი კაცი და იმათი მკვლელების პარტიაში როგორ შედიხარ?! რა საქციელია ეს?! როგორ შეიძლება დღეს ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდეთ საქართ­ვე­ლოში?
გოჩა ჯანაშია -  პრემიერი რომ იტყვის, ჩვენ ჩვენი საქმე გვქვს, ომი უკრაინაშიაო, ეს ნამეტანი ხისტი ნათქვამია. ჩვენ ომი არ გვინდა, არც ვართ მზად, უკრაინა რომ აკეთებს, იმას ვერ გავაკეთებთ. მე ის ვიცი, რომ იმავე დღ­ი­დან უკრა­ინე­ლებმა დაი­ვი­წყეს შიგა დაპ­ირისპირება და ყველა გახდა უკ­რაინელი. ას­ე­ვე უკრაინაში მაცხოვრებელი რუსებიც, ვინც მათთან ერთად გაერთიანდნენ. უკრაინელების გმი­რობა სულ სხვა რაღაცაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა ვთქვათ, ჩვენ შიში ვერაფერს ვერ მოგვიტანს. საჭიროა ტაქ­ტიკური ნაბიჯები, მაგრამ არც ისე არ ვარგა, ავერიდოთ ყველაფერს და ჩვენი გასაკეთებელი სხვამ გა­აკ­ეთოს. თუ უკრაინა დაეცა ჩათ­ვალეთ, რომ საქართველო ერთ თვე­ში პრობლემური იქნება ყველ­ანაირად.
კახა ასკურავა - უკრაინაში რაც ახლა ხდება, ეს არ არის უკრაინის ომი;  არც საქართველოს ომი არაა, ეს არის ომი ცივილიზებულ სამყაროსა და თანამედროვე ფაშიზმს შორის.
პუტინი არის ჩვეულებრივი ფა­შისტი, როცა ფეხით მოსიარულე ადამიანს ტანკმა ესროლა, დღეს რა კადრიც ვნახე, რა შეიძლება ამას უწოდო?! იმ­ედი მაქვს თა­ნ­ამედროვე ცივილიზებული სამყარო ამას შე­აფას­ებს აუც­ილ­ებ­ლად. პუტინი, მისი გენე­რა­ლ­იტეტი და ის ადამიანები, ვის­აც ამაში ბრა­ლი მიუ­ძღვის, აუ­ცილებლად მიიღებენ პა­ს­უხს. ნი­ურნბე­რგის პროცესი (დაიწყო 1945 წლის 20 ნოემბერს და დასრულდა 1946 წლის 1 ოქტომბერს) მსგავსი  გაიმართება ალბათ. ეს თუ ასე არ მოხდა, იმას, რასაც უკრაინაში პუტინი აკეთებს  ცივილიზებულმა სამყარომ სახელი არ დაარქვა, მერწმუნეთ, როგორც ქართველები ვამბობთ მკვდარზე: მისი სული ვერ მოისვენებსო, ისე იქნება,  თუ პუტინს სახელი არ და­არქვა ცივილიზებულმა სამყარომ, მაშინ ეს სამყარო ვერ მოისვენებს. 
რაც შეეხება ოფიციალური თბი­ლისის დამოკიდებულებას _ ხე­ლ­ის­უფლება, რომელიც გაეროში აძლევს ხმას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ჰააგის სასამართლოს უერთდება გასამართლდეს პუტინი, როგორც საერთაშორისო დამნაშავე, ეს ყველაფერი ნამდვილად  გაა­კეთა.
აგერ არსებობს მეორე ,,ქართული ოცნება“ და ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ შესაძლებლობები უნდა ვნახოთ, რუსეთის ბაზარზეო, სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ აგერ ბატონო, რუსეთის ბაზარზე რძე და ყველი უნდა შევიტანოთ, ეს შე­საძლებლობებია ჩვენთვისო. ესაა ჩა­მოუყალიბებელი მესიჯბოქსი, ჩა­მოუყალიბებელი დამოკიდებულება ქმნის ბოლოს აი, ამ პოზიციას, რომ ადგა ზელენსკი,  ელჩი გაიწვია. ელ­ჩის გაწვევა დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს სახეში სილის გა­ლაწუნებას.
ალტ-ინფოს რაც შეეხება. მისი არსებიბა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. რო­ცა ის რეგისტრირდებოდა, პირველად იუსტიციის სამინისტრომ და­ახარვეზა ამ პარტიის რეგისტრაცია. შენ კონსტიტუციაში გიწერია, რომ საქართველოს მისწრაფება არ­ის ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, მაშინ პარტიას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ მისწრაფებებს, იუსტიციის სამინისტრომ უნდა უთხრას, რომ ბოდიში, მაგრამ შენ შენი გამოხატვის უფლება გქონდეს, მაგრამ პარტიად ვერ დაგარეგის­ტრირებ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდა ხელისუფლებას - თქვენ ნუ დაარეგის­ტრირებთ ამ პარტიას იმიტომ, რომ ეს პარტია ამ ქვეყნის ეროვნულ მისწრაფებას და ინტერესებს ეწინააღმდეგება.
გია გო­გუ­აძე - ვფი­ქრობ, ისეც წავა საქმე,  არ დარჩება მო­საკითხი პუტინს. 
რუ­სეთიდან 30 ათასი კა­ცი შემ­ოვ­იდა, ათი თუ ოცი კაცი, მაგას რა მნიშვ­ნელ­ობა აქვს. და­მი­სახ­ელეთ, რა­მდენს გაქვთ იმის საშუალება, მოკიდოთ  ოჯ­­ახს  ხე­ლი, წა­ხ­ვ­ი­დეთ სა­ზღვა­რგარეთ, იყი­დოთ ბინა, და­­არეგის­ტ­რიროთ ბი­ზ­ნესი და ფუ­ლი გქონდეთ კიდე ჯიბეში, ბიზნესი აწ­არმოოთ. ამათ საიდან აქვთ ამ­დენი ფული, რომ ჩამოდიან საქ­ართვე­ლოში, თბილისში სახლს ყი­დულობენ, ბიზნესს არეგის­ტრი­რებენ და ჯიბეში ფული აქვთ?!
გივი ცინ­ცა­ძე -  შვი­დი თვე ვიცხოვრე კა­რ­­ვებში პარლამენტის წინ და ხელ­ი­ს­უფ­ლება შვი­დ­ივე თვის მა­ძილზე გა­მო­დიოდა, და­შ­ალაეთ კარ­ვე­ბი, ნაცების კარვებიო. და­რბევა იცით რო­გორ მოხდა? როგორი რკინებით, იცით? დახვრეტილი ჰქონდა რკინას ბოლოები. პრემიერ-მინისტრმა წაახალისა და გამოიყვანა პოლიცია შესაბამისი ძალით და მე როცა მიჭერდნენ, ოცი კაცი მოდიოდა ჩემს დასაჭერად, დღეს კი რა ხდება, რატომ არ ზემოქმედებენ ამ პრო­რუსულ პარტიაზე? 
სერგი წილ­ოსანი - არ შეიძლება ეს სიტუაცია გაატაროს ნორმალურმა ადამიანმა. ვგულისხმობ, პრორუსული პარტიის ,,კონსერვატიული მოძრაობის“ დაფუძნებას. ყველამ უნდა დააფიქსიროს საკ­უთარი აზრი. ჩვენ ერთიანობა არასოდეს არ გვქონია მთელი ის­ტორიის მანძილზე, მე ვერ ვხედავდი მომავალს ვერც ერთ პარტიაში, ვხედავ მო­მ­ა­ვალს იმაში, რომ საზოგადოების ცნობ­იერება ამა­ღ­ლდეს იმ დო­ნეზე, რომ გაა­რჩიოს თე­თრი და შავი. ჩემი აზ­რ­ით ოპ­ო­ზი­ც­ია არ აკ­ე­თ­ებს ქვე­ყნის­თვის კარგს, არც ,,ქა­­რთუ­ლი ოც­ნება“ აკე­თებს კა­რგს და ამ დროს ჩნდება მესამე მიმართულება, რო­მე­ლიც აკეთებს საერთოდ რუსულ საქმეს.  ჩვენთან ლან­ჩხუ­თში შეიძ­ლება რაღაც საერთო თემების ირ­გვლივ გავერთიანდეთ, შევქმნათ სამოქალაქო სექტორი, დღეს ბავ­შვებმა ბევრი არ იციან. მაგალ­ი­თად: პირველი საჯარო სკოლის ბავ­შვე­ბმა გადაწყვიტეს, რომ გაეკეთებინათ უკრაინის სოლიდარობის აქცია.  გამიხარდა, მივედი და ადგილზე დამხვდა მაქსიმუმ ათი  ადამიანი. იქ­ვე ახლოს იყვნენ მათივე სკოლის მოსწავლეები და არ მოვიდნენ იმ­იტომ, რომ თურმე მათ მე­ნტალიტეტში ეს არ ზის, ნახეთ რაშია პრობლემა, ჩვენთან სამოქალაქო მენტალიტეტი არ არსებობს.

     მოამზადა მაია კუკულაძემ

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 810
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა